ახალი მედიკამენტები

368 43 4
                                    

როდესაც გონს მოვედი საავადმყოფოში ვიყავი,თავზე კი  ჰარი მედგა.
- გამარჯობა..- ჩემს ხმაზე გამოიხედა.
- როგორ ხარ?
- კარგად..- გავუღიმე,- სახლში როდის წავალთ?
- არ ვიცი.
- არ მინდა აქ...
- ვიცი, მაგრამ ცოტახანს მოგიწევს.
- აუ, კაი რა, ჰარი..
- ჰანა, ექიმმა თქვა,რომ ასე აჯობებს..
- რატომ?
- არ ვიცი.
- შენ არაფერი არ იცი..- შევუბღვირე და გადავბრუნდი,ვიგრძენი, როგორ მომიწვა და ჩამეხუტა.
- ვკვდები ხომ?- ჩუმად ვკითხე,ისეთი ტონით, თითქოს ეს არ მანაღვლებდეს,ჰარიმ ღრმად დაიწყო სუნთქვა.
- დაისვენე..- მხოლოდ ეს თქვა.
- ჰარი, მიპასუხე..- მისკენ მივბრუნდი.
- არ მოკვდები,- თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა. ყველაფერი გასაგებია,ვკვდები.არ ვიცი,რა ვიგრძნო, შიში თუ მწუხარება. უბრალოდ ვერაფერს ვგრძნობ, გარდა იმისა,რომ არ მინდა.უბრალოდ არ მინდა, სიკვდილი.
*ერთი კვირის შემდეგ*
ერთი კვირა გავიდა და მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ,ექიმებმა ორჯერ მეტი წამალი გამომიწერეს და შემპირდნენ, ახალი წლისთვის სახლში გამწერდნენ,მანამდე კი ერთი თვე აქ უნდა ვიყო. ლიამი გაბრაზებულია ჰარიზე, უფრო მეტი ყურადღება უნდა მიგექციაო, მერე თქვა ჩემი ბრალიაო, მე უნდა მიმეხედაო და მოკლედ გაბრაზებულია და ჰარისთანაც აღარ დამტოვებს.ძალიან მწყინს, რადგანაც თუ უნდა მოვკვდე.. მინდა ჰარისთან ვიყო.
- ჰანა, კაი ამბავი მაქვს,- შემოვარდა პალატაში ლიამი.
- გისმენ,- ამოვიგმინე.
- სახლში მიმყავხარ.
- რა?
- ჰო, ექიმებს ვუთხარი,რომ აქ კარგად ვერ გრძნობ თავს, ამიტომაც სახლში განაგრძობს მკურნალობას მეთქი, მოკლედ დამთანხმდენ,- სიხარულისგან ტაში შემოვკარი.
- ჰარი სადაა?
- წამლებს იყიდის და რომ მოვა წავალთ,- თავი დავუქნიე. როდესაც ჰარი მოვიდა სუფთა ტანსაცმელიც მომიტანა.საწოლიდან წამოვდექი და ჩემს ფეხებს დავხედე, ისეთი წვრილია,დანახვაზე რამის გული გამისკდა. ამ საავადმყოფოში საშინელი საჭმელები აქვთ და ვერ ვჭამ ხოლმე.
სანამ ჩავიცვამდი სარკეში ჩავიხედე,წონაში დაკლებული ვიყავი, რაც გამიხარდა რატომღაც,ჩაცმის შემდეგ თმა კოსად შევიკარი და პალატიდან გავედი.
- წავედით?- ორივემ გამიღიმა, შემდეგ ამ ჯოჯოხეთს მომაშორეს და სახლში წამიყვანეს, რა თქმა უნდა, ლიამის ახალ სახლში, რომელშიც იმ დღის შემდეგ არ ვყოფილვარ..
- საყვარელო, როგორ ხარ?- მკითხა ლილიმ.
