18

558 34 7
                                    


მისასახურემ ყავა შემომთავაზა, დრო მალე გავიდა, კარებში ანდრია შემოვიდა და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა.
-ელე, საყვარელო როგორ ხარ? რამ შეგაწუხა?-გადამკოცნა მაგრამ მე ურეაქციოდ ვიდექი.
-სალაპარაკო მაქვს, ცალკე გავიდეთ თუ შეიძლება.-დაიბნა და წინ გამიძღვა, მის კაბინეტში შევედით.
-აბა გისმენ, რაიმე პრობლემა გაქვს?
-შენგან ამას არ ველოდი, შეგიძლია ჩამოიხსნა მზრუნველი ბიძიას ნიღაბი.
-რას ამბობ ელენე.
-რას ვამბობ? შეგეძლო პირდაპირ გეთქვა რომ ჩემზე ზრუნვა მოგბეზრდა, რომ აღარ გინდოდა ჩემთვის დახმარების ხელი გამოგეოდა, ასეთს რას მოვითხოვდი შენგან რომ ეს გამიკეთე.
-რაზე საუბრობ, არ ვიცი.-ეტყობოდა რომ დაიბნა და ხელები აუკანკალდა.
-რაზე და შენს გეგმაზე, გინდოდა ალექსანდრეს ჩემთვის თავი შეყვარებინა და საცხოვრებლად მასთან გადავსულიყავი, ნივთივით გაგეჩუქებინე, არადა როგორ მეგონა რომ მართლა ზრუავდი ჩემზე, დაგღალა არა პასუხისმგებლობამ? რას მოვითხოვდი ასეთს შენგან, ყოველთვის ვცდილობდი ჩემით მეშოვნა ფული და შენთვის იშვიათად მომემართა, გრცხვენოდეს იმის რასაც გეგმავდი, ახლა გეგმები წყალში ჩაგეყარა, არაფრად მჭირდება შენი ერთი თეთრიც კი, ვეცდები ყველაფერი უკან დაგიბრუნო, ის ბინაც რომელშიც ვცხოვრობ და შენი წყალობით ვიშოვე.-ბოლოს თავი ვერ შევიკავე და ცრემლები წამსკდა, ვერ ვიჯერებდი რომ ახლა ბიძაჩემის წინ ასე მყარად ვიდექი.
-ამ შენათხმებაზე ალექსანდრეც თანახა იყო ელენე, ამას შენთვის ვაკეთებდი, არ მინდოდა მარტო გეცხოვრა და....
-ჩემთვის? ახლა კმაყოფილი ხარ ასეთს რომ მხედავ? გეკითხები! იცი როგორ მეტკინა გული როცა შენი და ალექსანდრეს საუბარი მოვისმინე?აღარაფერი მჭირდება შენგან! იცოდე რომ ბევრს დაკარგავ...ხო მართლა, შენი ცოლის ხელიც ხომ არ ურევია ამ შეთანხმებაში? კარგად დაფიქრდი..
-რეებს ბოდავ საერთოდ! თათია არაფერ შუაშია.
-რაღაც არამგონია, რადგან ბავშვობიდან არ ვეხატებოდი გულზე, იქნებ მან მიგაღებინა ის გადაწყვეტილება...
-გეყოს! ჩემს ცოლზე ასე ნუ საუბრობ! კმარა-მკლავში ხელი ჩამავლო დ აკაბინეტიდან გამიყვანა.
-ინანებ რომ ასე იქცევი! ბოლოს ყველაფრს დაკარგავ და ინანებ...ფულით ყველაფერს ვერ იყიდი!-ვუყვიროდი მე.
-მოკეტე! დაგავიწყდა რომ ჩემი წყალობით გაქვს ყველაფერი? ვინ გზრდიდა წლების განმავლობაში?-უცბად ხელი ასწია, უნდა გაერტყა როცა ვიღაცამ დაუჭირა, თვალეი ნელ-ნელა გავახილე და ჩემს წინ ზუკა დავინახე, მისმა დანახვამ გამახარა, თუმცა ეს სიტუაცია მაშინებდა.
-მამა!-დაუყვირა მამამისს და მკლავი დაუჭირა, მე კი მის უკან დამაყენა.
-ზუკა მაგ ქალბატონს ნუ იცავ! უმადურია...
-ასე როგორ ლაპარაკობ? ნუთუ ამ დონემდე დაეცი, ტყუილად მეგონა რომ შეიცვლებოდი ამ ორი წლის განმავლობაში...
ანდრიამ ცინიკურად ჩაიცინა, ვერ ვიჯერებდი რომ ეს ბიძაცემი იყო, ნუთუ ასე შეცვალა ფულმა.
-მეორედ არ გაბედო ელენესთან ასე მოქცევა!-დაუყვირა ზუკამ, ხელი ჩამკიდა და სახლიდან ერთად გავედით.
-ზუკა, მადლობა.-ვუთხარი და მოვეხვიე.-ძალიან მენატრებოდი.
-მეც მენატრებოდი ელე, როგორ ხარ?რა უნდოდა იმ არაკაცს?
-არამიშავს, წამოდი დავჯდეთ.-ვუთხარი და სკამისკენ ვანიშნე.
ორივე ჩამოვჯექით და მას მოკლედ მოვუყევი რაც მოხდა.
-არაკაცია, მას არ უნდა ენდო, რასაც გააკეთებს ყველას ამადლის, დედაჩემიც და ისიც ფულმა ძალიან შეცვალა.
