ვიღაც მათხოჯი

1K 43 16
                                    

გამარჯობა,მე ჰანა პეინი ვარ, 15 წლის.მყავს უფროსი ძმა, ლიამი, ასევე საუკეთესო მეგობრები,ისინი ჩემი ძმის ძმაკაცები არიან და მისი შეყვარებული ლუსი. ჩემი ძმა ხშირად მტუქსავს, იმის გამო,რომ არ ვაცდი ბიჭებთან ერთად გართობას, ის და მისი ძმაკაცები, რადგანაც რვა წლით დიდები არიან, არ მაქვს უფლება მათთან ერთად დავლიო ლუდი და ვუყურო ფეხბურთს.
საუკეთესო ნაილია,მაგრამ ლიამი გაბრაზდა,როდესაც გაიგო,რომ ნაილმა ორიზე მეტი ჭიქა დამალევინა.თუმცა ლუსიმ მოაგვარა. ხო, რა თქმა უნდა, სკოლაშიც მყავს საუკეთესო მეგობარი, ელე, მაგრამ ამათთან უფრო კარგად ვარ, ალბათ იმიტომ,რომ ამათთან ერთად გავიზარდე.
სხვათაშორის ვიდეო თამაშების მოყვარული ვარ, რის გამოც სულ ლუისთან მივდივარ ხოლმე შატალოზე, საკუთარი კომპიუტერი არ მაღირსეს თავისი დისკებით,რომ ჩემს ოთახში ვითამაშო,ამიტომაც კვირაში ერთი დღე შატალოს ვაწყობ, რის გამოც პრობლემა ჯერ არ შემქმნია.
- ლუი, წავიდეთ დროა უკვე,- მომესმა ლიამის ხმა მისაღებიდან, რის გამოც ოთახიდან დაბლა ჩავირბინე.
- ლიამ, სად მიდიხართ?
- არსად,- ამოიოხრა,თუმცა უეცრად ლუის წამოსცდა.
- აეროპორტში, ჩვენი ძმაკაცი უნდა მოვიყვანოთ..- ლიამმა მკაცრად გახედა.
- ვაა...მეც მოვდივარ, სახლში მარტო ვერ დამტოვებ, ლიამ,- ამოიოხრა და გამაფრთხილა წესიერად მოვქცეულიყავი. მანქანაში ჩავსხედით და აეროპორტში წავედით.
- იმ ძმაკაცს რა ჰქვია?
- ჰარი.
- არ ვიცნობ, როგორც ჩანს.
- ჰო, შენ მაშინ ბებიასთან ცხოვრობდი,- მითხრა ლიამმა.
ეს მაშინ იყო,როდესაც მშობლები დაგვეღუპა და ბებიასთან მიწევდა დარჩენა.
- ჰომ..
აეროპორტში უკვე ნახევარი საათი ვიყავი და წვენით გავიჭყიპე, რის გამოც ბუნებრივი მოთხოვნილება მიხმობდა, საპირფარეშო მომეძებნა.
- წავალ, მოვფსავ,- ვთქვი და გამოვედი იქიდან.რა ვქნა, ასეთი თავისუფალი რომ ვარ ბიჭებთან? ახალ გაცნობილებთან ვმორცხვობ, არ ვიცი, რატომ, თუმცა თუ შევეჩვიე მერე უკვე საწყალი ის.
როდესაც მოვწესრიგდი საპირფარეშოდან გამოვედი,  დანარჩენებთან უნდა გავსულიყავი ისევ,როცა ვიღაცას შევასკდი ზედ, ორივე დავვარდით, ჩემოდანი კი ფეხზე დამეცა, რაზეც ცხარე ცრემლები ვღვარე.
- ბავშვო, წინ უნდა იყურო!- შემიღრინა ბიჭმა, რომელიც წამოხტა და ჩემოდნები გაასწორა.მე კი ავტირდი და კოჭლობით გამოვბობღდი იქიდან, უკან მივიხედე, ის კულულა მათხოჯი კი ისევ მიბღვერდა. როდესაც ლიამმა დამინახა ჩამიხუტა.
- რა მოგივიდა?
- ვიღაც მათხოჯს შემთხვევით შევეჯახე, მან კი მიყვირა..თან მისი ჩემოდანი ფეხზე დამეცა,- ლიამმა თავზე მაკოცა და ლუის ჩააბარა ჩემი თავი,თვითონ კი იმ ვიღაცის მოსაყვანად წავიდა.
- დაგილურჯდება, მაგრამ მალე გაგივლის,- მითხრა მან,შემდეგ კი უკან გაიხედა.
- ჰარი..- შეჰყვირა და ძველ ნაცნობს გადაეხვია.
- ჩემი და უნდა გაგაცნო,- სიცილით თქვა ლიამმა, სანამ მას შევხედავდი, კოჭლობით მივბობღდი.
