#ალექსანდრე#
ჩაძინებული ვიყავი როდესაც ტირილის ხმამ გამაღვიძა, მაშინვე მივხვდი რომ ეს ელენე იყო, სრაფად ავდექი და მის ოთახში შევვარდი, ეძინა და ძილში ტიროდა.
-ელე.-ვეძახდი მას, თუმცა არ იღვიძებდა, ისევ ტირილს აგრძელებდა, როგორც ჩანს შეშინებული იყო,ან კოშმარს ნახულობდა.-ელენე აქ ვარ, ნუ ტირი, გთხოვ.-ვუთხარი და თმა სახიდან გადავუწიე, მის გვერდით ჩამოვჯექი და სახეზე ვეფერებოდი, ოდნავ დმშვიდდა და ხელი ხელზე მომიჭირა.
ვერ აგიღწერთ ისე საყვარლად ეძინა, მისი სახე ყოველთვის სევდით იყო დაფარული, თუმცა დღისით იღიმოდა, ერთი შეხედვით მხიარული გოგონა ჩანდა, თუმცა მე კარგად ვიცოდი რამდენი ტკივილი იმალებოდა მის გულში, მან ხომ ოჯახი დაკარგა.
არ ვიცი რატომ, მაგრამ მივუწექი და ჩავეხუტე, თავი მის კისერში ჩავრგე, ტირილი შეწყვიტა , თვალები დავხუჭე და სიზმრებში გადავეშვი.
#ელენე#
თვალებს ვახელ და წინ ალექსანდრეს სახე მეფეთება, გაღიმებულს ძინავს, ხელი ჩემს წელზე აქვს შემოხვეული და ღრმად სუნთქავს, მისი სუნთქვა კისერზე მეცემა.
-ალექს...-მისი სახელის წარმოთქმას ვიწყებ, თუმცა ხმას ნელ-ნელა ვუდაბლებ, რადგან მინდა კიდევ ცოტახნით დავაკვირდე მის ნაკვთებს.
შავი, მუქი ფერის წამწამები, შავი თმა, მაწყვისფერი ტუჩები, ლამაზი ცხვირი და კისერი...ღმერთო, რატომ არის ასეთი სიმპათიური?!
-ჰმ....ალექსანდრე!-ხმამაღლა ვეძახი, ის კი თვალებს უფრო მაგრად ხუჭავს და თავისკენ მიზიდავს, მგონი ბალიში ვგონივარ, სულელი.
თავს უკვე უხერხულად ვგრძნობ.
-ალექსანდრე, გაიღვიძე.-ვეძახი და ამჯერად თვალებს ჭყეტს, მიყურებს და როდესაც იაზრებს მასთან საკმაოდ ახლოს ვარ ხელს მაშორებს.
-აქ რატომ წევხარ? ვინ მოგცა ამის უფლება? მანიაკო...
-ღამით ტიროდი, ალბათ კოშმარი გესიზმრა, მე კი გამშვიდებდი,მერე ჩამეძინა.-ამიხსნა მოკლედ და გვერდით გადაბრუნდა.
-ადექი რას უცდი?
-ამ დროს არ ვდგები ხოლმე და მიჭირს გამოფხიზლება.
-ცხრა საათია, ამ დროს საუზმობ.
-დღეს შაბათია.
-ოჰ.
-შეიძლება ცოტახანი ვიწვე? მანამდე იქნებ საუზმე მოამზადო, ან ყავა აჯობებს.
საკუთარ სახლში ჰგონია თავი, უსინდისო.
-შაბათობითაც ვმუშაობ?/
-კი.-მიპასუხა და ჩაიცინა.
-მართლა გეკითხები.
-კი თქო ელენე.
-კარგი ჯანდაბას, მალე ადექი.-ვუთხარი და საწოლიდან წამოვდექი, მის მზერას ვგრძნობდი, ტანსაცმელი ოთახიდან გავიტანე და მისაღებში გამოვიცვალე, მოვწესრიგდი და საუზმის კეთებას შევუდექი, როდესაც მოვრჩი ალექსანდრე ძლივს ავაგდე .
