#ელენე#
სახლში შევაბჯე, თითოეული მოგონება თვალწინ დამიდგა, ოთახები, ნივთები, ყველაფერი ჩემს ოჯახს მახსენებდა, მენატრებიან, სამივე ძალიან მენატრება, მათი დაკარრგვით გამოწვეულ ტკივილს ალექსანდრეს და ბიძაჩემისგან იმედგაცრუება ემატება, რატომ ვენდობოდი მათ ასე...ალექსანდრეს გეგმად ჰქონდა ჩემთვის ტავი შეეყვარებინა და შემდეგ მასთან გადავსულიყავი, ის ბიძაჩემთან იყო შეთანხმებული, ალბათ ბიძაჩემს მობეზრდა ჩემი რჩენა, ალბათ დაიღალა ჩემით...არავის აღარ შევაწუხებ, სრულიად მარტო გავართმევ თავს ყველაფერს.
სახლს ვალაგებდი როდესაც კარზე კაკუნის ხმა გავიგონე, გვიანი იყო ამიტომ შემეშინდა, კერძო სახლში მარტო პირველად ვარ, თან ირგვლივ არცთუისე ბევრი მეზობელია.
კარებს ფრთხილად მივუახლოვდი.
-რომელი ხარ?-დავიძახე თუმცა ხმა არავინ გამცა, დანა ავიღე და კარი სწრაფად გავაღე.
-მე..-კარებში ისევ ის ტიპი იდგა რომელსაც დავეჯახე, გაოცებული მიყურებდა და ეცინებდა.-ბოდიში, შეგაშინე ალბათ.-მითხრა და ჩაიცინა.
-აქ რა გინდა?
-აღმოჩნდა რომ მეზობლები ვართ, ვიფიქრე უნდა გაგვეცნო ერთანეთი.-მიპასუხა მან.
-ასეთ დროს?
-ხო, ვიფიქრე არ გეძინებოდა ჯერ, თუ ხელი შეგიშალე მე...
-არა შემოდი.-ვუთხარი და დანა სამზარეულოში დავდე, მისაღებში დივანზე ჩამოვჯექით.
-შენი სახელი?-მკითხა უცნობმა.
-ელენე, თავად?
-მე ლაშა მქვია, თქვენობით ნუ ვისაუბრებთ.
-კარგი.
-რამდენის ხარ ელენე?
-თვრამეტის.
-კარგია, მე ოცდა სამის.-ასეც ვიცოდი.
-რაიმეს ხომ არ დალევთ?
-არა მადლობა, აქ მარტო ცხოვრობ?
-გრძელი ისტორიაა, თუმცა კი, ახლა მარტო ვაპირებ რამდენიმე თვით ან კვირით ცხოვრებას, განმარტოვება მინდოდა და ამიტომ ჩამოვედი აქ.
-გასაგებია, მე კიდევ სამსახურის საქმეებზე დავრბივარ.
-რთულია.
-ხო, შენ სადმე მუშაობ? თუ სწავლობ ჯერ?
-არა, სწავლით არ ვსწავლბ, ვმუშაობდი თუმცა რაღაც მიზეზების გამო წამოვედი, პირადი მზარეული ვიყავი.
-მართლა? რას ამბობ...მე საკუთარი კაფე მაქვს აქ.
-ძალიან კარგია.
-იქნებ სამსახური გჭირდება? ანაზღაურება საკმაოდ ნორმალურია, მზარეულის ვაკანსია გვაქვს.
-მე...არ ვიცი., მერიდება ცოტათი.
-ნუ გერიდება ელენე, მინდა დაგეხმარო უბრალოდ.
-კარგი,დავფიქრდები.-ვუთხარი მას და გავუღიმე.
ლაშა მალევე გავაცილე, საკმაოდ კარგი ადამიანი ჩანს, გამიმართლა აქ ჩამოსვლის დღიდან.
სახლის ლაგებას მოვრჩი, თითოეული კუთხე მოვიარე საბოლოოდ, ჩემთვის მტკივნეული იყო მოგონებების გახსენება, თუმცა ამ ყველაფერს ვერ გავექცეოდი, ბოლოს ჩემს ოთახში შევედი, იქ სადაც ყოველ ღამით ვწვებოდით მე და დედა, დედა ზღაპარს მიკითხავდა, შემდეგ მამა შემოვიდოდა, ორივეს შუბლზე გვაკოცებდა და გვიღიმოდა.
