როდესაც გავიღვიძე და ცოტა გამოვფხიზლდი, შარვალი ამოვიცვი ტანზე, ისე მცხელოდა,რომ საერთოდ გავშიშვლდებოდი, ჰანა რომ არ იყოს სახლში.დაბლა ჩავედი ეგრევე, სამზარეულოში შევედი, რადგანაც იქიდან სიმღერის ხმა მესმოდა.ჰანა დავინახა დიდ მაისურისა და ტრუსის ამარა, პირი დავაღე. რაღაცას თავისთვის მღეროდა.
- რას შვრები?- როდესაც ჩემი ხმა გაიგონა, დაფრთხა და შემოტრიალდა.
- რაში გაინტერესებს?
- ვფიქრობ გოგო ხარ და ტრუსის ამარა არ უნდა იყო სახლში, მითუმეტეს სტუმარი გყავს,- ალმაცერად შემომხედა.
- შენს გამო აუზში ჩაცმული არ ჩავალ და ეს საცურაო კოსტიუმია!- თქვა მან და სკამზე ჩამოჯდა, რომელზეც პირსახოცი ეფინა, თან სენდვიჩის ჭამა დაიწყო.
- ჰარი, როგორ ხარ..?- შემოვიდა ლიამი სამზარეულოში, მეც მივესალმე.
- ჰანა, იმეცადინე?
- კი..- მობეზრებით უპასუხა ჰანამ და არც შეუხედავს ისე განაგრძო ჭამა.
- ჰარის იმედია მოუბოდიშე,- ჰანამ ჩაიცინა და ლიამს შეხედა.
- არც იოცნებოთ,- სენდვიჩი დატოვა და ოთახში ავიდა.
- ჰარი, ვიცი აუტანელი ბავშვია, მაგრამ დღეს საღამოს მომიწევს დაგტოვოთ,- გამეკრიჭა ლიამი.
- რატომ?
- ჩემს შეყვარებულს უნდა შევხვდე, დიდი ხანია არ მინახავს და გაბუტულია,- დავთანხმდი,რომ მის დას დავიტოვებდი.ლიამის წასვლის შემდეგ, საქმე არაფერი მქონდა, ამიტომაც ინტერნეტში სახლების ძებნა დავიწყე, სულ მათთან ხომ ვერ ვიქნები . როდესაც ნორმალური ბინა ვერ ავარჩიე ლეპტოპი გადავდე და ჰანასთან ავედი.ოთახის კარები შეღებული იყო,ამიტომაც თავისუფლად შევიჭყიტე. ატირებული დაბორიალობდა და ტელეფონზე ვიღაცას ელაპარაკებოდა, თან მლანძღავდა.
- ელე..აღარ შემიძლია, მართლა აუტანელი ვიღაც არის....გეუბნები, უბრალოდ ვეხუმრე, მან კი ლიამთან დამაბეზღა....რადროს ეგაა, ელე,- უეცრად წამოიკივლა.
- ელე...ის..რა? მოდი და ნახე მე რა გითხრა! ის სიმპათიური, გაბღენძილი თხაა, ასე დავახასიათებ თუ გაწყობს,- ტელეფონის მიღმა მისი მეგობრის სიცილი გავიგე, შემდეგ კი ჰანაც აჰყვა ,,სიმპათიური, გაბღენძილი თხა", მეც ჩავიცინე და კარებზე მივუკაკუნე.
- კაი, ელე, მერე დაგირეკავ, მათხოჯი მოვიდა,- ჩუმად თქვა, თუმცა მაინც გავიგონე.
- ჰეი, ლიამი წავიდა,თუ გინდა ჩამოდი ქვემოთ.
- გამოვიცვლი და..- ამოიოხრა, თავი დავუქნიე და გამოვეცალე, მალევე ჩამოვიდა და ტახტზე მომიჯდა.
- ჩემი დაქალი უნდა მოვიდეს, იმედია ლიამს არ ეტყვი..
- და რატომ არ უნდა ვუთხრა?
- იმიტომ,რომ დასჯილი ვყავარ..მეკიდევ მომენატრა ჩემი მეგობარი,- თავი ჩახარა.
- კაი, არ ვეტყვი,- მომღიმარმა ამომხედა. ღმერთო ჩემო, მან გაიღიმა.პირველად ვნახე მის სახეზე ღიმილი.ვაღიარებ, ძალიან ლამაზი გოგოა და ამავდროულად ჯიუტიც.მის ღიმილზე ფიქრში კარზე ბრახუნი ატყდა.