-დაგავიწყდა რომ დილით ტოსტს და ყავას მივირთმევ?-მკითხა როდესაც სუფრაზე დადებულ შემწვარ კარტოფლს დახედა.
-დაგავიწყდა რომ ჩემს სახლში ხარ?-მივუბრუნდი კითხვით.
მაგიდასთან დაჯდა და კარტოფილი გადაიღო, ვისაუზმეთ და ყავას ვსვავდით აივანზე.
-გუშინ რა დაგესიზმრა ასეთი?-მკითხა მან, თმას მაღლა ვიწევდი, კოსა შევიკარი და ყავის ფინჯანი ავიღე, მისი კითხვა უპასუხოდ დავტოვე.
-მგონი რაღაც გკითხე.
-ამ...არაფერი ისეთი.
-კარგი რა, ტიროდი.-მითხრა და ჩემსკენ მოიწია.
-ჩემი ოჯახი დამესიზმრა.-ვუთხარი და ვცადე თავი ხელში ამეყვანა.-ის საშინელი დღე, ავარია...
-მე...ძალლიან ვწუხვარ ელენე, საშინელებაა, თუმცა მჯერა რომ საკმარისად ძლიერი ხარ იმისთვის, რომ ცხოვრება კვლავ გააგრძელო, თანაც იბრძოლო შენი ბედნიერებისთვის.-მითხრა და მომეხვია, მეც შემოვხვიე ხელები და თვალები დავხუჭე, დაახლოებით ერთი წუთი ვიდექით ასე, შემდეგ კი მოვშორდი და სახლში შევედი.
შუადღეს ალექსანდრეს დაურეკეს და კონფერეციაზე წავიდა, მე კი სახლში მარტო დავრჩი, მითხრა დღეს დაისვენეო და გამანთავისუფლა, როგორც კი დრო ვიხელთე გოგონებს დავურეკე.
-როგორ ხარ ელენე? სად დაიკარგე? გირეკეთ მე და ანამ.-მითხრა სოფომ.
-ყველაფერი რიგზეა, თუ შეგიძლია ანას შეუთანხმდი და ჩემთან ამოდით რა.
-სახლში ხარ?
-კი, გამანთავისუფლა დღეს.
-ტირანი ნახე.-ჩაიცინა მან, რატომღაც არ მომეწონა ასე რომ მიმართა, მაგრამ მეც ჩავიცინე.-კარგი მოკლედ გელოდებით.-ვუთხარი და ყურმილი დავუკიდე.
დაახლოებით ნახევარ საათში გოგონები მოვიდნენ.
-ხელზე რა გჭირს?-მკითხა ანამ.
-შემოდით და მოგიყვებით.-ვუპასუხე და მისაღებში გავუძეხი ორივეს, მაგიდას მივუსხედით და მოყოლა დავიწყე.
-მოკლედ ხელი ალექსანდრესთან დავიწვი შემთხვევით, მაშინვე დატრიალდა და მაზი წამისვა, მიმხედა, შემდეგ კი სახლამდე მომიყვანა, გვიანი იყო, მთხოვა დარჩიო მაგრამ არ შემეძლო, სადარბაზოში ვიღაც ოთხ არამზადას შევეფეთე.
-რა? რაიმე ხომ არ დაგიშავეს? ვინები იყვნენ?-სოფომ კითხვები დამაყარა.
-არა საბედნიეროდ გადავურჩი, არ ვიცი რა უნდოდათ, მაგრამ აშკარად ცუდად მიფათუებდნენ ხელებს, კიდევ კარგი ალექსანდრე გამოჩნდა.
-ოჰ, ჯელტმენი ყოფილა.-თქვა ანიმ.
-აბა, ნუ იკითხავთ.-გამეცინა მე.
-ოთხივე ცემა?-იკითხა სოფომ.
-კი, ნუ მეც მივეხმარე.-ვუპასუხე მას.
-ყოჩაღთ, მერე?
-მერეალექსანდრე ჩემთან დარჩა.-ვუპასუხე ანას მოკლედ.
-რაა? რაიმე მოხდა? ანუ თქვენს შორის...
