- უბრალოდ შეგეძლო მეორედ აღარ გამოჩენილიყავი ჩემს ცხოვრებაში!!!! - ყვირილი დაიწყო მიამ და ბალიში უთავაზა ჯინს - შანსი მოგეცი მაგრამ ვერ გამოიყენე ხვდები??? ხვდები რომ ისევ მომატყუე??? მეზიზღები ყველაფერზე მეტად ჯინ!!!! - ტირილი დაიწყო გოგონამ და ოთახიდან გავიდა თუმცა მაინც მოესმა ჯინის ხმა
- მია მოიცადეე......- ბიჭი უკან გამოეკიდა წელს ზემოთ შიშველი და მომტირალ გოგონას ხელი დაავლო - აგიხსნი გეფიცები აგიხსნი
- არმაინტერესებს ჯინ. რაუნდა ამიხსნა? ყველაფერი გასაგებია ვიცოდი რომ ჰანა მოახერხებდა და თავს შეგაყვარებდა ახლა კი მიდი და ისევ გვერდით მიუგორდი. ვიცოდი ჯინ ვიცოდი როცა გაიგებდი ჩემი მოჩვენებების შესახებ ზურგს მაქცევდი.
- ასე არ არის
- შენ მე გიჟი გგონივარ - ბოლო სიტყვები შესძახა მიამ და ტირილით მოშორდა იმ შენობას. მაშინვე სახლში მივიდა დედამისი კი მომტირალ გოგონას შეშინებული შეხვდა
- რა გჭირს შვილო??
- შემეშვი - მოკლედ გამწარებულზე უპასუხა მიამ და ოთახში ავიდა კარები ჩარაზა. ლოგინზე მძიმედ დაიცა და მწარედ აქვითინდა. ,,ისევ მოვტყუვდი!!" ბალიშში ჩაყვირა და ტირილს უმატა ,,მეზიზღები ჯინ" თვალები მონაბა როცა ისევ წუილის ხმა გაისმა ,,ისევ!!! ისევ შენნნ!!!!" იყვირა და ყურებზე ხელები დაიდო ,,აქედან მოშორდი" იყვირა როცა მტვრევის ხმა იყო თვალები უცბად გაახილა და დაინახა სარკე რომელიც ჩატეხილი იყო ოთახი კი ისევ ძველმოდური. მაგრამ ამჯერად მხოლოდ შავებში შემოსილი ადამიანი ჩანდა ,,წადი ჩემგან რა გინდა????" ლარნაკი აიღო და შავებში გამოწობილს ესროლა თუმცა რათქმაუნდა არაფერი მოსვლია. ,,წადი გთხოვ" გამაყრუებელი ხმით დაიკივლა მიამ მოულოდნელად კი კარები შემოილეწა და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა
- მიაა კარგად ხარ ძვირფასო? - დედამისი გვერდით დაუჯდა და შეშინებული მიას ჩაეხუტა.
- ის ისევ მოვიდა მეშინია დედა. სარკე გატეხა - ტირილს უფრო უმატა და დედას მიეკრო. დედამისმა კი მთელ სარკეს შეხედა რომელსაც ერთი ნაკაცრიც კი არ ქონდა
- ვინ? - ამჯერად ჯონგომმ დაუსვა კითხვა მაგრამ პასუხად არაფერი მიუღია. რამდენიმე ცრემლის შემდეგ მიას ჩაეძინა. საყვარლად დაბუშტა ტუჩები და საბანი ცხვირამდე დაიფარა. მხოლოდ პატარა კურნოსა აწითლებული ცხვირი უჩანდა და მშვიდად ფშვინავდა.
YOU ARE READING
ჩემი ყოფილი, ჩემი ნახევარძმა (დასრულებული)
Fanfiction- მოკეტე შენი ნერვები არ მაქვს - როგორც ჩანს დედაშენმა არ იცის ჩვენზე....მე კი მეგონა დედიკოს გოგო იყავი - ამაზე ნერვები მომეშალა ახლოს მივედი და კბილებში გამოვცარი - მოგკლავ იცოდე ჩემგან თავი შორს დაიჭირე - რამდენიმე საათის წინ სანამ დავშორდებოდით...