-ყველამ მომისმინეთ ორი წუთით.-თქვა ხმამაღლა, ყველა მისკენ იხედებოდა, ნახევარზე მეტი ტურისტი იყო, მართალია მისი ნათქვამი არ გაუგიათ მაგრამ მაინც გაკვირვებულები უყურებდნენ.
-რა ხდება?-ვკითხე მას.
-ეს გოგო, რომელიც წინ მიზის ჩემი ბავშვობის სიყვარულია, ჩემი ცხოვრების აზრია იმ დღიდან როდესაც მე ის დავინახე, როდესაც მივხვდი რომ ძალიან შემაყვარა თავი, როდესაც ღამით ჩემს სიზმრებში იპარებოდა, როცა მისი სიცილის ხმა ყურებში ჩამესმოდა და მასზე ფიქრებში გადიოდა დღეები...მაგრამ ის არ გრძნობდა ჩემდამი იგივეს რის გამოც მე ხელი ჩავიქნიე ასე ვთქვათ, მაგრამ ჩვენ გავიზარდეთ, მე მისდამი გრძნობები კიდევ უფრო მიძლიერდებოდა, მინდოდა მხოლოდ ჩემი ყოფილიყო.
-ალექსანდრე.-გავწითლდი და თავი დავხარე,მან კი გამიღიმა და გააგრძელა.
-და აი ახლა ის ჩემს წინ ზის და იგივეს გრძნობს რასაც მე მის მიმართ, მას მე ვუყვარვარ და ყველაზე მეტად მახარებს ეს,ჩვენ უამრავი დაბრკოლება გადავლახეთ და დარწმუნებული ვარ ეს ღირდა ამად...კიდევ უამრავი ტავგადასავალი გველის ერთად და მინდა რომ მასთან ერთად ვიბრძოლო მთელი ცხოვრება, მინდა ყოველ დილით მის სახეს ვხედავდე, მინდა გვქონდეს ოჯახი... სიტყვებს ვეღარ ვუყრი თავს, უბრალოდ მინდა რომ მე მას ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დავუსვა.-ფეხზე ამაყენა, ჩემს წინ მუხლებზე დადგა და კოსტუმის ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო.-მზად ხარ მთელი ცხოვრება ჩემთან ერთად გაატარო? თანახმა ხარ ცოლად გამომყვე?
-თანახმა ვარ.-ვუთხარი და სიხარულის ცრემლებმა ჩემს ლოყებზე გაიკვალეს გზა, ამას არ ველოდი, ყოველ შემთხვევაში დღეს, აქ, ყველას თვალწინ...ყველა გაოცებული გვიყურებდა და ტაშს გვიკრავდნენ, ალექანდრემ ბეჭედი თითზე გამიკეთა და ძლიერად ჩამეხუტა, ემოციებით სავსე სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს.
კაფედან გამოვედით და სასტუმროში დავბრუნდით რადგან უკვე გვიანი იყო, ორივე ძალიან გახარებულები და ბედნიერები ვიყავით, პიცა შევუკვეთეთ და ტელევიზორთან დავსხედით, თან ჩვენს მომავალ გეგმებზე დავიწყეთ საუბარი
-რამდენი შვილი გინდა?-მკითხა ალექსანდრემ
-ორი ან სამი.-ვუპასუხე მე და გავუღიმე
-ეგ ცოტაა.
-სულაც არ არის ცოტა.
-რავი, მე ცოტა მგონია პატარავ.
-მაგაზე ფიქრი ცოტა ადრეა მგონი.-ვუთხარი მე.
-ხო, ჯერ ქორწილი უნდა დავგეგმოთ.
-მე ვიწრო წრეში მინდა.
-რა დამთხვევაა, მეც.-მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
საუბარში მის მხარზე ჩამთვლიმა.
#ალექსანდრე#
დილით ჩუმად ავდექი და ჩემს პრინცესას საუზმე საწოლში მივართვი, დღე კარგად დაიწყო, დღესაც ვაპირებდით გარეთ გასვლას და დუბაის კარგად დათვალიერებას, შუადღეს ორივე მოვემზადეთ და სასტუმროდან გავედით, ბევრი ვიარეთ, ძალიან ლამაზი ადგილები ვნახეთ და ბოლოს დუბაის მთავარ ხიდს მიადექით, უკვე საღამო იყო, ხიდი ანათებდა, ხალხი სახლებში იყვნენ შეყუჟულები, ჩვენ კი ხიდზე ვიჯექით და ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას ვუყურებდით.
-როგორ მინდოდა ჩემი ოჯახიც ჩემთან ერთად ყოფილიყვნენ როდესაც ქორწილი მექნებოდა.-თქვა ელენემ და თავი დახარა.
-მესმის...მაგრამ ისინი ზევიდან გიყურებენ და დარწმუნებული ვარ ამაყობენ შენით.
-ასე ფიქრობ?
-რათქმაუნდა.-ვუთხარი და ჩავეხუტე.
-რა მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში რომ არ გამოჩენილიყავი? გაფიქრებაც კი არ მინდა.-თქვა მან.
-ხოდა არც გაიფიქრო, მე აქ ვარ, შენს გვერდით და არასდროს დაგტოვებ რადგან ყველაზე ყველაზე მეტად მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ.-მითხრა და კისერში მაკოცა რაზეც ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
ამ დღემაც კარგად ჩაიარა, სასტუმროში ისევ გვიან დავბრუნდით.