- თუ იმას არ ჩავთვლი,რომ ვკვდები, კარგად,- ლიამმა ამოიხვნეშა, ჰარი მომიახლოვდა.
- არ მოკვდები მეთქი,- მითხრა და შუბლზე მაკოცა.
- კაი, რომელია ჩემი ოთახი, ცოტახანს წამოვწვები, ფეხები მტკივა,- ლიამმა ამაცილა ჩემს ახალ ოთახამდე, სადაც ტელევიზორიც იდგა.
- მადლობა..- საწოლზე დავწექი, როცა ის გავიდა თუ არა ტელევიზორი ჩავრთე. არხიდან არხზე გადავდიოდი,მოწყენილი ვიყავი.მალევე კარი გაიღო, ჰარი შემოვიდა თომასთან ერთად.
- მამიდასთან უნდა..- თქვა და პატარა მომიყვანა. მუხლებზე დავიწვინე, ხელი კი თავქვეშ ამოვუდე.
- რა საყვარელია,- ცხვირზე წავეთამაშე.
- ჰო, გგავს.შენნაირი ლამაზი თვალები აქვს..- გამეღიმა და ბავშვი გულზე მივიხუტე.
- არ გეძინება?- ვკითხე პატარას და ლოყებზე მოვეფერე.
- წეღან ჭამა და ამოგიყვანე,- უეცრად რაღაც მყრალი სუნი ვიგრძენი.
- ჰარი..
- რა?
- მითხარი,რომ ეს შენ არ იყავი,- ჰარიმ გადაიხარხარა.
- არა, თომასი იყო,- მე და ჰარის სიცილი აგვიტყდა.
- დღეს დარჩები ჩემთან?
- ჰო..
- კაია,- ბავშვი დავარწიე,როცა  დაიძინა ყურებამდე გამეღიმა,პატარა ბავშვი არასდროს დამიძინებია.
- რა კარგია,- ამოვილუღლუღე და თომასი შუაში ჩავაწვინე,ერთ მხარეს მე მივუწექი, მეორედან ჰარი.
- დავიძინოთ ჩვენც?
- ჰა..- მომღიმარმა მითხრა.
***
ღამით გამეღვიძა,გული მერეოდა,წამოვდექი და სააბაზანო მოვძებნე.
როცა ვაღებინე ოთახში გავბარბაცდი.
- სად იყავი,- მკითხა ჰარიმ.
- საპირფარეშოში.
- თომასი სადაა?- ვკითხე დაბნეულმა, გაიცინა და საბანი გადაწია,ტკბილად ეძინა პაწუკას.
- მეორეც აქ რომ იყოს კაი იქნებოდა,- ვთქვი და მივუწექი, ხელი თავქვეშ ამოვიდე და პატარას დავხედე.
- ძალიან წყნარია..
- ჰო.
- როგორი ბავშვი იყავი შენ?- ვკითხე, მან კი გაიცინა.
- ცელქზე უარესი..
- მეც,- ვთქვი და ჰარის გავხედე,ტუჩებს იკვნეტდა.
- ეგრე ნუ შვრები,- ხელი მივადე პირზე.
- სურვილს ვიხშობ..
- რის სურვილს, ჰარი.
- შენი კოცნა მინდა..-  მოიწია და ნელა შემეხო ტუჩებზე,რამოდენიმე წამის შემდეგ კარი გაიღო,, სწრაფად მოვშორდი ჰარის.
- ამ..თომასს გავიყვან,- თქვა ლილიმ ჩურჩულით.
- კ..კაი..- მოვიდა და ფრთხილად აიყვანა ბავშვი.
- მადლობა, რომ დააძინე,- გამიღიმა და გავიდა.
- კიდევ კარგი არ დავუნახივართ,- ამოვიოხრე, ჰარიმ კი ჩაიცინა, მისკენ მივიჩოჩე, ზედ გადავაჯექი, თავი დავხარე და ვაკოცე.