- ელეა..იცოდე ჭკვიანად მოიქეცი,- შემანჯღრია, რომ გამოვეფხიზლებინე, შემდეგ წამოხტა და გააღო.დაქალების კივილი მომესმა, რომლებსაც დიდი ხანი არ ენახათ ერთმანეთი,როდესაც მორჩნენ ჩახუტებას ჰანAა მომიბრუნდა და დაქალი გამაცნო.
- როგორც შენ თქვი,გაბღენძილ თხას არ ჰგავს, მაგრამ სიმპათიურია..- თქვა ელემ, რაზეც ჰანამ პირზე ხელი ააფარა და აწითლებულმა გამომხედა.
- ვერ არის ეს ცოტა..- გადმომიჩურჩულა და სამზარეულოში შეაგდო. ჩამეცინა და თავი გავაქნიე.
*აგრძელებს ჰანა*
- გოგო, გაგიჟდიი?- შევუბღვირე,რაზეც დამცინა.
- კაი, დამშვიდდი. ისე,მართლა სიმპათიურია,- წვენი ხმაურიანად მოსვა.
- ჰეი,- უცბად ჰარი შემოვიდა,- შოკოლადები არ გინდათ?- დაიჩურჩულა, თითქოს ლიამი გვისმენდესო.
- აუ, კი..- ლეკვის თვალებით შევხედე ჰარის, ხელები წინ გამოსწია, შოკოლადები უკვე უნდა ამეღო ,ხელი მაღლა ასწია.
- ჰარი!- შევუბღვირე.
- მომეცი,- ხტუნვა დავიწყე,რომ მივმწვდარიყავი.
- ჰარი,- წამოვიკივლე, ხელი წელზე მომხვია,რაზეც გავშეშდი. თვალებში ჩამაშტერდა.
- ლიამს არ უთხრა,რომ შოკოლადები გაჭამე,- გავიკრიჭე, თავი დავუქნიე იმის ნიშნად, არ ვეტყვი მეთქი, შოკოლადები მომაწოდა და გვერდით მომიჯდა,ჩემი ნესკვიკის ყავა აიღო და ისე იქცეოდა,თითქოს ჩემი დაქალი იყოს.
- ელე, რამდენი წლის ხარ?- ჰკიტხა ჰარიმ.
- თხუთმეტის, ჰანაზე ორი თვით დიდი ვარ,- ელემ ჩაიცინს, ჰარიმ კი გაშტერებულმა გამომხედა.
- ასეთი პატარა ხარ?- დამცინავად მიყურებდა,რაზეც გავბრაზდი.
- შენ რამდენი წლის ხარ?- უნდა ეთქვა,თუმცა არ დავაცადე.
- როგორც ჩანს პატარა არ ხარ, ამიტომაც ჩვენთან არ უნდა იჯდე!- შევუბღვირე.
- სხვათაშორის, მე დაგრთე ნება დაქალი მოგეყვანა, კიდევ მე უნდა მოვატყუო ლიამი, რომ მეცადინეობ და არა ერთობი!
- მიდი დაურეკე.კიდევ ერთხელ ჩამიშვი,- ტონს ავუწიე.
- მე არ მითქვამს ლიამისთვის.
- აბა ბებიაჩემმა უთხრა საიქიოდან?
- მგონი თვითონაც მიხვდა,რომ არანორმალური ხარ!- მისმა სიტყვებმა ადგილზე გამაქვავა, მწარედ ჩავიცინე და იქიდან გამოვედი.ორივე გამომყვა, თუმცა გავიქეცი, მათი ხმა გავიგონე, მაგრამ დავაიგმორე.მძულს ის იდიოტი!
ცოტახნით გავჩერდი,რომ ჰაერი ჩამესუნთქა,მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.იმ ადგილზე გადავუხვიე, სადაც ჩემი მშობლები არიან. უამრავ სასაფლაოს ჩავუარე შიშით, ძალიან მეშინია მარტო, სხვათაშორის პირველი შემთხვევა არაა,აქ რომ მოვედი.დედას და მამას საფლავზე მუხლებით დავეცი და ავქვითინდი.
- დედიკო, ძალიან მინდა ახლა ჩემთან იყო.შენსა და მამას გარდა, ჩემი არავის ესმის, ლიამსაც კი..- აქვითინებულმა ძლივს ამოვილუღლუღე.
*აგრძელებს ჰარი*
- სად წავიდა,- ნერვიულად შევედი სახლში და ელეს ვკითხე, რომელიც გაშტერებული იდგა,- ელე!
- თავს რამე არ აუტეხოს,- ამოილუღლუღა.
