წერილი

697 43 13
                                    

*ორი თვის შემდეგ*
*აგრძელებს ჰარი*
როდესაც გამოვფხიზლდი საავადმყოფოში ვიყავი.წამლის სუნი ცხვირს მწვავდა,მესმოდა ქალის ქვითინი,მეცნოვოდა,თუმცა ვერ ვიხსენებდი ვინ იყო.თვალები გავახილე და ნაცნობი სახე დავინახე,დედაჩემი იყო.
- საყვარელო,- აცრემლიანებული თვალები
შეიმშრალა,შემდეგ დავინახე მისი ღიმილი.ეს ანგელოზიზსას უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანის.
- რა მოხდა..- ვთქვი ჩახლეჩილი ხმით. ყველაზე მეტად ეს კითხვა მჭამდა.
- ყველაფერი კარგადაა, ჩემო ბიჭო, ნურაფერზე ინერვიულებ,- მხოლოდ თავი დავუქნიე და ამის მერე რაც მახსოვს იყო ის,რომ მშიოდა და საჭმელი მოვითხოვე..

რამოდენიმე კვირის შემდეგ ექიმებმა გადაწყვიტეს ჩემი სახლში გაწერა.სახლში შესვლისას იმდენი  ვიღაც დამხვდა, გამიკვირდა კიდეც.ვიკითხე ისევ თუ რა მჭირდა.ჩემი წუწუნით დედა დაიღალა და მითხრა,რომ როდესაც ჩეშირისკენ მოვდიოდი სატვირთო დამეჯახა და ორი თვე კომაში ვიყავი.ცოტა რამის გახსენების შემდეგ ოთახში ავედი, დასასვენებლად.
*ხუთი თვის შემდეგ*
დრო ძალიან გაიწელა,ერთადერთი რაც მიხარია ისაა რომ ზაფხული დაიწყო.საწოლიდან წამოვიზლაზნე და აივანზე გავედი, მზის სხივი თვალებში მომხვდა,ხელი ავწიე  დასაჩრდილად, ხელზე ავარიის დროს დარჩენილი პატარ-პატარა დალურჯებები შევნიშნე.
- ჰარი, ამანათი მოგივიდა,- ქვემოდან დედამ ამომძახა,ის ყვავილებს რწყავდა. მხოლოდ გავუღიმე და ქვემოთ ჩავედი.ამანათი მომაწოდა და თან მიბრძანა საუზმე მეჭამა, გამეცინა და სამზარეულოში შევედი თან წერილი გავხსენი.
დედას მომზადებულ ბლინებს სანამ დავაგემოვნებდე იქამდე წაკითხვა გადავწყვიტე.
,,გამარჯობა, ჰარი, დიდი ხანი ვფიქრობდი შემეწუხებინე თუ
არა, მაგრამ მომენატრე და ვეღარ გავძელი,არ ვიცი, რამდენად გადარდებს ჩემი და ბავშვის ამბავი, თუმცა მინდა გითრა,რომ ერთ თვეში საკეისროს ვიკეთებ, ვინაიდან ამ წერილს ერთი თვით ადრე  გწერ,მინდა ისიც გითხრა,რომ ჩვენი გოგონა ძალიან გაიზარდა და სიარული მიჭის.მადლობა ღმერთს, ჩემი დაავადების გამო მას არაფერი ემუქრება.იცი.. მენატრები და ბოდიშს გიხდი,რომ ასე მოხდა და მეც გპატიობ იმას,რომ პირობა დაარღვიე და წახვედი,ნუ ამას რა მნიშვნელობა აქვს. არ მინდა ხასიათი გაგიფუჭო, მაგრამ ვგრძნობ, ოპერაციას ვერ გადავიტან , გთხოვ რომ ჩამოხვიდე და ერთხელ მაინც ნახო პატარა სოფია..
სიყვარულით ჰანა."
*ერთი კვირის წინ*
*აგრძელებს ჰანა*
- ხომ არ ნერვიულობ?- მკითხა ლილიმ.მხრები ავიჩეჩე ისე რომ თავი არ ამიწევია.თუ დღეს მიწერია სიკვდილი, ჩემს პატარასაც ხომ უნდა ჰქონდეს დედისგან სამახსოვრო წერილი.ჰარისთვისაც დავწერე,იმედია პატარა პრინცესას მოინახულებს ხოლმე..
- ვიწყებთ..- გაისმა ექიმის ხმა.ვერ ვგრძნობდი, მაგრამ გული აჩქარებლი მქონდა,იმის წარმოდგენაზე გაჭრილი რომ ვიყავი. მთელი შვიდი თვე არავის დავლაპარაკებივარ, ჩემი პატარის გარდა..ლიამს ვხედავდი გამჭირვალე მინის იქით, რომელიც ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა. უეცრად გავიგონე პატარას ტირილი და გული გამითბა.ექიმმა მალევე დამაკავებინა ხელში, ლიამიც შემოუშვეს.რა თქმა უნდა, ჯერ ჭრილობა არ გაუკერიათ.
- როგორ ხარ?- მკითხა ლიამმა.
- ვკვდები..- ძლივს ხმა ამოვიღე.ლიამს კი სახე წაეშალა.
- სოფია..- პატარა სოფიას სახეზე ვაკოცე,შემდეგ ექთანს გავუწოდე და ლიამს მივუბრუნდი.
- კარგად იქნები და შენ არ მოკვდები..
- ბედნიერი მხოლოდ მასთან ვიყავი,ხვაგვარად მე მკვდარი ვარ,- ვუთხარი ლიამს და თვალები დავხუჭე.
- გარდაცვალების დრო, 07:30..- ტანტჯვის დასასრული და ბედნიერების დასაწყისი, სადღაც სხვაგან, მაგრამ არა აქ,დედამიწაზე.
*დღეს*
*აგრძელებს ჰარი*
- დედა, მივდივარ..- გავძახე,ის კი გამოვარდა გიჟივით.
- სად?
- ჰანა უნდა ვნახო,- სახე შეეცვალა.
- დარწმუნებული ხარ?
- კი, დედა,- ვაკოცე ლოყაზე, ჩემი მანქანის გასაღები ავიღე და შიგნით ჩავხტი.
ამ დროის განმავლობაში როგორ არ გამხსენებია.ალბათ ასე აჯობებს,მაგრამ ბავშვს ხომ ვერ დავტოვებ..
როდესაც ქალაქში  ჩავედი ლიამის სახლთან გავაჩერე. დავაკაკუნე, კარი ლიამმა გააღო, სახე შეეცვალა ეგრევე,გაბრაზების მაგივრად დამწუხრდა.
- ჰარი..
- შეიძლება?- გაიწია, მანიშნა შევსულიყავი.
- წამოდი, ვიღაცას გაგაცნობ,- მისაღებში შემიყვანა, სადაც ლილი და სამი პატარა ბავშვი დამხვდა, ლილიმ რომ დამინახა წამოდგა, ხელში უმშვენიერესი, ყავისფერთმიანი და დიდი მწვანე თვალება ბავშვი ეკავა.
- ეს სოფიაა?- ნელა მივუახლოვდი.ლილიმ პატარა დამაკავებინა, დივანზე ჩამოვჯექი და შევხედე, იშმუშნებოდა და თალებს აცეცებდა. სიხარულისან ცრემლები წამომივიდა,ლილის ჩაცინება მომესმა და ავიხედე.
- საყვარლები ხართ..- თქვა მან, მის ხმაში კი სევდა იგრძნობოდა.
- ჰანა სად არის?- ვიკითხე,რახეც ორივეს სახე შეეცვალა, ლიამი კი ოთახიდან გავიდა.
- რა მოხდა?
- ვწუხვარ, ჰარი..ჰანამ ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა..საკეისროს გაკეთება მოუწია, ბავშვი შვიდი თვის დაიბადა..- ვერ ვიჯერებდი ლილის სიტყვებს.თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს და თავი ჩავხარე.დიდი ძალისხმევის შემდეგ როცა არ მეტირა, ცრემლები მაინც წამომივიდა, მაშინ შევწყვიტე როცა სოფიაც ატირდა. გულზე მივიხუტე და დავარწიე, მალევე დამშვიდდა.
- მისი სახელი როგორ გაიგე?
- ჰანამ წერილი გამომიგზავნა.დღეს მომივიდა.
- იცი, იმ დღის შემდეგ არავის ელაპარაკებოდა, სოფიას გარდა.ისიც მაშინ, როცა თავის ოთახში იყო..- ლილიმ რაღაცები მიამბო, შემდეგ სოფია გაიყვანა,რომ დაეძინებინა.სამზარეულოში შევედი, სადაც ლიამი იყო.
- ბოდიში,- მითხრა ხმა გაბზარულმა,- მე უბრალოდ, ძალიან სულელი ვარ..- ატირდა,- უბრალოდ...
- კაი, ლიამ..- გავაჩერე და წინ დავუჯექი.
- შეიძლება მასზე ვიზრუნო?- სოფოაზე ვკითხე,მას გაეღიმა.
- ჰო,როგორ არა, მაგრამ მარტო ვერ შეძლებ..
- დედაჩემს ვთხოვ დახმარებას,გაუხარდება კიდეც შვილიშვილი..- რა თქმა უნდა, დამთანხმდა ლიამი, სოფია იმ დღესვე გამაყოლეს სახლში. დედას დავურეკე და ვთხოვე სასწრაფოდ ჩამოსულიყო ქალაქში. მეორე დღესვე ჩამოვიდა და როდესაც პატარა სოფია ნახა,გაუხარდა და სიამოვნებით დამთანხმდა დახმარებაზე.
*ორი წლის შემდეგ*
ორი წელი გავიდა,სოფია კი უკვე დაბაჯბაჯობს.ისეთი საყვარელია ვერც კი ვშორდები.დღეს პარიზში მივფრინავთ მე და ჩემი პატარა.მინდა ახალწელს იქ შევხვდეთ, თანაც ბებიას და ბაბუასაც გაიცნობს,რომლებიც ვერ ითმენენ სოფიას ნახვას.მოკლედ წელს ჩემი ცხოვრება პარიზის ქუჩებში იბაჯბაჯებს და დიდ ბებიასა და ბაბუას თავისი საყვარელი და ამავდროულად სასაცილო ცეკვით გაამხიარულებს.
The End.
to be continued.

_________________________________________
ესეც დასრულდა..ხომ,რა თქმა უნდა,მთლად ბედნიერად არა, მაგრამ მაინც..მადლობა კიდევ ერთხელ ყველას.
სხვათაშორის ამასაც აქვს გაგრძელება,დასრულებუკიც კი მაქვს, "the game continues" ჰქვია.

Game Over H.S (დასრულებულია)Where stories live. Discover now