#ელენე#
ერთი თვე გავიდა რაც დუბაიში ვართ, უკვე ყველანი ძალიან მოგვენატრნენ და გადავწყვიტეთ დავბრუნებულიყავით, ბავშვებს ჩვენს შესახებ ვუთხარით და გახარებულება უკვე მზადება დაიწყეს ქორწილისთვის, ქორწილი ოც სექტემბერს დავჯავშნეთ, დღეს კი ორი სექტემბერია.
დილით ადრე ავდექით და აეროპორტში წავედით, თვითმფრინავში ჩავსხედით და იქ ვისაუზმეთ რადგან ვერ მოვასწარით წამოსვლისას გვეჭამა.
თვითმფრინავში ახალგაზრდა წყვილი გავიცანით, ძალიან საყვარლები იყვნენ, ბევრი ვისაუბრეთ, ჩვენ-ჩვენი ამბები მოვყევით და ასე გავიდა დრო.
დაახლოებით ოთხ საათში ჩავფრინდით , აეროპორტში ბავშვები დაგვხვდნენ, მაშინვე მათკენ გავიქეცი და ყველას მაგრად ჩავეხუტე, ძალიან მენატრებოდნენ ამ დროის მანძილზე, აეროპორტიდან ყველანი ჩემი და ალექსანდრეს სახლში წავედით.
-თქვენ გაგიმარჯოთ გვრიტებო.-თქვა ნიკუშამ და უკვე მეათე ჭიქა შამპანიური დალია, ანუკი სთხოვდა მეტი აღარ დაელია მაგრამ არ ესმოდა.
შევამჩნიე რომ სოფო და ლუკა ერთმანეთს თვალს არიდებდნენ, მათ შორის რაღაც ხდებოდა.
-სოფო წამოდი სასუსნავები გამომატანინე.-ვუთხარი მას და ორივე სამზარეულოში გავედით.-ჰე, მოყევი რა ხდება.
-რა უნდა ხდებოდეს?-მკითხა მან.
-თავს ნუ ისულელებ, ვატყობ რომ ლუკასთან რაღაც ისე ვერ არის.
-ჰო, მართალი ხარ..სამი დღეა ერთმანეთს არ ველაპარაკებით.
-რაა? რატომ?
-ვიკამათეთ, იმაზე რომ ჩემი მეგობარი ბიჭი მწერს ფეისბუქზე.
-უიმე, პატარა ბავშვია? რაზე ეჭვიანობს?
-არ ვიცი, ჰკითხე.
-კარგი არ ინერვიულო, დაგელაპარაკებით ორივეს ერთად და უნდა შეგარიგოთ.-ვუთხარი მას და ჩავეხუტე.
სამზარეულოში ანა შემოვიდა.
-ძალიან მენატრებოდით გოგონებო.-ვუთხარი მათ, თან რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი და საჩუქრებიც ჩამოგიტანეთ.
-აუუ უკვე დავინტრიგდი, ხვალ შევიკრიბოთ სადმე რა.-თქვა ანუკიმ.
-ჩემთან მოდით რა.-თქვა სოფომ.-ნუ ჩემთან და ლუკასთან.(ისინიც ერთად ცხოვრობენ)
-კარგი-ვუთხარით მე და ანამ ერთდროულად.
სამზარეულოდან გავედით და შევატყეთ რომ ბიჭები უკვე დათვრნენ.
-ჩვენი გვრიტეები.-თქვა ნიკუშამ, გოგონებს ჩაგვეცინა.
-პატარავ მოდი აქ.-მითხრა ალექსანდრემ, მასთან მივედი და გვედით მივუჯექი.-ეს გოგო მალე ჩემი ცოლი გახდება, ყველაზე ბედნიერი ვარ, ყველაზე.-უთხრა ბიჭებს.
-ღმერთმა სულ ბედნიერები გამყოფოთ ბრატ.-უთხრა ლუკამ
-მე კიდევ ამ გოგოზე ვგიჟდები თვალებს რომ მიბრიალებს ახლა.-თქვა ნიკუშამ ანაზე.
-ოჰ, კარგი რა.-შეიფერა ანამ.
-ლუკა შენ რას იტყვი ძმა?-ჰკითხა ნიკუშამ მას.
-მე...მე სოფო მიყვარს, სიგიჟემდე და ვაღიარებ ეჭვიანი ვარ ამიტომ ვკინკლაობთ ხოლმე.
-ხოდა ნუ ხარ ეგეთი ეჭვიანი.-უთხრა სოფომ, ლუკამ ენა გამოუყო, შემდეგ კი ორივე ერთმანეთს ჩაეხუტნენ.
უცბად კარზე კაკუნის ხმა გაისმა, კარი გავაღე და ანდრია დავინახე „ბიძაჩემი“
----
YOU ARE READING
კვლავ შენ💫(დასრულებული)
Romanceმოთხრობა არის 18 წლის გოგონაზე, რომელმაც 15 წლის ასაკში დიდი ტკივილი გადაიტანა მშობლების და პატარა ძმის დაკარგვის გამო.მას შემდეგ მან რთული ცხოვრება გაიარა... იმ მომენტში როდესაც გოგონას ძალიან უჭირს, მის ცხოვრებაში ისევ ჩნდება ალექსანდრე მახარაძე...