წყლის წვეთები მეცემოდა სხეულზე, თვალები დავხუჭე და ფიქრებში წავედი, რა უნდა ჩემგან , რატომ მტკენს მისი თითოეული დაუფიქრებელი სიტყვა გულს ასე ძალიან...
შხაპის მიღების შემდეგ სასტუმროში დავბრუნდი, თავი მოვიწესრიგე და საწოლზე წამოვწექი, თვალები დახუჭული მქონდა ,მაგრამ დაძინებას ვერ ვახერხებდი.
ოთახში ანა შემოვიდა.
-ელე, აქ რა გინდა?მარტოს თან.
-არაფერია, დავიღალე უბრალოდ.
-ნამტირალევი ხარ, რა მოხდა თქვი.-მითხრა და გვერდით მომიჯდა.
-უბრალოდ დავიღალე გესმის? რადგან ჩემი უფროსია თავს ამის გამო ზედმეტის უფლებას არ უნდა აძლევდეს.
-ისევ? ამჯერად რა დაგიშავა?
-ვიღაც კაცი ამეკიდა აუზზე , მართალია მიხსნა მაგრამ კარგად დამამადლა და კახპასავით მელაპარაკებოდა, ამას არ შევარჩენ.
-ზოგჯერ მართლაც ზედმეტები მოსდის, მიხვდება იმედია თავის ეცდომას.
-არ მაინტერესებს, ხვალ აქედან მივდვარ და თუ საჭირო გახდა სამსახურსაც დავტოვებ, ჯანდაბამდეც გზა ჰქონია!
-კარგი, დამშვიდდი ახლა, თავი ხელში აიყვანე.
-ვცდლობ მაგრამ არ გამომდის.
მოსაღამოვდა, ბავშვებს გადაუწყვეტიათ ბულვარში გაგვესეირნა, სოფო და ანა ემზადებოდნენ.
-კარგი რა ელე, ახლა შენს ადგილას მაგრამ ჩავიცმევდი და იმ ალექსანდრეს ჭკუას ვასწავლიდი.-მითხრა სოფომ.
-ხო, წამოდი რა.-დააყოლა ანამ.
-ოჰ, კარგით ხო.-ვთქვი და სარკესთან მივედი, გონებაში გავიფიქრე „მოიცადე ბატონო ალექსანდრე, ისეთ ელენეს დაინახავ რომელიც ჯერ არ დაგინახავს, ინანებ შენს სიტყვებს“
გრძელი, წელში გამოვანილი, ძალიან ლამაზი სარაფანა ჩავიცვი, ფეხზე ოდნავ ქუსლიანი ფეხსაცმელი, მაკიაჟი სოფომ გამიკეთა, ვაღიარებ ძალიან ლამაზი გამოვიდა, მაკიაჟს მუქი წითელი პომადა დაამატა, თმები დავიხვიე და კულულები მხრებზე ჩამოვიყარე, შემდეგ ლამაზი ყელსაბამი გავიკეთე და ბოლოს სარკეში ჩავიხედე.
-ულამაზესი ხარ.-მითხრა ანამ.
-მადლობა გოგონებო, თქვენც ძალიან მაგრად გამოიყურებით.
-წავედით.-თქვა სოფომ და ოთახიდან გავიდა, ჩენც უკან გავყევით.
ბიჭები სასტუმროს წინ გველოდებოდნენ, ალექსანდრე ჩემი დანახვისთანავე გაშტერდა, ახლა ნახოს როგორია გაცეცხლებული ელენე, მას ჰგონია ერთი გულუბრყვილო გოგონა ვარ, მაგრამ ასე არაა.
ლუკამ სოფოს გაუწოდა ხელი, ისინი წინ წავიდნენ, ნიკუშა ანის გაუძღვა, ალექანდრე კი იდგა თავისთვს, წინ გავიჭერი, მის მწველ მზერას ვგრძნობ დი.
-სად მივიდვართ?-იკითხა ანამ.
-რესტორანში, აქვეა.-უპასხა ნიკუშამ და გაუღიმა, ეს ორი ძალიან საყვარლები არიან, ისევე როგორც ლუკა და სოფო.
რესტორანში დაახლოებით ათ წუთში მივედით, ერთ მაგიდას მივუსხედით, ჩემს მარჯვნივ ანა იჯდა, მარცხნივ კი ალექსანდრე.
ვახშმობა დავიწყეთ, ვჭამდი და ან ალექსანდრესკენ ვაპარებდი მზერას, ის კი თვალს მარიდებდა, როდესაც ვივახშმეთ სანაპიროზე წავედით.
-მოდით დავჯდეთ სადმე და სთუმო ვითამაშოთ.-თქვა ლუკამ.
-კარგი აზრია.-დაეთანხმა ნიკა.
ზღვის ნაპირას, წრეზე დავჯექით და შუაში ბოთლი დავდეთ, ბოთლი დავატრიალე , ანაზე და ლუკაზე გაჩერდა.
-ანა სიმართლე თუ მოქმედება?-ჰკითხა ლუკამ.
-სიმართლე.
-ვინმე მოგწონს ამჟამად?
-ამ..მე, არა.-უპასუხა დებნეულმა და ნიკუშას გახედა, ფაქტია ნიკუშა მოსწონს.
-კარგი.-ჩაიცინა ლუკამ
ლუკას მოუწია სოფოსთვის ეკოცნა, ნიკუშამ სოფოს კითხვას თუ რამდენი შეყარებული ჰყავდა პასუხი მოკლედ გასცა: არცერთი, სოფო კი მუხლებამდე შევიდა ზღვაში.
-ალექსანდრე ს თუ მ?-ჰკითხა ანამ მას.
-მოქმედება.
-შენს გვერდით მჯდომს ხუთი წუთით ჩაჰკიდე ხელი და ისე იჯექი.-უთხრა ანამ, ამ გოგოს მოვკლავ , რა უთხრა ახლა...თვალები ავატრიალე.
ალექსანდრემ ჩემი ხელი თავის ხელში მოიქცია და კალთაზე დაიდო, თვალებში შემომხედა და გამიღიმა, ეშმაკური ღიმილი იყო.
-კარგით მომბეზრდა, ახლა ამის პატრონმა რა ქნას ვითამაშოთ.-თქვა სოფომ.
-კარგი სიხარულო.-დაეთანხმა ლუკა.
ყველამ ჩვენ ჩვენი პატარა ნივთები ჩავაგდეთ ნიკუშას ქუდში, მე ჩემი ყელსაბამი ჩავაგდე, ალექსანდრემ სამაჯური.
ანამ თვალები დახუჭა და ქუდიდან ალექსანდრეს სამაჯური ამოჰყვა.
-ამის პარტონმა გვერდზე მჯდომთან ერთად დაიძინოს დღეს.-თქვა და გაიცინა, თვალები გაახილა და პირზე ხელი აიფარა, მკვლელი მზერით გავხედე, ნამდვილად შემომაკვდება, არ მინდა ამ ტირანთან ერთად ღამის გატარება, თან ერთ ოთახში.
-ოჰოო, ესეიგი ჩვენი ადგილებიც შეიცვლება, ჩვენ ხომ ორი ოთახი გვაქვს სულ.-თქვა ლუკამ.
-ამ მოქმედებას არ შევასრულებ.-ვთქვი მე.
-მოქმედება ალექსანდრესია.
ალექსანდრეს გავხედე, მან თვალი ჩამიკრა და ისევ ეს ეშმაკური ღიმილი...ის აპირებს ამ მოქმედების შესრულებას, იმედია არა.
ჩვენი ხელები ისევ ერთმანეთში იყო ახლართული, რაც ათი წუთის შმდეგ შევამჩნიე, ხელი გავუშვი და წამოვდექი.
თამაშს მოვრჩით, დასაძნელბლად მივდიოდით როდესაც ნიკუშამ ალექსანდრეს მოქმედება შეგვახსენა.
-მოკლედ ასე გადავნაწილდეთ,-დაიწყო ნიკუშამ.-მე და ლუკას ანას და სოფოს ოთახში მოგვიწევს დაძინება, ნუ რათქმაუნდა ერთ საწოლზე დავწვებით.-თქვა მან.
-კარგით იყოს ეგრე.-თქვ ანამ და თვალები აატრიალა.
-ანა მოგკლავ.-ჩავჩურჩულე მას.
-რა გინდა? ბოდიშს მოგიხდის, აი ნახე.-მითხრა და მხარი გამკრა.
-სულელო.
-მოკეტე.
-აბა წავედით?-მკითხა ალექსანდრემ, ამოვიხვნეშე და უკან გავყევი.
ზღვის ნაპირს მივყვებოდით, უცბად გენიალური აზრი დამებადა, ალექსანდრეს ხელი ვკარი, მინდოდა ზღვაში ჩამეგდო, მაგრამ მკლავშ მწვდა და მეც ზღვაში ცამითრია, ხელები წელზე მომხვია და თავის მკერდზე მიმიკრა.
-ჩემთან თამაშს არ გირჩევ პატარავ.-მითხრა და გამიღიმა.
-იდიოტი ხარ, რატომ არ თქვი უარი მოქმედებაზე?
-რადგან ბევრი სალაპარაკო გვაქვს, შენ კი ყოველთვის გარბიხარ...
