Final (29)🤗

947 38 9
                                    


მანქანით წავედით მოლში და დაახლოებით ერთი საათი დავდიოდით რაღაცეების საყიდლად, ბოლოს ძალიან დავიღალე და სახლში დავბრუნდით, გზაში იოგურტები და ხილიც ვიყიდეთ, როგორც კი მოვედით მე ტელევიზორს მივუჯექი და ჭამა დავიწყე.
-ჩემი ბუთქუჩა.-ალექსანდრემ თავი მხარზე დამადო.
-ძალიან მსუქანი ვარ?-სახე შემეცვალა.
-არა პატარავ, ცუდად არ გაიგო, მე ასეთიც მომწონხარ.
-არა, შენ თქვი რომ ბუთქუჩა ვარ.
-ელეე, საყვარელი ხარ, ეს ბუნებრივია რადგან ორსულად ხარ.-იმდენად ემოციური ვარ თვალები ამიცრემლიანდა.-ნუ ტირი რა, ჭამე , ბავშვს უნდა.-მითრხა და ტუჩებზე მაკოცა.
-მიყვარხარ.-მითხრა ცოტახანში, მეც იმავე გავუმეორე, ამ დროს კი ჩვენმა პატარამ ფეხი დამარტყა.
-ნახე, აქედანვე ეჭვიანობს.-თქვა ალექსანდრემ და ჩაიცინა, მუცელზე მომეფერა და მაკოცა.
-აუ ბავშვებს დავურეკოთ რა, მოვიდნენ.-ვუთხარი მას.
-კარგი.
დაახლოებით ოც წუთში ყველანი ჩვენთან გაჩდნენ, ვსაუბრობდით და ვერთობოდით, უცბად მუცლის ტკივილი ვიგრძენი და ოთახიდან გავედი, ალექსანდრე ბავშვებთან დარჩა, მისთვის არაფერი მითქვამს.
სამზარეულოში გავედი რომ წყალი დამელია, დავლიე მაგრამ ტკივლი არ გამიყუჩდა და ალექსანდრეს დავუძახე.
-რა მოხდა ელე? კარგად ხარ?-შემოვარდა ის.-წყალი დაგექცა?-ცალი წარბი ასწია.
-რაა?-ქვევით დავიხედე.-დებილო წყლები დავღვარე, მშობიარობა მეწყება.-ვთქვი და მას დავეყრდენი, ბავშვები სწრაფად შემოცვივდნენ, სასწრაფო გამოვიძახეთ და საავადმყოფოში გაგვაქანეს, ძალიან ვნერვიულობდი, ახლა არ მოველოდი.
#ალექსანდრე#
ექიმმა გვითხრა რომ ელენეს მშობიარობა დაეწყო, მინდოდა დავსწრებოდი მაგრამ ამაზე მე და ელენეს ნალაპარაკები გვქონდა და ის თანახმა არ იყო, ძალიან ვღელავდი, დერეფანში ვიცდიდი ბავშვებთან ერთად და ბოლთას ვცემდი, დაახლოებით სამ საათში ექიმი გამოვიდა.
-მშობიარობამ კარგად ჩაიარა, დედაც და ბავშვიც კარგად არიან, შეგიძლიათ შებრძანდეთ.-მითხრა მან.
ბახილები და ხალათი ჩავიცვი და საოპერაციოში შევედი, ელენე საწოლზე იწვა , დაღლილი და ძალაგამოცლილი, მაგრამ იღიმოდა, გულზე პატარა ბავშვი ეწვინა, ჩვენი შვილი, რომელიც ტიროდა.
მათთან მივედი და სიხარულის ცრემლები ვეღარ შევივაკე.
-ხომ კარგად ხარ?-ვკითხე ელენეს, ხელი ჩავკიდე.
-კი, ნახე, ჩვენი პატარა.
-რა პატარაა და საყვარელი, ჩვენი შვილი.-ვთქვი და ფრთხილად გადავუსვი თავზე ბავშვს ხელი, ისეთი პატარა იყო მეშინოდა რაიმე არ სტკენოდა.
-გოგოა, როგორც ფიქრობდი.-მითხრა ელენემ.
-ხომ ვამბობდი.-გამეღიმა და პატარასაც და ელენესაც ვაკოცე.