- ჰარი, გაიცანი, ჩემი და, ჰანა,-  შევეცადე გამეღიმა და როდესაც ავიხედე, ის ნაძალადევი ღიმილი შემახმა სახეზე, მათხოჯია ჩემი ძმის მეგობარი? მასაც მოეღუშა სახე, ჩემს დანახვაზე, ფუჰ.
- კოჭლი არ გეგონოს, ვიღაცას შეეჯახა და ფეხი იტკინა,- გადაიკაკანა ლუიმ.
- ხო, სამწუხაროა,- ამოიოხრა მან,ისე რომ მზერა არ მოუშორებია ჩემგან.
- ჰანა, რას იბღვირები, მიესალმე.
- გამარჯობა,მე ჰანა ვარ..- ვთქვი მოღუშულმა და ხელი გავუწოდე.
- ჰარი,- ხელი ხელზე მომიჭირა, ნაბიჭვარი.
როდესაც მოვშორდი ვიგრძენი, როგორ ამიცრემლიანდა თვალები.
- დამელოდეთ, მალე მოვალ,- ატირებული გამოვბრუნდი, ლუი ეგრევე გამომეკიდა.
- ჰეი, რა მოხდა?- ავქვითინდი და მოვეხვიე.
- არაფერი, უბრალოდ ფეხი ამტკივდა..- ჩაიცინა და ხელში ამიყვანა, რაზეც ჩამეცინა. ის ჩემი სუპერმენია.
მანქანაში ჩამსვა, თვითონ კი ლიამს მიუჯდა გვერდით. უკან  ჰარი მომიჯდა,რაზეც მოვიღუშე,თავი ფანჯარას მივადე და ვეცადე არ მეტირა.
- მოვედით..- ლიამის ხმამ გამომაფხიზლა.როდესაც სახლში შევედით ტელევიზორს მივუჯექი,ბიჭებმა ლუდი გამოიტანეს.
- მაპატიე, ჰანა, მეტი არ იყო,- თქვა ლიამმა, მხრები ავიჩეჩე.და ტელევიზორი ჩავრთე.
- ლიამ, რაღაც მინდა გთხოვო..
- ჰოუ..
- შეიძლება დღეს ლუის გავყვე? ხვალ შაბათია..- ლეკვის თვალებით შევხედე.
- ლუი, წაიყვან ჰანას? უეჭველად ვიდეო თამაშებს მიუჯდება,- ჰკითხა ლიამმა,ლუიმ კი მხოლოდ გაუღიმა თანხმობის ნიშნად. მიციწიე ლოყაზე ვაკოცე.
- ჰარი, იტალია კაი იყო?- ამ ბატის ისტორიების მოსმენა დაიწყეს, რა თქმა უდნა, მხოლოდ მე არ ვუსმენდი.ტელევიზორთან ახლოს დავჯექი და რაღაც გადაცემებს ვუყურებდი.
- იქიდან ისე არ წამოვედი, სანამ ძალიან სექსუალური გოგო არ გავჟიმე,- მოულოდნელად ჰარის ნათქვამი გავიგონე და ამოვიხვნეშე.
- კაი, მაღაზიაში უნდა წავიდე, რამე გინდათ?- იკითხა ჩემმა ძმამ.
- ორივე მიდიხართ?- ლუის და მას გავხედე, თავი დამიქნიეს, ეგრევე ჰარის გავხედე, რომელიც გაბღვერილი იჯდა.
- კოკა-კოლა და ბევრი შოკოლადი წამომიღე..- ვუთხარი გაბრაზებულმა.
- გაბრაზებული ხარ?- მკითხა ლიამმა.
როდესაც ნერვებაშლილი ვარ, შოკოლადი მინდება,თანაც ძალიან ბევრი.
- ჰო, ის მათხოჯი, რომ დამეჯახა და ფეხი რამის მომტეხა, იმაზე ვარ გაბრაზებული..- ჰარის გავხედე, რომელსაც ხელები ჰქონდა მომუშტული.
- კაი..- ჩაიცინა ლიამმა, შემდეგ წავიდნენ.
- მათხოჯი შენ ხარ, ბავშვო,- გავუღიმე ჰაროლდს.
- კარგი, გომბეშოვ,- თვალები აატრიალა. წამოვდექი და შორტები კარგად ავიწიე მაღლა,რადგანაც დაბლა დაიქაჩა, შემდეგ შევტრიალდი და ჰარის მზერა, რაღაცის მიმართ გავფანტე. გაკვირვებულმა ავუწიე წარბი, სამზარეულოში შევედი და სენდვიჩი მოვიმზადე, საღამოა უკვე,მეკიდევ არაფერი მიჭამია აქამდე.ორი სენდვიჩი გავამზადე და ისევ ტახტზე მოვკალათდი.
- გმადლობთ,- თქვა მან და ერთი ცალი ამაცალა.