დავწექი თუ არა ფიქრებში წავედი, ალექსანდრეს საქციელზე გული ძალიან მეტკინა, ეს არ უნდა ყოფილიყო ასე, როგორ შეეძლო ჩემთვის ამის გაკეთება.
გათენდა, ჩემს ოთახში მზის სხივებმა შემოანათეს, თვალები გავახილე და სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, ოდნავ ქარი ქროდა გარეთ, საწოლიდან წამოვდექი და მოვწესრიგდი, შავი მაისური და ყვითელი კაბა კომბინიზონი ჩავიცვი, თმები კოსად შევიკარი და სამზარეულოში ჩავირბინე, ვეცადე გუშინდელზე არ მეფიქრა, ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი როგორ მიმეღწია წარმატებისთვის და შემდეგ როგორ გამეცა საკადრისი პასუხი ბიძაჩემისთვის და ალექსანდრესთვის.
ჩაი და ბლინები გავამზადე და ტელევიზორთან დავჯექი, რაღაც ფილმი გადიოდა, ვუყურებდი და ვცდილობდი ყურადღება მასზე გადამეტანა.
მობილური ისევ გათიშული მქონდა, გადავწყვიტე სხვა ნომერი ამეღო და ასეც მოვიქეცი, შუადღეს სასეირნოდ გავედი , საჭირო პროდუქები და ნივთებიც ვიყიდე და სახლში ვბრუნდებოდი როდესაც მოიღრუბლა და წვიმა დაიწყო, სწრაფი ნაბიჯებით გავიქეცი და სახლში შევიყუჟე.
გამოვიცვალე და თბილად ჩავიცვი, გარეთ საშინელი ქარი ქროდა.
კარზე კაკუნი გაისმა, ვიფიქრე ლაშა იქნებოდა და ასეც აღმოჩნდა.
-გამარჯობა ელენე, როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-მეც.
-შემოდი.
-ხო, ცოტახნით ვარ მოსული, სამსახურიდან გამვიარე.-სახლში შემოვიდა და სკამზე დაჯდა ჩემს წინ.
-რაიმე საქმე გაქვს?-ვკითხე რადგან დანეული ჩანდა.
-გუშინდელ შემოთავაზებაზე რას ფიქრობ?
სულ დამავიწყდა,არც კი მიფიქრია...
-მე...კარგი, თანახმა ვარ.-ახლა ძალიან მჭირდებოდა სამსახური და უარი ვერ ვთქვი.
-ძალიან კარგი, გამიხარდა, მაშინ შეგიძლია ხვალიდან შეუდგე სამუშაოს, დილის ცხრიდან საღამოს რვა საათამდე მოგიწევს მუშაობა, როდესაც მოგინდება შეგიძლია შემცვლელს სთხოვო, ამის პრობლემა არ გექნება.-მითხრა და გამიღიმა.
-პირიქით მადლობა შენ.
-რას ამბობ.
ლაშა წავიდა თუ არა მობილური ჩავრთე, გამოტოვებულ ზარებს და მესიჯებს ყურადღება არ მივაქციე, გოგონები ძალიან მომენატრნენ , ლუკა და ნიკუშაც, მაგრამ არ შემიძლია მათთან კონტაქტი, ასე ალექსანდრე ისევ დაბრუნდება ჩემს ცხოვრებაში.
მომდევნო დღეს დილით მოვწესრიგდი, ლამაზად ჩავიცვი და ლაშას კაფეში წავედი სამუშაოდ, ძალიან კარგი სიტუაცია დამხვდა, შესვლისთანავე ვიღაც საკმაოდ ლამაზი გოგონა შემეფეთა, რომელსაც წინსაფარი ეკეთა, გულზე მისი სახელი ეწერა, მას ლენა ერქვა, წითური გოგონა იყო ჭორფლებით და ლამაზი ღიმილით.
-ჰეი, შენ ალბათ ახალი ხარ.-მითხრა და წინსაფარი გამომიწოდა.
-კი, მე ელენე მქვია.
-სასიამოვნოა, მე ლენა...წამოდი.-მითხრა და ხელი ჩამკიდა, დიდ სამზარეულოში შემიყვანა სადაც უამრავი ჭურჭელი, მაგიდა, ნიჟარა და მზარეული იყო.
-ვაუ.-ვთქვი და გავიღიმე.
-მუშაობა აქ მოგიწევს, ლაშამ მითხრა შენთვის ამეხსნა ყველაფერი, რაც გაინტერესებს მკითხე.-მითხრა და ისევ გამიღიმა.
-ჯერ-ჯერობით არაფერი, მადლობა.
-რა მადლობა, მე მიმტანი ვარ, შენს მომზადებულ კერძებს წავიღებ ხოლმე, დარმწუნებული ვარ გემრიელი ხელი გექნება, იმედია ერთხელ გამასინჯებ რაიმეს.
-რათქმაუნდა ლენა.
-რამდენის ხარ?
-თვრამეტის შენ?
-მეც.
-კარგია.
-კარგი შეგიძლია მუშაობას შეუდგე, აი შეკვეთა.-მითხრა და ფურცელი გამომიწოდა, „ალუბლის ნამცხვარი“-წავიკითხე და გამეღიმა, ეს ხომ ძალიან მარტივია.
-ვეცდები მალე მოვამზადო.
-დრო გაქვს, ნახევარი საათი.
-ძალიან კარგი.
-წარმატებები.
-მადლობა,ა სევე.
მუშაობა დავიწყე, ნამცხვარი გამოვაცხე და ძალიან ლამაზი გამოვიდა, წესით გემრიელიც უნდა იყოს, ლენა მოვიდა და შეკვეთა წაიღო, როდესაც მომდევნო შეკვეთისთვის დაბრუნდა გოაოცებული ჩანდა.
-კლიენტი პირდაპირ გაოცდა, მის სახეს რომ ვუყურებდი მინდოდა ის ნამცხვარი გამომეგლიჯა და მე შემეჭამა, კონპლიმეტებით აგავსო და თქვა რომ ხვალაც გამოივლიდა.
-ძალიან კარგი.-გამეღიმა და ავითლდი, გამიხარდა რომ მოეწონათ.
მოსაღამოვდა, სახლში ცოტათი ადრე წავედი რადგან შეკვეთები აღარ იყო, ლაშას ნომერი ლინამ მომცა, დავურეკე და მადლობა გადავუხადე, მითხრა რომ მადლობელი აქეთ იყო იმ კლიენტის გამო რომელმაც ჩემი ნამცვარი ადიდა.
მოკლედ საღამო იყო, მივხვდი რომ გართობა მირდებოდა, ასე სახლში ჯდომა ძალიან მოსაწყენია...
სწრაფად ავკრიბე ლენას ნომერი.
გისმენ ელე.
-ლენა, კლუბები გიყვარს?
-რაა?
-გიყვარს?
-ნუ დიდად არა, მაგრამ კარგი იქნებოდა.
-ხოდა ჩაიცვი, ტაქსით გამოგივლი ნახევარ საათში და წავიდეთ.-ვუთხარი მას.
-კარგი მაგრამ ასე უცბად რამ მოგიარა?
-რავი, თან უკეთ გაგიცნობ, ძალიან მომწყინდა სახლში.
-ოქეი.
გრძელი ტანზე მომჯდარი შავი კაბა ჩავიცვი, ფეხზე ოდნავ მაღალ ქუსლიანი შავი ფეხსაცმელები, ოდნავ მაკიაჟიც გავიკეთე და თმები გავიშალე, სუნამოც არ დამვიწყებია, ხელზე ბეჭდები გავიკეთე და ბოლოს სარკეში ჩავიხედე, „მშვენიერია“ -გავიფიქრე და სახეზე ღიმილი ავიკარი.
ტაქსი გავაჩერე და ლენას მისამართი ვუთხარი.
#ალექსანდრე#
სად ხარ ელენე, სად?! ჯანდაბა! ორი დღეა ვეძებ და ვერ ვპოულობ, ბიძამისს რომ ვუთხრა საშინელება მოხდება ისეთ ამბავს დაგვაწევს ორივეს, გაიძვერა ბიძა ჰყავს! მობეზრდა მისი რჩენა და მთხოვა მისთვის თავი შემეყვარებინა რომ ჩემთან ერთად უზრუნდველად ეცხოვრა, თუმცა მე ელენეს გამოყენება არც მიცდია ან ამის გამო თავის შეყვარება, მე ანდრიას ვატყუებდი რომ ამას ვაკეთებდი, რეალურად კი ელენეს მიმართ რაღაც გრძნობები მაქვს.
