still you 💛
თავი 6
-ეს რა არის? წვრილად მეთქი....
-დამიწყნარდი გოგონავ, საღამოს რვა საათია, გამაღვიძე, ლაზანიეს ვაკეთებთ და კდიდევ შენიშვნებს მაძლევ?
-კარგი ჯანდაბას, მე დავჭრი მერე.-ვუთხარი მას.
#ალექსანდრე#
ისეთი ბავშვური იყო, ისეთი საყვარელი უარს ვერაფერზე ეტყოდი, ახლაც კი, როცა მსაყვადურობს ძალიან მინდა ჩავეხუტო, მაგრამ ვიცი ამის საშუალებას არ მომცემს.
-კარგი აი, ასე დავჭრა?-ვკითხე მას, თვალები გაუბრწყინდა და გამიღიმა.
-ჰო.
მოკლედ ეს რაღაც ბოსტნეული დავჭერით, შემდეგ ცომის ფენებს შორის ხორცი და ბოსტნეული მოვათავსეთ და ყველაფერი ღუმელში შევდეთ.
-ესეც ასე, ოც წუთში მზად იქნება.-თქვა და დივანზე ჩამოჯდა.
-მე გამოვიღებ მერე.
-ჰო,კარგი.
-ეჰ.-დავამთქნარე და ავტომატურად თავი მხარზე ჩამოვადე, ის კი გაიწია და დივანზე დავეხეთქე.
-სულელო.-ვუთხარი მას.
-სულელი შენ ხარ, რას მოვდიოდი.
-ნანობ საყვარელო?
-საყვარელოს ნუ მეძახი, ვნანობ კი, არუნდა გამეღვიძებინე.
-კარგი რა ელე, გეხუმრები ხომ იცი.
#ელენე#
მან მე „ელე“ დამიძახა, გულმა ფეთქვა სწრაფად დაიწყო, გაჩერდი გულო! არაფერი ხდება ისეთი, ელეს ხომ სოფოც მეძახის.
-მზად იქნება უკვე.-ვთქვი და წამოვდექი, ალექსანდრემ გამასწრო და ღუმელიდან თვითონ გამოიღო კერძი.
-მმმ, რა კარგი სუნი აქვს.-ვთქვი და თვალები დავხუჭ.
-იმედია გემოც.-თქვა ალექსანდრემ და მაგიდაზე დადო, ლაზანიე დავჭერი და ორ თეფშზე დავდე, ერთი თეფში მას გავუწოდე და მეც დავჯექი მაგიდასთან.
-ხელით ვჭამო?-მკითხა და ჩანგალი აიღო.
-ღმერთო ამის პრეტენზიები...-ჩავილაპარაკე ჩემთვის.
-ჰო აბა, ჩემი პრეტენზიები.
-ჭამე რა.
-ვჭამ ლამაზო.
-ვიცი რომ ლამაზი ვარ.
-კარგია თუ იცი, ისე სახლში როგორი სარკე გაქვს? ყველას ლამაზს აჩენს?-მკითხა დაირონიულად გაიღიმა.
-რეალურად როგორიც ვარ ისეთს.
-რაღაც არამგონია.
ჩემს თეფშს დავხედე, უკვე მომეწკიალებინა.
-მე წავედი.-ვუთხარი და ავდექი.
-დაიცადე,გეწყინა?
-არა, ვჭამე უკვე, გემრიელად მიირთვი, ხვალამდე.-მივაძახე და სახლიდან გავედი.
-ელენე მოიცადე.
-ზურას უკვე დავურეკე.
-ოჰ ღმერთო, კარგი.-მითხრა და კარი მომიხურა.
იდიოტი! როგორ ბედავს...
ზურა მალევე მოვიდა და სახლამდე მიმიყვანა, სადარბაზოშიც მიმაცილა ალექსანდრეს დავალებით, მადლობა გადავუხადე და სახლში ავედი, შესვლისთანავე ოთახში შევედი და საწოლზე გავიშხლართე, თვალეი მიმეხუჭა.
#ალექსანდრე#
ღმერთო რა სულელი ვარ, მგონი ეწყინა რაც ვუთხაი, ვერც კი ვიაზრებ ისე ვტკენ გულს ჩემი დაუფიქრებელი სიტყვებით, არ ვიცი რა მემართება როცა მას ვხედავ, ასეთი რამ არცერთი გოგოს მიმართ არ დამმართნია, ის მაბნევს, მისი ყურებისას თავიდან ფეხებამდე ვკანკალებ, გულს ბაგა-ბუგი გაუდის...
დილით სასიამოვნო სურნელი მაღვიძებს, საათს დავხედე და თერთმეტი იყო, დღეს კვირაა, კომპანიაში ცოტა საქმე მაქვს, საღამოს კლუბში მინდა წასვლა, თუმცა არ ვიცი ვისთან ერთად წავიდე, ისევ სესილი არ ამეკიდოს მთავარია, ის „შემეტენე“ გოგო.
უცბად ამოვიცვი შოტები, წითელი მაისური და ქვევით ჩავედი, ელენე სამზაეულოში ტრიალებდა, ცუდ ხასიათზე ჩანდა, ხმა არ ამოუღია , მაიგნორებდა.
-დილამშვიდობისა, აბა დღეს ა გვაქვს საუზმედ?-ვკითხე და გავუღიმე.
-ეს.-თეფში მაგიდაზე გამომიცურა და თავად მისაღებში დაჯდა დივანზე.
თეფშზე ლაზანიეს ნაჭერი იდო, ღუმელში გაცხელებული.
-ისევ ლაზანიე?-დავიწუწუნე და მას მივაშტერდი.
-სხვას რას ელოდი? დღეს კვირაა თან, არც მენიუ დამხვედრია დილით ასერომ რაც იყო ის გავაცხელე.
-მადლობა.-ვუტხარი და ჭამა დავიწყე.-მაინც გემიელია, საოცარი ხელები გაქვს.-შევაქე ის, იმ მიზნით რომ გაეღიმა მაინც, მაგრამ პასუხად არაფერი მიმიღია, არც შემოუხედავს.
მის გვერდით დავჯექი და ტელევიზორი ჩავრთე.
-კარგი მართალი ხარ, გუშინ ზედმეტი მომივიდა და ბოდიში.-ვუთხარი მას.
-არაუშავს, ყველას ვერ მოეწონები.
-სულაც არ მითქვამს სიმართლე, ხომ იცი რომ ასე არ ვფიქრობ, პირიქით საკმაოდ ლამაზი გოგონა ხარ.
-ხო, ალბათ.
-ასეა.
-კარგი, დღეს ადრე წავალ, საღამოს გეგმები მაქვს.
-რა გეგმები?
-პირადულია.
-აამ, ბოდიში, არ ჩაგეჭრები ზედმეტად, მაგრამ ვიფიქრე კლუბში წავიდოდით ერთად, ჩემი რამდენიმე მეოგბარიც იქნება ალბათს.
-კლუბში?
-ჰო, რა მოხდა?
-მეც კლუბში ვაპირებ წასვლას, დაქალებთან და ერთ-ერთის შეყვარებულთან ერთად.
-მშვენიერი, იქნებ ერთად წავსულიყავით?
-დავფიქრდები.
-კარგი ბუზღუნავ.
#ელენე#
მოსაღანოვდა, მზადება დავიწყე, ეს საღამო ყველაზე მაგრად უნდა გავატარო, ბოლომდე უნდა გავერთო რომ პრობლემები დავივიწყო.
მოტკეცილი, მუხლებამდე შავი ფერის კაბა ჩავიცვი,ზევიდან ლამაზი მაისუი, ფეხზე კი შავი ტუფლები , თმები დავისწოე და მხრებზე ჩამოვიყარე, ოდნავ მაკიაიც გავიკეთე, წითელი მუქი პომადა და ჰაილაითერი, შემდეგ ჩემი საყვარელი სუნამო მივიპკურე, უფრო ვიბანავე იმდენი მივისხი, ბოლოს კი მხარზე გადასაკიდი ჩანთა ავიღე და სახლიდან გავედი, სადარბაზოდან გაოსვლისას ტელეფონი მოვიმარჯვე და სოფოს დავურეკე.
სოფომ და ლუკამ ურთიერთობა ააწყეს, უკვე შეყვარებულები არიან და რატომღაც მგონია რომ დიდხანს იქნებიან ერთად, ლუკას ასე თუ ისე ვიცნობ, ჩემი ბიძაშვილის კლაელი იყო, ძალიან კარგი ადამიანია.
-ხო ელე, თითქმის მოვედით.-მიპასუხა მან.
ჩემს წინ შავი „BMW” გაჩერდა, შიგნით სოფო და ლუკა ისხდნენ, მე უკან ჩავჯექი და ორივეს მივესალმე, გზაში ბევრი ვიცინეთ, ანუკის გავუარეთ და ერთად მივედით კლუბში, იმ კლუბში სადაც დათო მუშაობდა.
„დავურეკო?“ -ვფიქრობდი ტირანზე, თუმცა მგონი აქეთ უნდა შეეწუხებინა თავი, ასერომ არ დამირეკია.
-ჰეი.-მხარზე ვირაც მადებს ხელს, უკან ვიხედები და ალექსანდრე მეფეთება.
-ჰეი.-ვუთხარი და გავუღიმე, შემდეგ დათოსთან მივედი, მივესალმე და სასმელი დავასხმევინე, არაყი გადავკარი და ბავშვებთან ერთად დავიწყე ცეკვა, ალექსანდრეს მზერას ვგრძნობდი მაგრამ არ ვიმჩნევდი, თავად ვიღაც მაღალ, საკმაოდ ლამაზ გოგოს ეცეკვებოდა, თუმცა აშკარა იყო რომ ის გოგო ეფლირტავებოდა.
-ყველაზე მეტად მიყვარხართ.-ვუთხარი ბავშვებს და ცეკვა გავაგრძელე.
-ნახე რა საყვარლები არიან.-ანას სოფოზე და ლუკაზე ვანიშნე, რომლებიც ჩახუტებულები იდგნენ.
-ხო, თან ძალიან.
-მერე შენ როდის გვაღირსებ სიძეს?
-ნუ ბოდიალობ ელენე.-მითხრა და ორივემ ჩავიცინეთ.
ისევ ალექსანდრესკენ გავიხედე, გოგონა სხეულზე ჰყავდა აკრული და ყურში რაღაცეებს უჩურჩულებდა, თან ჩემსკენ აპარებდა მზერას, ისე გავმწარდი მათკენ წავედი მაგრამ მერე მიმართულება შევიცვალე და დათოსთან მივედი.
უცბად წინ ალექსანდრე ამეტუზა, ის ჟირაფი მასთან ერთად აღარ იყო.
-ბევრს არ დალევ.-მითხრა ხმამაღლა.
-ჰეი ბიჭი, ტონს ნუ უწევ.
-მგონი ხმაურია და ამიტომ ვუწევ ხო?
- რამდენსაც მინდა იმდენს დავლევ.
-შენი თავი მე ჩამაბარეს გოგონებმა.-მითხრა და ჩაიღიმა.
-ოჰ კარგი რა.
-კარგი მოკლედ, ახლა ტეკილას შევუკვეთავ და თითო ჭიქა დავლიოთ, აქ დროის გასაყვანად და პრობლემების დასავიწყებლად ვარ.-მითხრა და დათოს წინ დადგა.
-თითო ჭიქა არ დაგვეხმარება.
-ვნახოთ, შენ აქ მოიცადე.
-სხვათაშორის ბარმენი ჩემი მეგობარია.
-ძალიან კარგი.-მითხრა და დადათოსკენ აიღო გეზი.
YOU ARE READING
კვლავ შენ💫(დასრულებული)
Romanceმოთხრობა არის 18 წლის გოგონაზე, რომელმაც 15 წლის ასაკში დიდი ტკივილი გადაიტანა მშობლების და პატარა ძმის დაკარგვის გამო.მას შემდეგ მან რთული ცხოვრება გაიარა... იმ მომენტში როდესაც გოგონას ძალიან უჭირს, მის ცხოვრებაში ისევ ჩნდება ალექსანდრე მახარაძე...