- ნუ ხარ ასეთი დეგენერატი,- შევუბღვირე.
- ბავშვო, რა ჯანდაბა გინდა?
- ეგრე ნუ მეძახი, მათხოჯო, გომბიოვ!
- თორემ რა?- მაიონეზიანი და კეტჩუპიანი სენდვიჩი თმაში შევაზილე.მან კი ღრიალი დაიწყო.
- შენი...- შეშინებული წამოვხტი და გავიქეცი, ისიც გამომეკიდა და ჩემი მეორე სენდვიჩი თმაში შემაზილა, სიცილი ამიტყდა.
- რას იცინი!
- ბავშვივით იქცევი..
- შენც!- ისევ გადავიხარხარე.
- ისედაც ვარ,- ენა გამოვუყავი, შემდეგ სააბაზანოში შევედი და თმა დავიბანე.
დაბლა რომ ჩავედი ლიამი და ლუი უკვე მოსულები იყვნენ.
- ჰანა!- ლიამმა დაიღრიალა.
- ძალიან ზედმეტი მოგდის,- ისევ დამიღრიალა.
- რა მოხ...- არ დამამთავრებინა.
- ლუისთან აღარ წახვალ,ახლა ახვალ შენს ოთახში და ვერც ამ შოკოლადებს მიიღებ!- აცრემლიანებული თვალებით ჰარის გავხედე, რომელიც გაოცებული მიყურებდა.ნუთუ ასეთი ნაგავია,რომ ხუმრობაში არ გაატარა, ასე ბიჭებთან რამდენჯერ გამიკეთებია,თანაც ეს იმსახურებდა.
- ყველა მძულხართ!- ოთახში ავირბინე. იქამდე ვტიროდი სანამ არ ჩამეძინა.
*აგრძელებს ჰარი*
- ჰარი,  მაპატიე,ის ასეთია..
- არ იყო საჭირო ჩხუბი,- სერიოზულად ვუთხარი.
- მართალია, ჯობია წავიყვანო, ცოდოა,- ლუიმ გამომხედა.
- არა, სანამ ბოდიშს არ მოიხდის, არა!
- რომელია მისი ოთახი, ავალ და დაველაპარაკები,- ვუთხარი მას, შემდეგ კი ავედი ჰანას ოთახში.მართლაც აუტანელია, მაგრამ ჩხუბი ზედმეტი იყო.
როდესაც შევედი, საწოლზე იწვა. მივუახლოვდი და თმა სახიდან გადავუწიე, ტირილისგან დასიებოდა თვალები. ძილში შეიშმუშნა და შემომხედა შემდეგ კი წამოხტა.
- აქ რას აკეთებ..- თქვა გაბრაზებულმა.
- ლიამმა სანამ ბოდიშს არ მოიხდის, არ გავუშვებ ლუისთანო.
- იოცნებე,რომ ბოდიში მოგიხადო!-  ბალიშს ჩაეხუტა.
- როგორც გინდა,- ვუთხარი და იქიდან გამოვედი.კარი რომ მოვხურე, მისი ტირილი ისევ გავიგონე.
- აბა?- მკითხა ლუიმ.
- ჯიუტია..
- ხოდა დაისჯება,- თქვა ლიამმა. ამოვიოხრე.
- მეძინება,- ოთახამდე მიმაცილა,რომელიც ჰანას გვერდით იყო.ლუიც წავიდა.
ოთახში შევედი.ჰანას ოთახიდან ბუზღუნი ისმოდა.კედელზე მივუკაკუნე,რაზეც დამშვიდდა,საწოლზე უნდა დავწოლილიყავი, კარებზე კაკუნი გაისმა.გავაღე თუ არა ჰანა შემრჩა თვალში.
- რა გინდა?
- მომენატრე..- წარბაწეულმა პირი დავაღე.
- რა თქმა უნდა,მოგატყუე, ტელეფონი დაგრჩა და რეკვა რომ არ შეწყვიტა გამოგიტანე. ხო,მესიჯები არ წამიკითხავს, არც ნარეკზე მიპასუხია..
- ყოჩაღ,- ტელეფონი გამოართვი,- რაიყო, ზღაპარი მოგიყვე?- ვკითხე,როცა არ წავიდა.
- იმედია ცუდად გამოიძინებ..- გაიცინა და თავის ოთახში დაბრუნდა. საწოლზე დავმხე და შმუშვნა დვიწყე,კისერი  ცუდად მედო.ვერა და ვერ მოვისვენე, ბოლოს ძლივს ჩამეძინა.

_________________________________________
აბა,როგორ მოგეწონებათ ეს ფიკი.☺️💞
ისეთი ამბები ხდება აქ, ვფიქობ, დაგაინტერესებთ. 😇

Game Over H.S (დასრულებულია)Where stories live. Discover now