-მე უბრალოდ არ შემეძლო არ მოვსულიყავი, გული ძალიან მეტკინა.-თვალებში ისევ ცრემლები ცამიდგა.
-მესმის შენი, დამშვიდდი, ვეცდები მვაგვარო ეგ საკითხი.
-კარგი, შენსკენ რა ხდება?
-ჩემსკენ ხდება ის რომ შეყვარებული მყავს.
-ოჰ, გვეღირსა , ვინ არის ის იღბლიანი?
-ძალიან კარგი გოგოა, საფრანგეთში გავიცანი, ისიც სასწავლებლად იყო ჩამოსული, სხვათაშორის ერთად ჩამოვედით, მერე გაგაცნობ.-მიპასუხა ზუკამ.
-კარგი, დარწმუნებული ვარ შენსავით მხიარული იქნება.
-ნუ ეგ რათქმაუნდა.
-ჰოომ, კარგი ზუკა, ახლა უნდა წავიდე, დაქალები მელოდებიან, თუ გინდა ხვალ ჩემსკენ გამოდი და ვისაუბროთ.-ვუთხარი მას.-ჰო და მადლობა.-დავაყოლე უცბად.
-მაგ მადლობისთვის ერთხელ შემომაკვდები.
-ოჰ.-ჩამეცინა.
ნიკუშა მომეხვია, დავემშვიდობე და იმ საშინელი სახლიდან წამოვედი, გოგონებმა მომწერეს კაფის მისამართი და მათთან მივედი.
-რა ქენი აბა?-მკითხა სოფომ, ყავა მოვსვი და ყველაფერი მოვუყევი მათ.
-კიდევ კარგი ზუკამ მოგისწრო.
-ჰო, მაგრამ მთავარი ეგ არ არის, ძალიან გამიკვირდა ბიძაჩემისგან ასეთი საქეციელი, თათიას თავის ჭკუაზე გადაჰყავს ქონების გამო.
-ბოდიში მაგრამ მაგ ქალს ვერ ვიტან.-მითხრა ანუკიმ.
-რა ბოდიში, მე ხომ მეხატება გულზე, ნიკუშამ რა გითხრა?
-ახლა არის მისული და არ დამირეკავს, ალბათ ელაპარაკება, საღამოს მეტყვის და შეგატყობინებ.
-კარგი.
მოკლედ კაფიდან გოგონები ჩემთან ამოვიდნენ, ორუვეს ვთხოვე ჩემთან დარჩენილიყვნენ და ასეც მოიქცნენ, სასუსნავები მოვიმარჯვეთ და რაღაცეებს ვუყურებდით, ჩვენი ძველი ფოტოებიც დავათვალიერეთ.
უცბად ანუკის ტელეფონის ხმა გავიგეთ, ანუკიმ უპასუხა, გვანიშნა რომ ნიკუშა იყო.
-ხო, რაა?-გაკვირვებული სახე მიიღო ანუკიმ და ხელი პირზე აიფარა.-კარგი, კარგი გასაგებია, ხვალამდე.-ყურმილი დაკიდა.
-რა ხდება? მშვიდობაა?-ჰკითხა სოფომ, მე უკვე გულის ცემა ამიჩქარდა, ვიცოდი რომ ეს ალექსანდრეს ეხებოდა.
-ელე, რთული იქნება ეს შენთვის, მაგრამ...
-ანუკი რაც არუდა იყოს თქვი, ნუ მაშინებ.-ვუთხარი მას და უკვე ვიგრძენი როგორ გამევსო თვალები ცრემლებით.
-ალექსანდრე შესაძლოა მალე მამა გახდეს.
-რაა?-ამას არ ველოდი.
-ვიღაც გოგოს დაურეკავს მისთვის იმ დღეს კაფეში და უთქვამს ორსულად ვარ შენგანო, ალექსანდრეც გაკვირვებულია ვერ იჯერებს.
-რას ამბობ,არა ეს...-სიტყვებს თავს ვეღარ ვუყრიდი, საპირფარეშოში შევედი და კარი ჩავიკეტე, ყველაფერი გავაანალიზე და ცრემლებმა გზა გლოყებზე გაიკვალეს.
-ელენე გააღე კარი.-მეძახდა ანუკი.
-ელე, გამოდი, გთხოვ.-სოფოც ცდილობდა გამოვეყვანე.
ბოლოს დავნებდი და კარი გავაღე, გოგონები მაშინვე ცამეხუტნენ და მათ მხარზე მომიწია ქვითინი, ყველაზე უსუსურად ვგრძნობდი თავს, საშინლად, ისევ გული მტკიოდა ,ჩემს თავს მხოლოდ ერთ კითხვას ვუსვამდი, რატომ? რატომ მემართება ყველაფერი ცუდი მე...
დაახლოებით ერთ საათში ჩამეძინა.
#ალექსანდრე#
შოკირებული ვარ იმით რაც გავიგე, არ მჯერა, ვერ ვიჯერებ რომ ორსულადაა, ეს შეუძლებელია...წარმოდგენა არ მაქვს რა გავაკეთო, გოგო მეფიცება რომ ჩემს გარდა არავისთან ყოფილა იმ პერიოდში, აღარ ვიცი რა მოვიმოქმედო, ელეენე? მას რა პასუხი გავცე, რა ვუთხრა? ...
ავდექი და მოვემზადე, ეკასთან უნდა წავსულიყავი და მენახა, მეტი დამამტკიცებელი საბუთი უნდა მოვითხოვო რომ გავიგო მართლა ჩემგან არის ორსულად თუ არა.

კვლავ შენ💫(დასრულებული)Where stories live. Discover now