18

704 68 28
                                    

-  რაა??? - ჩუმად ვთქვი და გაკვირვებული შევხედე ლუნას რომელიც ჩაცრემლიანებული თვალებით იდგა კარებში.
- მია ჯანდაბა  მომენატრე - მითხრა და ჩამეხუტა - ვიცი მითხარი არ მოვსულიყავი მაგრამ ვერ გავუძელი...ძალიან მინდოდა შენი ნახვა
- ლუნა საყვარელო - ვუთხარი და ხელები მჭიდროდ მოვუჭირე - მაპატიე
- საპატიებელი არაფერია - ცრემლები მოიწმინდა მე კი შიგნით შევიპატიჟე - მომიყევი ყველაფერი ამდენი ხანი რატომ არ შემომეხმიანე? ან საერთოდ სად გაიქეცი? ვისთან ერთად? - ლუნას დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი. საშინლად გაკვირვებული იყო. - რამდენი გადაგიტანია.....მაგრამ შეგეძლო ეს ყველაფერი აქ გაგეკეთებინა
- მაგრამ არავინ მიჯერებდა ყველას გიჟი ვეგონე.....თანაც თქვენი შეწუხება და დატანჯვა არ მსურდა. - მოწყენილი სახით ვუთხარი მაგრამ მალევე გავიღიმე და დავამატე - ახლა ყველაფერი კარგადაა და ნორმალურად ვცხოვრობ
- ძალიან კარგი. მია დღეს შენთან დავრჩები შეიძლება?
- რას მეკითხები? რათქმაუნდა მაგრამ ჯონგუკს რას ეტყვი?
- მას ვუთხარი რომ მეგობარი უნდა მენახა
- კარგი კარგი - მოულოდნელად ფეხზე წამოხტა და აბაზანაში შევარდა - რა?? რამოხდა? - მას გავყევი - რაგჭირს?
- ჯანდაბაა ეს მიზეზობა
- რა მიზეზობა? - გაკვირვებულმა ვუთხარი
- ძვირფასო ორსულად ვარ და ვმიზეზობ - რამდენიმე წამი დებილივით ვუყურებდი. ჩემს ყურებს ვერ ვუჯერებდი აა რაც გავიგონე. რამდენიმე წუთში როცა ყველაფერი გავაანალიზე ლოგინზე ავვარდი და ხტუნვა დავიწყე
- მალე დეიდა გავხდები გესმის??? დეიდააა!!! - ვხტუნაობდი და ბალიშებს ჰაერში ვისროდი
- ისევ ბავშვი ხარ - სიცილი დაიწყო ლუნამ - კარგი ჩამოდი - ჩამომქაჩა მეც მას დავემორჩილე და ლოგინში ჩავწექი ისიც გვერდით მომიწვა და ჩამეხუტა. ცოტახანი კიდევ ვისაუბრეთ ბოლოს კი სიზმრების სამყაროში გადავეშვით.

ჯონგუკის POV
ლუნამ მითხრა თუ არა რომ მეგობართან მიდიოდა მაშინვე თანხმობა განვუცხადე და სასტუმრომდე მივაცილე. სასტიკ უარზე იყო რომ ზემოთ ამეყვანა. რამაც დამაეჭვა ამიტომ გადავწყვიტე გავყოლოდი. იმით თუ ვიმსჯელებთ რომ მიას გარდა არცერთი დაქალი არ ყავს საეჭვოა მისი საქციელი. მას ჩუმად გავყევი და მოშორებით დავდექი რომ კარგად დამენახა და გამეგო ვის დაელაპარაკებოდა. კარი გაიღო და იქიდან ვინ გამოვიდა? მია!!!სრულიად ჯამრთელი...კარგ მდგომარეობაში იყო. პირი დავაღე რომ დავინახე მაგრამ არაფერი გამიკეთებია ან რა უნდა გამეკეთებინა? გარდა იმისა რომ ჯინს დავურეკე. არმინდოდა სახლში მეთქვა ამიტომ.კაფეში დავიბარე. მალე მივედი ჯინმა კი რათქმაუნდა დააგვიანა
- მაპატიე შემაგვიანდა - მითხრა სიცილით - აბა რისთვის დამიბარე?
- მია ცოცხალია  - პირდაპირ მივახალე მან ჯერ გაკვირვებული მზერა მსტყორცნა შემდეგ კი გაიცინა
- რამე დალიე?
- გეუბნები ცოცხალიათქო
- რა სისულელეა საიდან მოიტანე?
- ცოცხალია!! ახლა ლუნაა მასთან
- მაშინ შენ რატომ არ ხარ?
- მიმალავს - ვთქვი და ყველაფერი მოვუყევი რაც მოხდა - ის სასტუმროშია ჯინ  გესმის?? ცოცხალია
- აჰჰჰ - სახეზე ხელი მოისვა ჯინმა - მე რატომ არ დამირეკა?
- ალბათ იცის ცოლი რომ გყავს
- ჯანდაბა შეიძლება
- რას აპირებ?
- არვიცი მაგრამ რაღაც იდეა მაქვს......

ჩემი ყოფილი, ჩემი ნახევარძმა (დასრულებული)Where stories live. Discover now