ბანთანის ყველა წევრი რეპეტიციობს, ყველანი ძალიან დაღლილები არიან, მაგრამ თითოეული ენერგიის ბოლო წვეთამდე ვარჯიშობენ. ბოლოს ენერგიაგამოცლილები იატაკზე სხდებიან და ისვენებენ.
"კარგით, დღეისათვის საკმარისია, მოვემზადოთ და სახლში წავიდეთ"-თქვა ნამჯუნმა.
ბიჭები დაეთანხმნენ, ადგნენ და ყველანი გასახდელისკენ წავიდნენ. ჯიმინი გვერდით ოთახში გავიდა პირის დასაბანად და თავის მოსაწესრიგებლად. ამ დროის განმავლობაში, ყველანი უკვე შენობის გარეთ, მანქანებში იცდიდნენ. გარდა ჯონგუკის , თეჰიონის და ჯიმინისა. თეჰიონი და ჯონგუკი გასახდელში მარტო იყვნენ, ჯიმინი კი ამ დროს ოთახიდან გამოდიოდა პირსახოცით ხელში, მაგრამ შეჩერდა როდესაც თეჰიონი და ჯონგუკი დაინახა. გული აუჩქარდა და კედლის უკან დადგა. თეჰიონმა და ჯონგუკმა ის ვერ შეამჩნიეს და საუბარი განაგრძეს. ჯონგუკი წელს ზემოთ შიშველი იყო, თეჰიონი კი დაკუნთულ გულმკერდზე ხელს უსმევდა.
"იცი, ძალიან ლამაზი სხეული გაქვს"- უთხრა თეჰიონმა და გაუღიმა, ისე რომ ხელს ისევ მის გულმკერდზე დაატარებდა.
"მადლობა თაე, შენც ძალიან კარგი ტანი გაქვს"- უპასუხა ჯონგუკმა თბილი ღიმილით და თმები ყურს უკან გადაუწია.
ჯიმინი კედელს უკან, ხედავდა როგორ ეფლირტავებოდა ჯონგუკი სხვას, როგორც უყურებდა თავისი სიყვარული სხვას ისეთი თვალებით როგორითაც ჯიმინისთვის არასდროს შეუხედავს, როგორ ექცეოდა სხვას ისე როგორც უნდა რომ მას ექცეოდეს. ჯიმინმა თავი ჩახარა და ყველაფერი გაანალიზა, კიდევ ერთხელ შეეგუა იმ რეალობას რომ ცალმხრივ სიყვარულს განიცდის. ჯონგუკისთვის არასდროს უთქვამს რომ უყვარს და არც აპირებს, რადგანაც პასუხი ძალიან კარგად იცის. უბრალოდ იტანჯება ცალმხრივი სიყვარულოთ და დღითიდღე გული უფრო და უფრო უტყდება.
ჯიმინმა ღრმად ჩაისუნთქა და მათთან გავიდა, ბიჭებმა მას შეხედეს, ჯიმინი კი თავჩახრილი თავის ნივთებს აგროვებდა. ჯონგუკი მის დანახვაზე შეცბა და თეჰიონს შეხედა, თეჰიონმა კი ჯიმინს მშვიდად უთხრა :
"ჯიმინ არ წასულხარ? წასული მეგონე"-უთხრა და თბილად გაუღიმა. ჯიმინმა არაფერი არ უთხრა, უბრალოდ პატარაზე გაუღიმა, ქურთუკს ხელი მოკიდა და შენობიდან გავიდა. თეჰიონს და ჯონგუკს გაუკვირდათ ჯიმინის ასეთი საქციელი მაგრამ რამდენიმე წამში დაავიწყდათ და ისინიც უკან გაყვნენ.
ორი მანქანა იყო მათი. ერთში ჰოსოკი, შუგა და ნამჯუნი იყვნენ. მეორეში კი ჯინი, თეჰიონი, ჯიმინი და ჯონგუკი. ორივე მანქანა დაიძრა.
ჯიმინი ჩაფიქრებულო იჯდა და ფანჯარაში იხედებოდა. გარეთ ღამე იყო, არემარე სიბნელეს მოეცვა, მაგრამ სხვადასხვა სინათლეების შერწყმით ულამაზესი ხედი იქმნებოდა. ჯიმინი იჯდა უსიტყვოთ, ბიჭები კი საუბრობდნენ. ის ვერავის ხმას ვერ ამჩნევდა, მას სული ეწვოდა, გული ტკიოდა, ტირილი უნდოდა და ბოლო ხმაზე ყვირილი. მას ემოციებისგან დაცლა უნდოდა და თავს ძლივს იკავებდა რომ ცრემლები არ წამოსვლოდა. მაგრამ თუ მას თვალებში ჩახედავდი, მაშინვე დაინახავი იმ ტკივილს რასაც ის ატარებდა. ჯიმინი იხსენებდა როგორ ეხებოდა სხვა იმ სხეულს რომელსაც ასე უნდა რომ შეეხოს, იმ სხეულს რომელსაც ის აღმერთებს. რატომ არ შეუძლია თვითონ ეს?რატომ არ შეუძლია იმ ადამიანთან ყოფნა რომელსაც აღმერთებს? ნეტავ მათ ერთმანეთი უყვართ? ნეტავ ერთად არიან? ნეტავ ერთმანეთს ეხებიან?
ამ ფიქრებს ჯიმინი ვეღარ უძლებდა , ფანჯარას თვალი მოაშორა და თმები შუბლიდან ორივე ხელით გადაიწია, თანაც ხმამაღლა ჩაისუნთქა.
........გამარჯობა. ჩემი პირველი ფიკია, დიდი ყოყმანის შემდეგ მაინც გადავწყვიტე დამეწერა. იმედია მოგეწონებათ. ძალიან მადლობელი ვიქნები თუ თქვენ შთაბეჭდილებებს და შენიშვნებს გამიზიარებთ.💜💜💜 დიდი მოლოდინები მაქვს ამ ფიკისგან რადგან, მთელი გულით დავწერე და ვეცადე რაც შეიძლება კარგად მომეტანა თქვენამდე💜💜💜 თავს გაუფრთხილდით და წარმატებულ დღეებს გისურვებთ 💜
YOU ARE READING
I'LL BE THERE FOR YOU/JIKOOK.
Romanceდიდი ოჯახის ,ბანთანის წევრს ჯიმინს უყვარს ჯონგუკი. მაგრამ ეს მხოლოდ ცალმხრივია?...