- ნელა შეგიძლია?
- ჰო..- როდესაც ეს წყეული შარვალი მოვიშორე, ისევ ჰარის ზემოდან დავბრუნდი,ჩენში ნელა და სასიამოვნოდ მოძრაობდა.ასე უფრო კარგია. მისი შეგრძნება ჭკუიდან მშლის.
როდესაც მოვრჩით სპორტულები ჩავიცვი და ისევ ჰარის მივუწექი. სახეზე მეფერებოდა და თან მკოცნიდა.
- ჰარი.
- გისმენ..
- როცა მოვკვდები რას იზამ?- სიბნელის მიუხედავად მისი თვალების გაფართოვება მაინც დავინახე.
- ჰანა, რამდენჯერ უნდა გითხრა,რომ შენ არ მოკვდები.
- მე მატყუებ თუ შენს თავს?-  ამოიხვნეშა და ზურგი მაქცია.
- ჰარი,- მეორე მხარეს გადავბობღდი და შუქი ავანთე,ჰარი ტიროდა.
- არ მოკვდები..- თქვა და სახეზე აიფარა ხელები,მივიწიე და მივეხუტე.
- ნუ ტირი..- სახიდან ხელები მოვაშორებინე.ცრემლები შევუმშრალე და ვაკოცე.
- უშენოდ ვერ ვიარსებებ. ეს სრულიად შეუძლებელია..- არ ვიცი რატომ, მაგრამ უეცრად გული ამიჩქარდა და თაბრუ დამეხვა.
- ჰარი,- სუსტად ამოვილუღლუღე.
- რა იყო..
- გული მერევა,- სიცილით ვთქვი და ოთახიდან გავიქეცი.რა თქმა უნდა, ჰარიც შემომყვა.
- ჰეი..
- კარგად ვარ..-  წამოვდექი, სახე მთლიანად მოვიბანე და მას გავხედე.
- მართლა?
- ჰო..
- წამოდი,დავწვეთ,- ხელი მომხვია.
- დაიძინე..- ვუთხარი, მან კი ხელები გადაიჯვარედინა.
- შენ?
- ჰო..ჰო, მეც,-  ჩავეხუტე.
***
როდესაც გამეღვიძა ისევ გულის რევის შეგრძნება მქონდა, მაგრამ არაფერი გამოსულა. დაბლა ჩავედი, იქ კი ლილი იჯდა გაწეწილი და ყავას სვამდა.
- ჰეი,- მივესალმე
- როგორ გეძინა?
- კარგად.
- რაღაც უნდა გკითხო..
- გისმენ, ლილი.
- შენი და ჰარის შორის რამე ხდება?
- რა?
- გუშინ დაგინახეთ,რომ აკოცეთ..- ტანში უცნაურად გამაჟრჟოლა.
- ლიამს არ ვეტყვი, ბავშვების თავს გეფიცები, გიყვარს?- უცებ მომინდა ადრინდელივით ყველაფერი მომეყოლა მისთვის.
- ჰო.
- გეტყობათ ორივეს..
- ლიამი ამჩნევს?
- ვერა, თორემ აქამდე იტყოდა რამეს..
- ვფიქრობ რომც შეატყოს არ უნდა თქვას..
- ჰო..
- სიკვდიულამდე მაინც ვიყო ბედნიერი,- ლილის სახე წაეშალა.
- ჰანა, მაგაზე ნუ ფიქრობ ბევრს.
- ვეცდები,-  ჩემთვისაც მოვიმზადე ყავა. მე და ლილიმ ფილმს ვუყურეთ, სანამ ჰარის, ლიამს და ბავშვებს ეძინათ.მერე კი დაიწყო ჩემი წამლების რეჟიმი.დღის განმავლობაში სხვადასხვა ტაბლეტი,მომაბეზრებელია!

Game Over H.S (დასრულებულია)Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz