ეკას მოწერილ მისამართზე მივედი, მომეხვია, თუმცა მე ერთ ადგილას ვიდექი, შემდეგ კი მის პირისპირ დავჯექი და ძლივს მოვუყარე აზრებს თავი.
-მე...არ ვიცი რა უნდა ვთქვა, უბრალოდ მჭირდება რომ დამიმტკიცო, მჭირდება ზუსტად ვიცოდე ვარ თუ არა მაგ ბავშვის მამა.
-როგორ არ გჯერა?შენს გარდა არავისთან...
-გავიგე, მაგრამ ...ღმერთო, არ ვიცი.
-კარგი მამა იქნები.-მითხრა და გამიღიმა.
-შენ მზად ხარ დედობისთვის? მე...მე ბავშვს არაფერს მოვაკლებ მაგრამ ცოლად მოყვანას ვერ დაგპირდები.
-მე...დედობა ცოტა რთულია მაგრამ გავუძღვები ამ საქმეს, მაგრამ ცოლად თუ არ მომიყვან ასე როგორ.
-ცოლად ვერ მოგიყვან ეკა! გაიგე ეს...მე სხვა მიყვარს, ჩემი გული სხვას ეკუთვნის.
-და იმ სხვას უყვარხარ?-ამ კითხვაზე დავფიქრდი, თუმცა მალევე ვუპასუხე: -კი.
ეკამ თავი ხელებში ჩარგო.
-მე აბორტს არ გავიკეთებ.
-ამას არც გთხოვ, მესმის რომ ეგ მარტივი არ არის.
-მაგრამ ბავშვს ხომ ოჯახი სჭირდება, მამა სჭირდება.
-მას არაფერი მოაკლდება და საერთოდ ჯერ რაზეა საუბარი, დეენემის ანალიზი მინდა, ხვალვე.
-რაა?
-რაც გაიგე, ხვალ ექიმთან წავალთ და დეენემის ანალიზს გაიკეთებ.
-მე...
-უარი არ მიიღება, ახლა კი უნდა წავიდე, თავს მიხედე, თუ რაიმე დაგჭირდება დამირეკე.-ვუთხარი და მანქანაში სწრაფად ჩავჯექი, გამწარებულმა საჭეს მუშტი დავარტყი, შემდეგ კი სწრაფი სიჩქარით მივედი სახლამდე.
საღამოს ელენეს ვწერდი, მთელი დღეა არ გამხსენებია, ვერ მოვიცალე რომ მიმეწერა.
„როგორ ხარ?“-მივწერე მას.
„არც კი ვიცი...ხო მართლა, გილოცავ, მალე მამა გახდები.“-მომწერა მან.
„თავადაც შოკში ვარ, ვერ ვიჯერებ...ხვალ უნდა წავიყვანო ის გოგო საავადმყოფოში, ანალიზები უნდა ჩავატარებინო რომ ზუსტად ვიცოდე მეკუთვნის თუ არა ის ბავშვი მე.
„ყოველ შემთხვევაში ბედნიერებას გისურვებ, მთელი გულით.“
„კარგი რა ელენე, მშვენივრად იცი რომ შენს გარდა არავინ მინდა...არავინ.“
„უნდა დავიძინო, ხვალამდე“
„ტკბილი ძილი, არ ინერვიულო პატარავ, მე არ მჯერა იმის რომ ის ბავშვი ჩემგან ჰყავს“-მივწერე მას, პასუხი აღარ მოუწერია ისე გავიდა საიტიდან.
#ელენე#
გავიღვიძე თუარა ავდექი, საათს დავხედე, საკმაოდ ადრე იყო, მთელი ღამე არ მიძინია ნორმალურად, ახლა კი მთელი დღე საშინლად ვიქნები.
განმარტოება და ამ ადგილიდან წასვლა მჭირდებოდა, სპორტული შარვალი, ტოპი და კედები ჩავიცვი და ეზოში გავედი სარბენად, ყურსასმენებიც მოვიმარჯვე.
ცოტა ხანი დავრბოდი, შემდეგ კი სკვერში ჩამოვჯექი დასასვენებლად, ჩემს წინ უამრავი ბავშვი და მშობელი იყო, უცბად წარმოვიდგინე ალექსანდრე მამის ამპულაში, ალბათ ძალიან საყვარელი და კეთილი მამა იქნება, მართლა ბედნიერებას ვუსურვებ უბრალოდ ჩემთვის ეს მარტივი არ არის...
დაახლოებით ოც წუთში სახლში ავედი, შხაპი მივიღე, შემდეგ კი ლურჯი ჯინსის შარვალი, თეთრი მაისური, თეთრი კედები ჩავიცვი და ზუკას დავურეკე.
-როგორ ხარ?-ვკითხე მას.
-რავი კარგად შენ?სად დამეკარგე...
-რავი ვეღარ დაგირეკე.
-გცალია ახლა?
-კი რავი.
-სადმე კაფეში წავიდეთ თუ გინდა, ვისაუბროთ და გავიხსენოთ ძველი ამბები.
-კარგი, არ არის პრობლემა.
-თიკოსაც წამოვიყვანდი, ჩემს შეყვარებულს,მაგრამ ახლა უნივერსიტეტშია და.
-არაუშავს სხვა დროს გამაცანი.
-კარგი, შენი მისამართი მომწერე და სადმე შენსკენ დავჯდეთ.
-ოკ.
ზუკა დაახლოებით ნახევარ საათში ჩემი კორპუსის წინ გაჩნდა, მისი დანახვისას ქვევით ჩავედი, გადავკოცნე და ერთ-ერთ კაფეში დავჯექით იქვე, ყავა და კრუასაები შევუკვეთეთ.
-აბა რა ხდება ახალი? -მკითხა მან.
-რავი, ბევრი რამ...რაც წახვედი ძალიან ბევრი რამ მოხდა.
-მაინც რა?
-ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდა ბიჭი, რომლის მიმართ რაღაც გრძნობები მაქვს,მაგრამ...
-მაგრამ? მას არ აქვს იგივე გრძნობები?
-არა ,არა, მას ვუყვარვარ.
-მაგას რა ჯობია.
-ხო,მაგრამ ასე მარტივად არ არის საქმე...მან ძალიან მატკინა გული, თავისი ქცევებით.
-რა ჩაიდინა?
ზუკას თითქმის ყველაფერი ვუამბე.
-მამაჩემის ბრალია, თორემ ეგ ბიჭი არამგონია ცუდი ტიპი იყოს, უბრალოდ შეიძლება იმდენად უყვარხარ რომ უარი ვერ თქვა მაგ შეთანხმებაზე.
-უფ კარგი რა, მარტო ეგეც არ არის, ის მალე მამა გახდება.
-რაა?-ზუკამ თვალები გააფართოვა.
-დამშვიდდი.-ჩამეცინა მე.-სხვა ელოდება მისგან ბავშვს.
-კიმაგრამ ...
-ნუ ზუსტად არ იცის, იმ გოგომ უთხრა ასე, დღეს მიდიან ანალიზებზე.
-ვაჰ, იმედია არ იქნება ის ბავშვი ალექსანდრესი.
-იმედია.
-ელენე შენ ის გიყვარს.-მითხრა ზუკამ.
-ვითომ?
-მართლა...მასზე რომ საუბრობ წითლდები, გეღიმება, მან ასე გატკინა გული მაგრამ მაინც არ არის შენთვის სულერთი.
-ეჰ, რავიცი...კარგი შენსკენ რა ხდება?
#ალექსანდრე#
დილის ცხრა საათზე ავდექი, მოვწესრიგდი და ეკას დავურეკე, არ მპასუხობდა ამიტომ პირდაპირ სახლში დავადექი, ცუდად გამოიყურებოდა.
-რა გჭირს? ან ტელეფონზე რატომ არ მპასუხობ?-ვკითხე და სახლში შევედი.
-ღებინება...ბუნებრივია.
-საავადმყოფოში უნდა წავიდეთ, მოემზადე.
-რაა? არ შემი...
-ეკა! ნუ მაიძულებ ეს ძალით გავაკეთო, მე უნდა დავრწმუნდე იმაში რომ ეს ბავშვი მე მეკუთვნის გესმის?
ბოლოს დავითანხმე და საავადმყფოში მივედით, რამდენიმე ანალიზი გაუკეთეს და გვითხრეს რომ პასუხები საღამოს იქნებოდა, სახლში დავტოვე, პროდუქტებიც ვუყიდე და იქედან წამოვედი, გადავწყვიტე ელენესთან წავსულიყავი, ძალიან მომენატრა, სიგიჟემდე, როგორ მინდა ყველაფერი მოგვარდეს.
მისი სახლისკენ მივდიოდი როდესაც კაფეში შევამჩნიე ვიღაც ბიჭთან ერთად, საუბრობდნენ და ერთმანეთს უღიმოდნენ, ბოლოს ერთმანეთი გადაკოცნეს, ის ბიჭი წავიდა, ელენე კი სახლისკენ მიდიოდა როდესაც მანქანით დავეწიე.
-ელენე.-დავუძახე მას.
-ალექსანდრე?
-ჩაჯექი.-კარი გავუღე.
-არ მცალია, სახლში მივდივარ.
-მიგიყვან, ჩაჯექი ახლა.
-ოჰ, კარგი.
-ის ტიპი ვინ იყო?
-ვინ ზუკა?
-ხო, ზუკა ვინ იყო?
-დამშვიდდი, ყველა ძარღვი დაჭიმული გაქვს.
-მიპასუხე, ჩემს მოთმინებას ნუ სცდი.
-რა ქენით საავადმყოფოში?
-ელენე!
-ჯანდაბა ჩემი ბიძაშვილი იყო, კმაყოფილი ხარ?
-ხომ შეგეძლო უბრალოდ გეპასუხა..
-შენ არ უნდა აკონტროლებდე ვისთან ერთად სად გავივლი და საერთოდაც...-წინადადების დასრულება აღარ ვაცადე, ჩვენი ტუჩები შევაერთე.
ცოტა ხანი ამყვა, მაგრამ მალე მომშორდა.
-ეს შეცდომაა.
-არ არის, ხომ იცი რომ ჩემთვსი სულერთი არ ხარ, რომ სხვა გოგონებისგან ძალიან გასხვავებ ელენე, ხომ იცი რომ მიყვარხარ...
-მე...უნდა წავიდე.-მანქანიდან აპირებდა გადასვლას როდესაც ხელი მკკავში ცავავლე და ისევ მანქანაში დავაბრუნე, კარი ჩავკეტე.
-რას აკეთებ? გააღე.-მითხრა და კარის გაღება სცადა.
-ჩემთან მივდივართ, შენი მომზადებული ვახშამი მომენატრა.-ვუთხარი და მანქანა დავძარი.
-სულ გაგიჟდი.
-კი, ეგრეა.
YOU ARE READING
კვლავ შენ💫(დასრულებული)
Romanceმოთხრობა არის 18 წლის გოგონაზე, რომელმაც 15 წლის ასაკში დიდი ტკივილი გადაიტანა მშობლების და პატარა ძმის დაკარგვის გამო.მას შემდეგ მან რთული ცხოვრება გაიარა... იმ მომენტში როდესაც გოგონას ძალიან უჭირს, მის ცხოვრებაში ისევ ჩნდება ალექსანდრე მახარაძე...