როდესაც საოპერაციოდან გამიყვანეს ბავშვებმა მოლოცვები დაიყეს, ელენე  პალატაში გადაიყვანეს ბავშვთან ერთად, დაახლოებით ნახევარ საათში ყველას მოგვცეს უფლება სათითაოდ გვენახა, პირველი ისევ მე შევედი , ორივეს ბედნიერი თვალებით ვუყურებდი და ღმერთს მადლობას ვუხდიდი ამ ბედნიერებისთვის, ვერ ვიჯერებდი რომ მამა გავხდი, ჯერ კიდევ მიჭირდა ამის გაცნობიერება.
-რა დავარქვათ?-მკითხა ელენემ.
-არ ვიცი, შენ რას ფიქრობ საყვარელო?
-მე კირა მომწონს.
-კარგი სახელია, ორიგინალურიც, იყოს კირა.-ვთქვი და პატარას ვაკოცე.
-არ გინდა ხელში აიყვანო?
-როგორ არა, მაგრამ ის ისეთი პატარაა, მეშინია...
-მოგეხმარები.-მითხრა მან და კირა მკლავებში ნელა ჩამისვა, ხელი მჭიდროდ მოვკიდე რომ არ დამვარდნოდა, გულზე მივიკარი და ჩავეხუტე, ვერ აგიღწერთ რა კარგი შეგრძნება იყო.
#ელენე#
ალექსანდრეს გასვლის შემდეგ ბავშვებიც შემოვიდნენ, ყველანი ძალიან ბედნიერები იყვნენ, ბუშტებით შემოცვივდნენ და მომილოცეს, ბავშვს უყურებდნენ და იღიმოდნენ.
-საუკეთესო დედა იქნები ელე.-მითხრა სოფომ.
-იმედია შენც მალე გაგვახარებ-ვუთხარი მას.
-ვნახოთ, ვნახოთ.-თავი დახარა და ჩაიცინა.
.....
მე ელენე ახვლედიანი ვარ, ოცი წლის და მე ვვამაყობ რომ სირთულეებისდა მიუხედავად შევქმენი ოჯახი ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად, რომ დღეს მე დედა ვარ, პატარა ანგელოზის მშობელი, თავს ბედნიერად ვგრძნობ იმით რაც გამაჩნია, დარწმუნებული ვარ ჩემები იამაყებდნენ ჩემით და ისინი ზემოდან მიყურებენ, მენატრებიან, თუმცა მათ მონატრებას ნელ-ნელა ვეჩვევი, ისინი სამუდამოდ არიან ჩემს გულებში და გონებაში ჩაბეჭდილნი...ბედნიერი ვარ რომ გვერდით მყვანან საყვარელი ადამიანები, მეგობრები, არაჩვეულებრივი მეუღლე და შვილი, ვაფასებ ცხოვრების თითოეულ წამს, წუთს...არ ვნანობ არცერთ გადადგმულ ნაბიჯს და თამამად ვამბობ რომ მე მიყვარს ჩემი ცხოვრება, ყოველი დილა მიყვარს რომელიც კირას და ალექსანდრეს ღიმილით იწყება, ყოველი საღამო რომელიც მეგობრებით მთავრდება, მე ბედნიერი ვარ და ცხოვრებისგან კიდევ ბევრს ველი....დროის უკან დაბრუნებაც რომ შემეძლოს კვლავ შენ აგირჩევდი ალექსანდრე მახარაძე! <3 კვლავ შენ...
-------
ესეც ფინალი მეგობრებო 😊იმედი მაქვს საინტერესო მოთხრობა იყო ჯამში, ფინალი პატარა გამომივიდა სამწუხაროდ.. მადლობას გიხდით თითიეული ვოუთისთვის💙💙შემდეგი მოთხრობით მალე დაგიბრუნდებით💜💜

🎉 Kamu telah selesai membaca კვლავ შენ💫(დასრულებული) 🎉
კვლავ შენ💫(დასრულებული)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang