1. რა არის შენთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი?
- მნიშვნელოვანი ალბათ ღმერთი, იმიტომ, რომ ის ერთადერთია, ვისაც უსიტყვოდ ვენდობი და ჩემი პატარა ძმა, რომელიც უზომოდ მიყვარს.
2. აპოკალიფსამდე დარჩენილია ოცდაოთხი საათი. რას გააკეთებს თათია აუცილებლად?
- შეეცდება სიმშვიდე შეინარჩუნოს და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაამშვიდოს.
3. როგორია თათია ავტორის ამპლუაში?
- თითოეული შეფასება მახარებს და აღმაფრთოვანებს, მკითხველის აზრი ყოველთვის მაინტერესებს, რამდენად კრიტიკულიც არ უნდა იყოს.
4. რა ან ვინ არის შენი შთაგონების წყარო?
- ყველაზე ხშირად, შთაგონების წყარო მუსიკაა, რომელსაც ფიქრის და განტვირთვის დროს ვუსმენ, ანდაც წიგნი, რომელთა კითხვაც მართლა ძალიან მიყვარს.
5. რას ფიქრობ ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებზე?
- ვფიქრობ, მართლაც საჭიროა შეზღუდვები ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ასევე ვფიქრობ, რომ უფრო ადრეც უნდა დაეწესებინათ.
ინტოროვერტი ვარ და აქედან გამომდინარე, არც მაწუხებს ეს ფაქტი.
6. ზღვა თუ მთა?
- უსიტყვოდ მთა, იქ უფრო მეტი სიმშვიდე და სიწყნარე სუფევს.
7. რით ხარ დაკავებული კარანტინის პერიოდში?
- აბიტურიენტობის გამო, მასწავლებლებთან მაინც დავდივარ და შესაბამისად, მათ დავალებებსაც ვაკეთებ, თავისუფალ დროს კი ვკითხულობ ან ინტერნეტს ვსქროლავ.
8. დღესასწაული "ჰელოუინი" მოგწონს?
- მოკლედ გეტყვით, რომ - არა.
9. როგორ ადამიანს ვერ გაუგებ ვერასდროს?
- ამპარტავანსა და ცინიკოსს.
10. რომ არა ვათპადი...
- რომ არა ვათპადი, არ ვიქნებოდი ექსოელი.
11. რომელი ყვავილი გიყვარს?
- არ მიყვარს ყვავილები.
12. პატრიოტი ხარ?
- უბრალოდ, ჩემი ქვეყანა მიყვარს, პატრიოტი არ ჰქვია ჩემს დამოკიდებულებას მის მიმართ
13. დამიხასიათე თათია მხოლოდ ერთი სიტყვით.
- ინტროვერტი.
14. შეუპოვარი ხარ?
- კი, საკმაოდ.
15. შენი საყვარელი საქმიანობა არის...
- ცეკვა. არჩევანი რომ მქონოდა, აუცილებლად მოცეკვავე გავხდებოდი.
16. დაგვიტოვე ერთი სიმღერა და ჩვენ მას მოვუსმენთ.
- Hozier - Take me to church
Chase Holfelder - Animal.
ამ ორს შორის რომელი მერჩია დიდხანს ვფიქრობდი, ამიტომ ორივეს დაგიტოვებთ.17. ისტორია მნიშვნელოვანია?
- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უზომოდ მიყვარს ეს სფერო.
18. რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს?
- მოცვეთილ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან პუნქტებს - ღალატსა და ტყუილს.
19. შენ ათასზე მეტი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის ადმინისტრატორი ხარ... როგორ უმკლავდები უსიამოვნებებს და არის თუ არა ეს დიდი პასუხისმგებლობა?
- რა თქმა უნდა დიდი პასუხისმგებლობაა, ხშირად ყოფილა უსიამოვნებები, თუმცა, ვცდილობ, რომ ამ ყველაფერს მშვიდად გავუმკლავდე, რადგან არ მიყვარს ადამიანებთან კონფლიქტი. ვცდილობ, არ ვიყო უხეში და ,,ადმინი ვარ და როგორც მინდა ისე იქნება ყველაფერი" ტიპი.
20. სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის გჯერა?
- საკმაოდ მტკიცე ქრისტიანი ვარ, ასე რომ კი.
21. საყვარელი ავტორი/ავტორები აპლიკაციის ფარგლებში არის/არიან...
- ქართველი ბევრია და იმედია ვინმე არ გამომრჩება: holysht, _Cryoongi, purplegoddessg, amyourbae, halisweven, princessaruru, white1light, t25s75. Keiya_1969, Mao_da და JeonKim0912.
რუსი ავტორი-LiyaMovadin.
![](https://img.wattpad.com/cover/249534546-288-k640408.jpg)
YOU ARE READING
21 კითხვა _darksidemoon_-სთან
Kurgu Olmayanჩვენი სტუმარია უსაყვარლესი თათია, ავტორი, რომელიც WTTPD-ის მონათესავე ჯგუფს ხელმძღვანელობს. მისი ნაშრომები გამოირჩევა ლაკონური თხრობის მანერითა და მინიმალისტური სტილით. დეტალურ ჭრილში განსახილველად, შეგიძლიათ მოძებნოთ მისი პროფილი, როგორც - _darksid...