ნეტავ სად არის ახლა? ან რას აკეთებს? მანქანით დავდივარ ქუჩებში, მის მეზობლებთან, ბინის პატრონთან, მაგრამ არავინ არაფერი იცის.
ორი დღეა ყველანი გიჟებს ვგავართ, ზარებს უპასუხოდ ტოვებს, მესიჯებსაც, იქნებ რაიმე დაემართა? ოღონდაც ეგ არა! იდიოტი ვარ! გული ვატკინე...
#ელენე#
ლენაც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა თავის კაბაში, კლუბში მივედით თუ არა მძაფრი ალკოჰოლის სუნი ვიგრძენით, ბრბოში გავერიეთ და ბარმენთან მივედით.
-ჰეი, ორი ჭიქა ვისკი თუ შეიძლება.-უთხრა ელენამ.
-კლუბებში ხშირად დადიხარ?-ვკითხე მას.
-ბოლოს ჩემს „ყოფილთან“ ერთად ვიყავი, საერთოდ იშვიათად დავდივარ.
-რატომ დაშორდით?
-კრეტინი იყო, ჩემი გამოყენება უნდოდა.
-ცუდია.
-თავისი მიიღო, მამაჩემმა მიწასთან გაასწორა.
-ძალიანაც კარგი, სხვას რას მეტყვი შენზე?-თან დალევა დავიწყეთ.
-ჩემი ოჯახი ძალიან არეულია, მამა და დედა სულ კამათობენ, მგონი ერთმანეთს მხოლოდ ჩემს გამო იტანენ.
-ცუდია.
-შენს ოჯახზე რას მეტყვი?
-მე...-თვალები ამიცრემლიანდა
-ოუ , შენ რა ტირი? რაიმე ცუდად გამომივიდა?
-არაფერია, შენ ხომ არ იცი..
-რა?
-ჩემი ოჯახი, ისინი....დაიღუპნენ.
-რას ამბობ, ვწუხვარ საყვარელო.-მითხრა და მომეხვია.-თუ გინდა სხვა თემაზე გადავიდეთ.
მესამე იქა გამოვცალე მოკლე დროში.
-არა მინდა რომ იცოდე...ისიი ავარიაში დაიღუპნენ, მხოლოდ მე გადავრჩი, ჩემს ცხოვრებაში შემდეგ გამოჩნდა ერთი ტიპი, რომელმაც გული ძალიან მატკინა თავისი ქცევებით, ბიძაჩემს უაზრო გარიგებაზე დასთანხმდა, უნდოდა თავი შეეყვარებინა ჩემთვის და შემდეგ ბიძაჩემს ტვირთად აღარ დავაწვებოდი გესმის? არარაობები არიან.
-ძალიან ცუდი წარსული გქონია...
-ახლა კი მარტო ვცხოვრობ ორი დღეა, მივატოვე ყველა და წამოვედი იმ წყეული ქალქაიდან...მართალია მეგობრები მენატრებიან მაგრამ მათ მალე დავუკავშირდები.
-მესმის შენი, რთულია.
-ჰომ, შენ მეგობრები არ გყავს?
-როგორ არა, აბა ახლა წინ ვინ მიზის?
ჩამეცინა და ჭიქა მივუჭახუნე.
-ნამდვილი მეგობრის პოვნა რთულია.-თქვა და მანაც გადაჰკრა.
-ასეა.
მალე ცეკვა დავიწყეთ, კარგად ვერთობოდით, უცბად ჩვენს გვერდით ლაშა გაჩნდა.
-აქ რა გინდათ?-გვკითხა მან, შემდეგ კი მე მომაშტერდა და ტუჩზე იკბინა.
-ვერთობით თქვენ?-ჰკითხა მთვრალმა ლენამ.
-მე ახლახანს მოვედი მაგ მიზეზით, მაგრამ ვფიქრობ სახლში უნდა წაგიყვანოთ, ძალიან მთვრალები ხართ.-უპასუხა და მკლავში ჩაგვავლო ორივეს ხელი.
-ჯერ არა.-ვუთხარი მას და ხელი გავაშვებინე, ცეკვა გავაგრძელე და უაზროდ ვიცინოდი, ვგრძნობდი როგორ მეკვეთებოდა ფეხები მაგრამ სახლში არ მინდოდა.
-ელენე ნუ ჯიუტობ.-მითხრა ლაშამ.