- არაფერს იზამს,დამშვიდდი. გაიხსენე, სად შეიძლება იყოს,- ანერვიულებუოლი დადიოდა წინ და უკან.
- არ ვიცი..
- ლიამს უნდა ვუთხრა..- თავი დამიქნია.უკვე მისი ნომერი ავკრიფე,უნდა დამერეკა ელემ რომ წამოიკივლა.
- სასაფლაოზე,- გაოგნებულმა გავხედე.
- რა?
- მშობლების სასაფლაოზე,- თავი დავუქნიე და გარეთ გავედი,ისიც აპირებდა გამოყოლას თუმცა მაინც მოვახერხე მისი დატოვება, ტაქსი გავაჩერე და წავედი.
***
შუა სასაფლაოზე დავბოდიალობდი, თანაც უკვე მობნელებული იყო, ჰანა ჯერაც ვერ მიპოვია.ტელეფონიც მიჯდება და სადაცაა გაითიშოს და სუმთლად ჩააბნელოს აქაუვრობა. სანამ ტელეფონი დაჯდებოდა ჰანას ნომერზე დავრეკე, ტელეფონის ბზუილი ოდნავ მოშრებით გავიგონე,თუმცა მალევე გაითიშა.იმ მხარეს წავედი და დავინახე, მიწაზე მწოლიარე ჰანა,რომელიც ქვითინებდა.
- ჰანა,- ძლივს ამოვილუღლუღე. გაჩერდა და შემომხედა.
- ჰარი..აქ რას აკეთებ?- ზურგი მაქცია,მასთან ჩავიმუხლე და მივიხუტე.
- მაპატიე,- გავიმეორე რამოდენიმეჯერ ჩურჩლით.
- ვერ გიტან..
- ვიცი!- ჩუმად ამოვიოხრე, შემობრუნდა ჩემკენ და ჩამეხუტა,მეც მოვხვიე ხელები და წამოვაყენე.
- კარგად ხარ?(- უარის ნიშნად თავი გააქნია.
- ძალიან ცუდად ვარ,- კანკალით მომშორდა. ქურთუკი გავიხადე,ზედ მოვაფარე და სასაფლაოდან გავიყვანე, ტაქსი ისევ გავაჩერე. როდესაც მაკდოლანდს მივუახლოვდით გავაჩერებინე, ჰანასთვის ვიყიდე საჭმელი,რომ ცოტა ეჭამა, სანამ გული წასვლია.
- ჭამე,- ვუჩურჩულე,ზედ ამეკრო და ფრის ჭამა დაიწყო.
- გცივა?- თავი დამიქნია, უფრო მაგრად მივიხუტე. სახლამდე რომ მივედით ლიამის მანქანა არ ჩანდა.ჰანა გადავიყვანე, შემდეგ სახლში შევიყვანე.ელე გამოვიდა ოთახიდან და ჰანას მოეხვია.
- მეორედ ეგრე აღარ გააკეთო!- დაიბუზღუნა,შემდეგ ჰანა ოთახში ავიყვანეთ. ცოტახანს მარტო დავტოვე, რადგანაც შხაპი უნდა მიეღო, ცოტახნის შემდეგ,როცა მოწესრიგდა, მასთან შევედი.
- როგორ ხარ?
- მცივა..- საწოლზე ჩამოვჯექი და საბანი შევუსწორე.
- ხო, დღეს ცივა..
- მეძინება,- სუსტად ამოიჩურჩულა.
- კაი,დაიძნემე,მე გავალ..- უნდა გავსულიყავი,როცა მისი ჩურჩული მომესმა.
- მეშინია..- ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი,არ მინდოდა მისი დატოვება. უკნიდან მივუწექი და მოვეხვიე. შეიშმუშნა, ჩემკენ გადმობრუნდა, თვითონ არ მომხვევია, უბრალოდ საბანში იყო შეფუთული, მეც დამაფარა და დაიძნა.ცოტახანი გავჩერდი მასთან, მაგრამ მერე მეორე ოთახში გავედი. ჩემს საწოლში დავწექი, თვალი ვერ მოვხუჭე.._________________________________________
ენაზე მწარე არაფერიაო,ხომ გაგიგიათ✌️😂
Oh Harry...😁
ESTÁS LEYENDO
Game Over H.S (დასრულებულია)
Fanfic"ბედნიერი მხოლოდ მასთან ვიყავი, სხვაგვარად მე მკვდარი ვარ!" - გარდაცვალების დრო 07:30 ფიკი დაწერილია 2017 წელს.