დაბადების დღე

418 41 6
                                    

როდესაც გავიღვიძე, ჰარისკენ მივბრუნდი,რომ ჩავხუტებოდი, მაგრამ საწოლში აღარ იწვა.
- ჰარი..- ამოვილუღლუღე.მალევე კი სააბაზანოდან გამოვიდა, პირსახოც მოხვეული, კულულები სველი ჰქონდა და ძალიან საყვარელი იყო. მომიახლოვდა, მაკოცა და ისევ გაბრუნდა.
- მეც მივიღებ შხაპს,- წამოვდექი.
როდესაც ცხელი შხაპი მივიღე, სამზარეულოში ჩავედი და სენდვიჩები მოვამზადე.
- ჰანა, რაღაც პატარა საქმე მაქვს,უნდა წავიდე და მალე მოვალ,- მაკოცა და გავიდა.
- გადლობ,რომ მარტო დამტოვე,- ჩუმად ამოვიხავლე და სენდივიჩებთან ერთად ოთახში ავედი,თან თამაში დავიწყე.ნახევარი საათი არ იყო გასული, ჰარი დაბრუნდა და საწოლზე მომიჯდა.
- წამოდი, სადმე წავიდეთ..
- სად სადმე?
- მაგალითად კინოში.
- კაი,- გავუღიმე და წამოვდექი, როდესაც მოვემზადე, მანქანაში ჩავსხედდით და წავედით, რაღაც საშინელებათა ფილმზე.
- გეშინია?- ჰარიმ კაი დროს მკითხა.
- ისე რა....ამის დედაც,- წამოვიკივლე და სკამზე ავხტი.ჰარი გადაბჟირდა, შემდეგ კი გამომიყვანა იქიდან.
- არ მინდა გულწასული გათრიო,- თქვა სიცილით, მეკიდევ ამოვიხვნეშე და კოლა ბოლომდე დავლიე.
- წამოდი სხვა ფილმზე,- უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
- აღარ მინდა,სადმე სხვაგან წავიდე,- კინოდან გამოვედით, უვბრალოდ ბოდიალი დავიწყეთ პარკში.
- ცივა..- ამოვილუღლუღე და ჯიბეებში ჩავიწყე ხელები,ჰარი უკნიდან შემომეხვია და კაფეში შემიყვანა, იმწამსვე ვიღაცამ დაგვიძახა.
- ძიძა, როგორ ხარ?- გავიგონეთ ნაილის ხმა, გადავიხარხარე და მოვეხვიე.
- ნაილ, რამდენი ხანია არ მინახავხარ.
- ჰო..წამოდით ჩვენთან დასხედით,- ნაილმა თავის მაგიდასთან მიგვიყვანა, იქ კი ვიღაც გოგო იჯდა.
- ამარა, გაიცანი, ეს ჰანაა,ეს კი ჰარი,- ამარას ორივემ ჩამოვართვით ხელი.ცოტა ჭუკჭუკის შემდეგ ამარამ მკითხა:
- შენ და ჰარი ერთად ხართ?- ბედნიერი სახით გვიყურებდა ორივეს, გაოცებისგან ადგილზე გავქვავდი,ნაილმა სიცილი დაიწყო.
- ისინი ერთად არ არიან,ამარა. უბრალოდ რამოდენიმე დღე ჰარი ძიძა გახდა,- ნაძალადევად გავიცინე, ჰარიმ კი სახე მოღშა და ნაილი გააჯავრა.
- მობნელდა და არ ჯობია სახლში დავბრუნდეთ?- ჰარის გადავუჩურჩლე.
- კარგი,- ნაილს და ამარას დავემშვიდობეთ და წამოვედით.
- რა შტერი გოგოა.
- საყვარელია,- გავიღიმე.
- არც ისე,- ჰარი გაღიზიანებული ჩანდა,მივედი და მხარი გავკარი.
- მის გამო ნუ მოიშლი ნერვებს,-  ლოყაზე ვაკოცე.

Game Over H.S (დასრულებულია)Where stories live. Discover now