-ეეე ტასო გაიჩითა.-ლენა ვიღაც გოგოსკენ გაიქცა.
-ელენე წავიდეთ კარგი?-მკითხა ლაშამ.
-არა, კიდევ უნდა დავლიო, აქ კარგია.
უცბად წელზე ხელი ვიგრძენი, ლაშას ხელი იყო, მისკენ მიმიზიდა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა.
-ძალიან მიმზიდველი ხარ.
-მე...მადლობა.-თავი დავხარე და მისი მკლავებისგან ვცადე განთავისუფლება.
-აქ იყავი, მალე მოვალ.-მითხრა და ბარმენისკენ წავიდა, მალე კი ორი ჭიქა სასმლით დაბრუნდა, ერთ მე გამომიწოდა, მეორე კი თვითონ დალია.
ფეხზე ძლივს ვიდექი, ჯანდაბა...აღარ უნდა დავლიო.
-ახლა წავიდეთ?-მკითხა და ხელი ჩამკიდა.
-წავიდეთ, მაგრამ ლენა...
-ლენა თავისმა ბიძაშვილმა წაიყვანა.
-კარგი.
მის მანქანაში ჩავჯექით,თვალები მეხუჭებოდა, ფანჯრის მინა ჩავწიე და მესიამოვნა ცივი ჰაერი.
არც კი ვიცი როგორ მაგრამ ცრემლები ლოყებზე ჩამომიგორდა , საკუთარ თავს ვერ ვცნობდი, გულნატკენი ვიყავი, ჩემი წარსული, ის რაც გუშინ წინ მოხდა გულს ძალიან მტკენდა, ალექსანდრე გამახსენდა, მისი ხმა, კოცნა, არც კი ვიცი რატო მენატრება, ის ხომ ამის ღირსი არ არის...
-ელენე კარგად ხარ?-მკითხა ლაშამ.
-კი.-ვუპასუხე და ცრემლები მოვიწმინდე.
-არამგონია.
-ყველაფერი რიგზეა.
-კარგი.-მითხრა და ხელი ბარძაყზე დამადო, თავი უხერხულად ვიგრძენი და ფეხი გავწიე, მისგან კი მხოლოდ ღიმილი მივიღე საპასუხოდ.
მანქანა გაჩერდა , ლაშაც გადმოვიდა და სახლში შევედით.
-მადლობა რომ მომიყვანე, შეგიძლია წახვიდე.-ვუთხარი მას.
-თუ რაიმე დაგჭირდება დამირეკე.-მითხრა და გამიღიმა.
-კარგი.-თავი დავუქნიე და კარებისკენ მივდიოდით როდესაც ისევ თავისკენ მიმიზიდა და თავის მკერდს ამაკრო , მის თვალებს შევეჩეხე , შემდეგ კი დავინახე როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე და თავი ჩემსკენ წამოსწია, ჩემს კოცნას აპირებდა.
უხეშად მოვიშორე და უკან დავიხიე.
-გადი!-ვუთხარი ხმამაღლა.
-მე..ბოდიში.-მითხრა და ჩემსკენ მოდიოდა.
-არ მომიახლოვდე, წადი.-ვუთხარი მას.
-უბრალოდ იმდენად მიმზიდველი ხარ...პირველივე ნახვიდან მომეწონე.
-რეებს ბოდავ.
-არ ვბოდავ ელენე, კარგი, ხვალ ვილაპარაკოთ პატარავ, ახლა მთვრალი ხარ.
-ასე ნუ მომმართავ და წადი!
ჩემს ყვირილზე სწრაფად გავარდა სახლიდან და წავიდა, საშინელი გრძნობა დამეუფლა, შიშის გრძნობაც კი, მის სიტყვებზე გაოგნებული ვიყავი ისევე როგორც ქმედებებზე...Vote if u like❤
YOU ARE READING
კვლავ შენ💫(დასრულებული)
Romanceმოთხრობა არის 18 წლის გოგონაზე, რომელმაც 15 წლის ასაკში დიდი ტკივილი გადაიტანა მშობლების და პატარა ძმის დაკარგვის გამო.მას შემდეგ მან რთული ცხოვრება გაიარა... იმ მომენტში როდესაც გოგონას ძალიან უჭირს, მის ცხოვრებაში ისევ ჩნდება ალექსანდრე მახარაძე...