-არაფერი მაქვს შენთან სალაპარაკო.-ვუთხარი და წყლიდან ამოვედი, თმა გავიწურე, კაბა გავისწორე და სასტუმროსკენ წავედი.
-უნდა გადავივლო.-ვუთხარი ალექსანდრეს და ჩემი ნომრისკენ ავიღე გეზი.
-მანდ დანარჩენები არიან, ალბათ უკვე სძნავთ, ნუ შეაწუხებ.
-ჯანდაბა.
-ჩემს ნომერშიცაა აბაზანა, გარეთ დაგელოდები თუ ჩემი გრცხვენია.
-კარგი იქნება.
მს ნომერში შევედით, ტანსაცმელი არ მქონდა, ამიტომ მომიწია ალექსანდრესგან მეთხოვა.
-აიღე.-მითხრა და თავისი სპორტულები გამომიწოდა, ვკანკალებდი ისე მციოდა, წყალი ცივი იყო.
ორივე გალუმპულები ვიყავით, მაგრამ აბაზანაში პირველი მე შევედი, კარის საკეტი გაფუჭებული აღმოჩნდა, კარი მყარად მივხურე და ალექსანდრე გავაფრთხილე არ შმოსულიყო, გავიხადე და კაბინაში შევედი, კაბინის კარი დავკეტე და შხაპის მიღება დავიწყე, ქვიშა სხეუად ჩამოვიშორე.
-მალე გამოხვალ? რიგში ვდგავარ.-მომესმა ალექსანდრეს ხმა.
-ცოტა ხანით მოითმინე.-გავძახე და ჩემთვის ჩავიცინე.
შხაპის მიღებას თითქმის მოვრჩი როდესაც შუქი ჩაქვრა.
- რა ჯანდაბაა!-დავიკივლე და შევხტი.
-დამშვიდდი უბრალოდ შუქი წავიდა, ტელეფონი გაქვს? ფანარი რომ აანთო.-დამიძახა ალექსანდრემ.
-არა.-გავძახე მე.
-შემოვდივარ, რაიმე მოიფარე.
-დაიცადე ჯერ არ შემოხვიდე.-ვცადე პირსახოცი მომეძებნა, ნხევარი სხეული დავიფარე.
-ახლა შემოვიდე?
-ჰო.
კარი გააღო და ტელეფონის ფანრით შემოვიდა აბაზანაში, მომიახლოვდა და ხელი წელზე მომხვია.
-გაგიყვან.-მითხრა და ფრთხილად გავედით სააბაზანოდან,ჩემი მობილურის ფანარი ოთახში გავანათე, ისევ მის თვალებში ვიძირებოდი, რა მემართება, ძლივს გამოვფხიზლდი და გვერდით გავიხედე, ალექსანდრემ შემათვალიერა და ტუჩები გაილოკა.
-გადი, უნდა გამოვიცვალო.
-კარგი, სააბაზანოში შევალ, შენ კი არ დაიძინო, მალე გამოვალ.
პიჟამოები არ მქონდა, ალექსანდრეს კარადაში მომიხდა ქექვა, მოკლე შორტები და უმკლავო მაისური ავიღე და ჩავიცვი, თმებს ვერ გავიშრობდი ფენით, ასერომ პირსახოცით შევიმშრალე და საწოლში შევწექი, ვცდილობდი არ დამეძინა, მაგრამ თვალები მიმეხუჭა.
#ალექსანდრე#
სააბაზანოდან დაახლოებით ათ წუთში გამოვედი, ხომ ვთხოვე არ დაეძინა, მას კი ჩასძინებია, ჩემი ტანსაცმელი აცვია და საყვარლად სძინავს, მასთან საუბარი მინდოდა...არ მინდა გავაღვიძო.
მივუახლოვდი და თმები სახიდან გადავუწიე, მისი სურნელი შევიგრძენი, ეს სუნი არასდროს დამავიწყდება.
-მე...ჩამძინებია.-თვალები გაახლა და თავი წამოწია, თავები ერთმანეთს მივარტყით.-აუჩ!-დაიყვირა და თავზე ხელი დაიდო.
-ძალიან გეკინა? ბოდიში..მე უბრალოდ...
-სულელი ხარ უბრალოდ.-მითხრა და გვერდით გადაბრუნდა, უცბად ორივეს ჩაგვეცინა და ერთანეთს შევხედეთ, ფანარი ჩვენს შუაში დავდეთ.
-რაზე გინდოდა ლაპარაკი?-მკითხა მან.
-გუშინდელზე და არამარტო გუშინდელზე, ზოგადად ჩემს შენდამი დამოკიდებულებაზე ელენე.-ვუპასუხე და საწოლზე წამოვჯექი.
-იქნებ მაისური ჩაიცვა?
-ღამით ეგ მაისური მაცვია ხოლმე, დანარჩენები სქელია.-ვუთხარი და ჩემს მაისურზე ვანიშნე, რომელიც თავის სხეულზე იყო.
-დაგიბრუნდებდი მაგრამ შიშველი ვერ ვიქნები.-მითხრა ელენემ.
-ხო, ასერომ ისევ მე მომიწევს შიშველს ძილი, რატომ ხარ სეთი კონპლექსიანი, ზღვაზე არასდროს გინახავს ბიჭის შიშველი სხეული?
-კი, მაგრამ ის ჩემთან ერთად საწოლში არ ყოფილა.
-ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ.-ვუთხარი და ჩავიღიმე.
-სულაც არ მეშინია.-მითხრა და საბანი გადაიფარა.
-შეყვარებული არასდროს გყოლია?
-არა, შენ არ გკითხავ.-მიპასუხა მან.
-მეც არ მყოლია, იყვნენ გოგონები რომლებთანაც მხოლოდ ერთი ღამით ვიყავი, ხომ ხვდები.
-მექალთანე ხარ ანუ.
-შეიძლება, მიზიდავს გოგონები, მაგრამ სიყვარულით...-წინადადება აღარ დაასრულა.-ხომ ხვდები.-მითხრა მან.
-ხო, სხვა თუ არაფერი გაქვს სათქმელი დავიძინებ აკრგი?-მკითხა მან.
#ელენე#
-არა, მაქვს... მოკლედ გუშინდელის გამო ბოდიში მინდა მოგიხადო ელე, ზედმეტი მომივიდა, არ მინდა ჩემზე ცუდი შთაბეჭდილება გქონდეს, შენს მიმართ ცუდად არ ვარ განწყობილი, იმედია ასე არ ფიქრობ.-მითხრა მან.
-არ ვიცი, ასეა? ზოგჯერ იმდენად უხეში ხარ ჩემს მიმართ...
-არ ვიცი ასე რატომ ხდება, რთული ხასიათები მაქვს ხოლმე.
-კარგი, გასაგებია-.-ვუთხარი და საწოლში შევწექი.
-ანუ მაპატიე?
-მიპატიებია ბატონო ალექსანდრე.-ვუპასუხე და თვალები დავხუჭე, შემდეგ კი ისიც დაწვა და ჩემსკენ გადმობრუნდა.
-იცოდე ამ მხარეს არ გადმოცდე.-ჩვენს შორის ბალიში ჩავდე.
-ოჰ, კარგი.-მითხრა და ჩაიცინა.
-სასაცილო არაფერია.
-ხო, არ არის, ძილინებისა ტკბილო.-მითხრა მან.
-ტკბილო? გაიმეორე როგორ მომმართე?
-ტკბილო თქო.
-მეორედ ასე დამიძახებ და ჩემს თავზე არ ვაგებ პასუხს.-გნაგლურად გავუღიმე და საბანი ჩემსკენ მოვქაჩე, რადგან გარეთ ციოდა, წვიმის წვეთები ფანჯრებს ეცემოდა.
-ბოდიში თუ არ გესიამოვნა, ყველა გოგოს სიამოვნებს ასე მიმართვა, მითუმეტე ჩემგან.
„დიდი ვინმე რომ ჰგონია თავისი თავი“-გავიფიქრე და მისკენ შევტრიალდი, მასთან ძალიან ახლოს აღმოვჩნდი, იმდენად რომ ჩვენი ცხვირები ერთმანეთს მიედო, თვალებში ჩამხედა, შემდეგ კი მზერა ტუჩებზე გადაიტანა.
-მე ყველა გოგო არ ვარ, შენი იაფფასიანი ნაშებისგან განვსხვავდები.-ვუთხარი და თვალები დავხუჭე.
„საიდან ამდენი სიმამაცე ელენე“-ჩემი თავის მიკვირდა.
ხმა ვეღარ ამოიღო და გვერდით გადაბრუნდა.
-ალბათ.-თქვა ხმადბლა, მს სიტყვას ყურადღება აღარ მივაქციე, დავუმტკიცებ რომ ცდება.
______
ესეც მეათე თავი, დღეს 3 დავამატე, ვეცდები უფრო გავვაქტიურდე🤍❤
YOU ARE READING
კვლავ შენ💫(დასრულებული)
Romanceმოთხრობა არის 18 წლის გოგონაზე, რომელმაც 15 წლის ასაკში დიდი ტკივილი გადაიტანა მშობლების და პატარა ძმის დაკარგვის გამო.მას შემდეგ მან რთული ცხოვრება გაიარა... იმ მომენტში როდესაც გოგონას ძალიან უჭირს, მის ცხოვრებაში ისევ ჩნდება ალექსანდრე მახარაძე...