თუ არ გადაიკითხავ თავიდან, უხარისხო და სისულელე გამოგივა, დამიჯერე. განა იმიტომ რომ ცუდი მწერალი ხარ, იმიტომ, რომ ყველა მასეა. დამიჯერე ყველა დიდი ავტორი მასე წვალობდა. პირიქით, რაც შეიძლება ბევრჯერ წაიკითხე. რაც შეიძლება ხშირად შეიტანე რედაქტირებები და ჩასწორებები, როცა რამე მოგაფიქრდება, იქვე სადმე მიაწერე ხოლმე, მერე იდეები დახვეწე, გინდა დასაწყისი იყოს, გინდა ბოლო, ლამაზად მიაბი, ისიც ბევრჯერ წაიკითხე და შეცვალე. მეც ეგრე ვარ, რაც უფრო მეწელება წერა, მით უფრო მეტად მეცვლება ხოლმე ხასიათი დაწერილის მიმართ და წაშლა მინდება. ვშლი კიდევაც... აჯობებს დიდი დრო დაუთმო და კარგი დაწერო, ვიდრე უცებ და ცუდად. ყველაფერი დროის საკითხია და არა ნიჭის. შედევრებიც ასე იქმნება ❤❤