23

553 34 1
                                    


„დილამშვიდობისა პატარავ“-დილით ეს სიტყვები მაღვიძებს და თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ, ალექსანდრე ლოაზე მკოცნის და მეხუტება, მე კი თვალებს ნელ-ნელა ვახელ და ვუღიმი.
დაახლოებით ოცი წუთი ვიწექით და ვსაუბრობდით, შემდეგ კი ავდექი და საუზმე მოვამზადე, ორივემ ერთად მივირთვით.
-დღეს საღამოს შენს კაფეს ვხსნით.-მითხრა მან, ლამის ლუკმა გადამცდა.
-რაა? ასე მალე?
-ხო, გუშინ კაფის საქმეზე ვიყავი გასული, ყველაფერი წესრიგშია, მხოლოდ გახსნის ცერემონია დარჩა, შემდეგ კი სოციალურ ქსელშიც გავრცელდება ეს სიახლე და კლიენტებიც დაიწყებენ მოსვლას.
-მადლობაა.-ვუთხარი და მოვეხვიე.
-მადლობა არ არის საჭირო ხომ იცი.
-მიყვარხარ.
-მეც პატარავ.
ძალიან გახარებული ვიყავი რომ ჩემი ცხოვრება ოდნავ გახალისდა, შეიცვალა მას შემდეგ რაც მე და ალექსანდრემ ურთიერთობა დავალაგეთ და ღმერთს მადლობას ვუხდიდი ამისთვის.
-ელე ჩემთან გადმოსვლაზე არ გიფიქრია?-მკითხა ალექსანდრემ.
-მე...არ ვიცი.
-ვფიქრობ კარგი იქნება თუ ჩემთან გადმოხვალ საცხოვრებლად, ბინის ქირის გადახდა არ მოგიწევს და ბიძაშენისგან თავს მადლიერადაც არ ჩათვლი.
-დავფიქრდები პატარავ.
-კარგი, მაგრამ იცოდე რომ ძალიან მინდა ერთად ვიცხოვროთ.
-ვიცი.-გავუღიმე და ვაკოცე.
ალექსანდრე შუადღეს წავიდა, მის შემოთავაზებაზე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე მასთან გადავიდე, მზადებაც დავიწყე საღამოსთვის , ლამაზი, გრძელი,წითელი, ტანზე მომჯდარი კაბა ავარჩიე და ფეხზე შავი ტუფლები, მოვწესრიგდი და საღამოს ექვს საათზე ბავშვები ჩემთან მოვიდნენ, ალექსანდრეს ველოდებოდით.
-გახსნის ცერემონია შვიდზე იწყება ხომ?-მკითხა სოფომ.
-ხო.-ვუპასუხე მე და სარკეში ჩემს თავს მოვავლე თვალი, ყველანი ძალიან ლამაზები იყვნენ და მათ სახეებზე ღიმილის დანახვა დიდ ედნიერებას მგრვიდა.
მალე ალექსანდრეც მოვიდა, მაქანებში გავნაწილდით და შვიდის ნახევარზე კაფესთან ვიყავით, იქაურობა უკვე მორთული დაგვხვდა ფერადი ბუშტებით , წითელი ლენტა შესასვლელში იყო რომელიც შვიდ საათზე უნდა გამეჭრა, ცოტათი ვღელავდი მაგრამ ძალიან მიხაროდა.
ნელ-ნელა ხალხმა მოიყარა თავი, გადამღები ჯგუფიც ადგილზე იყო რომელიც ალექსანდრემ დაიქირავა, ყველა ღიმილიანი სახეებით ელოდნენ გახსნის ცერემონიას.
და აი, დადგა შვიდი საათი, მაკრატელი მოვიმარჯვე, ჩემს გვერდით ალექსანდრე და ბავშვები იდგნენ, წინ კი დაახლოებით ოცდაათამდე ადამიანი.
თვალები დავხუჭე, გავიღიმე და აკრატელი ლენტთან მივიტანე, უნდა გამეჭრა როდესაც ჩემს წინ, ხალხის ბრბოში ნაცნობი სახე შევნიშნე, ეს ლაშა იყო..ის ჩემს წინ იდგა და ირონიული ღიმილით მიყურებდა, არ შევიმჩნიე, არ მინდოდა ეს საღამო გამეფუჭებინა, ავფორიაქდი თუმცა თვალი ავარიდე და ლენტა გავჭერი, ალექსანდრე და ბავშვები ჩამეხუტნენ და ყველამ მოლოცვა დაიწყო, ლაშას სახეს ვეღარ ვხედავდი, არსად ცანდა, ისიც კი გავიფიქრე რომ მომეჩვენა...დრო ვიხელთე და ცოტა ხნით განვმარტოვდი, ღრმად ვსუნთქავდი, ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა, მხარზე შეხება ვიგრძენი რაზეც შევცბი.
-რა მოხდა ელე? კარგად ხარ?-ალექსანდრე იყო, როგორც კი დავინახე ჩავეხუტე.-ჰეი, რა გჭირს? რატომ ტირი?-მკითხა და ცრემლები მომწმინდა.
-არაფერია, სიხარულის ცრემლებია.-ვუთხარი მას და ძალდატანებით გავიღიმე.
-ვვამაყობ შენით.-მითხრა და ჩამეხუტა.
ხალხს ისევ შევერიეთ, ალაფურშეტებით სავსე მაგიდებთან ირეოდნენ, ყველანი მილოცავდნენ და ნელ-ნელა იშლებოდნენ, მალე მხოლოდ მე, ალექსანდრე და ბავშვები დავრჩით, უკვე გვიანი იყო, მანქანებში ჩავჯექით და სახლებში წავედით, ალექსანდრე ჩემთან წამოვიდა.
-----
გამოხატეთ თქვენი აზრი, როგორ ფიქრობთ ლაშა დაბრუნდა?

კვლავ შენ💫(დასრულებული)Where stories live. Discover now