-არა გოგო, რეებს ბოდავ, არაფერი მომხდარა, უბრალოდ...ერთად გვეძინა ღამე.-ვუპასუხე თუარა მის სახეზე კაკანი დავიწყე.
-რაა? გაგიჟდი?
-არაფერი მომხდარა თქო, ღამე კოშმარი დამესიზმრა, მას კი ტირილის ხმა გაუგია და მამშვიდებდა, ნახევრად მეძინა და ისე ვტიროდი თურმე, მეე მასაც ჩაეძინა და დილით ერთად აღმოვჩნდით.
-ვაიმე, მომკალი და მაგ ბიჭს რაღაც გრძნობები აქვს შენს მიმართ, თან ფეისბუქის სტატუსი არ გახსოვს?-მკითხა სოფომ.
-ეგ ავაღებინე, ჩემი ნერვების მოშლა უნდოდა.
-ისე შეეფერებით...
-სოფო გაჩერდი, აი შენ, ნკექსები მოგიმზადე.-თეფში გავუწოდე.
-ოჰ, კარგი ხო.-ჩაიცინა და ჭამა დაიწყო.
მოკლედ დღემ ასე ჩაიარა, უკვე მოსაღამოვდა, შვიდი საათი იყო გოგონები რომ წავიდნენ, ხო მართლა, სოფო პაემანზე მიდიოდა ერთ ბიჭთან, ლუკასთან რომელიც ორი წელია დასდევს, ამასა აქვს სიმპათიები მაგრამ უარყოფდა, ახლა კი შანსი მისცა.
საღამოა, საწოლზე ვწევარ და ტელევიზორს ვუყურებ, თუმცა რარაც არ მასვენებს, კარგით ხო, ალექსანდრეზე მეფიქრება, ნეტავ რას ჭამს, ისეთი ზარმაცია არაფერს მოამზადებდა.
რაღაც გამახსენდა, ლაზანიეს პროდუქტები ვიყიდე და ზურას დავურეკე, ზურამაც არ „გამიტეხა“ და ალექსანდრეს სახლში მიმიყვანა.
-მადლობა ზურა.-გავუღიმე და სახლთან მივედი, კარზე დავაკაკუნე, ნახევრად მძინარე ალექსანდრემ ჩემს დანახვაზე თვალები დაჭყიტა.
-ჰეი.-ვუთხარი და გავიღიმე.
-აქ რა გინდა? ამ დროს...ანუ რაიმე ხდება?
-დაპირება არ გახსოვს? შენ გუშინ თქვი, რომ ლაზანიეს ერთად მოვამზადებდით.-ბავშვის სახე მივიღე რომელსაც კანფეტი არ უყიდეს.
-ოჰ! გიჟი ხარ რა, შემოდი.-მითხრა და წინ გამიძღვა.
-გაგაღვიძე?-გავეკრიჭე მას.
-კი.
-ბოდიში, ვიფიქრე გეშიებოდა თან.
-შენ ჩემზე იდარდე?
-არა მე უბრალოდ...
-კარგი,კარგი, რასაც მეტყვი გავაკეთებ და მალე მოვრცეთ ეს რაღაც ლაზანია.
-ლაზანიე.-შევუსწორე და პროდუქტები ამოვალაგე.
-ხელი როგორ გაქ?
-უკეთ, მადლობა.
-კარგია, ღუმელს აღარ გაეკარო.
თვალები ავატრიალე და საქმე შევუდექი, ალექსანდრეს ბოსტნეულის დაჭრა დავავალე წვრილ ნაჭრებად, მაგრამ უზარმაზარი ნაჭრები დამხვდა.
YOU ARE READING
კვლავ შენ💫(დასრულებული)
Romanceმოთხრობა არის 18 წლის გოგონაზე, რომელმაც 15 წლის ასაკში დიდი ტკივილი გადაიტანა მშობლების და პატარა ძმის დაკარგვის გამო.მას შემდეგ მან რთული ცხოვრება გაიარა... იმ მომენტში როდესაც გოგონას ძალიან უჭირს, მის ცხოვრებაში ისევ ჩნდება ალექსანდრე მახარაძე...