- მიდი მია გაიღვიძე!! - დილას თავზე დამყვირის ელი და თან მანჯღრევს. ნელა წამოვყავი თავი. თმები აბურძგნული მქონდა, სახე გასიებული, ტუჩები კი დაბუშტული.
- რატომ მაღვიძებს ამდროს?? - საათს დავხედე და რვის რაღაც წუთები იყო.
- საყიდლებზე მივდივართ - მითხრა და ტანსაცმელი სახეში მესროლა. თვითონ კი ოთახიდან გავიდა
- ეს რა იყო ახლა? - ვთქვი და ზანტად ავდექი ლოგინიდან. მოვწესრიგდი და ელისთან გავედი. - საერთოდ ვინ დადის ასეთ დროს საყიდლებზე?
- ჩვენ!!! - მითხრა და გარეთ გავარდა - დროზე მანქანაში - მკაცრად მითხრა და მანქანისკენ მიმითითა. მეც დასჯილი ბავშვივით ჩავჯექი და დაველოდე მის მოსვლას. - მოკლედ დღეს ვიყიდით შენთვის ბევრ ტანსაცმელს და იმ ნივთებს რაც გჭირდება
- მაგრამ ფული არმაქ
- სამაგიეროდ მე მაქვს - მხიარულად მითხრა და მანქანა დაქოქა - ვგიჟდები შოპინგზე - იყვირა და ღიმილით გაუყვა გზას. უკვე ეჭვი მიჩნდებოდა რომ ეს გოგო გიჟი იყო. მალე მივედით დიდ მოლში სადაც უამრავი ფერის, ხარისხის თუ ზომის ტანსაცმელი იყო.
ზოზინით შევედი შიგნით ელი კი სიხარულით მიდიოდა ჩემს წინ. სანამ ელი ჩემთვის ტანისამოს არჩევდა მე ტელეფონზე მესიჯი მომივიდა რის გამოც ტელეფონი ხელთ მოვიმარჯვე და შიგ ცქერა დავიწყენამჯუნი
დილამშვიდობის როგროც ხარ?მე
დილამშვიდობის კარგად შენ?ნამჯუნი
კარგად...დღეს შეგიძლია შემხვდე?მე
რატომ???ნამჯუნი
უბრალოდ ძალიან მოვიწყინემე
მე რა ჯამბაზს ვგავარ? კარგადმისი მონაწერი აღარ მინახავს ეგრევე ელისთან მივედი რომელსაც დახმარება ნამდვილად სჭირდებოდა რადგან უამრავი ტანსაცმელი ეჭირა ხელში
- შედი და ეს ყველაფერი მოისინჯე - შემაგდო გასახთელში მე კი დებილივით ვუყურებდი
- შენ რა მეღადავები? ჩემი მოკვლა თუ გინდა მითხარი
- კი მინდა ათანაც წამებით - მკვახედ მითხრა და გასახდელში შემაგდო. ათასნაირი კაბა თუ შარვალი მომაზომა. ზოგი მოეწონა ზოგზეც ისე დაიჯღანა ადამიანს შეეშინდებოდა. სულ რამდენიმე ტანსაცმელი მქონდა გასასინჯი როცა წუილის ხმა შემომესმა ,,ჯანდაბაა დაიწყო" ჩავიჩურჩულე და ყურებზე ხელი დავიდე. ვეცადე თვალები არ გამეხილა მაგრამ ეს მაინც მომიწია წინ კი საშინელი სანახაობა დამხვდა გარშემო უამრავი ადამიანის სისხლიანი გვამი ეგდო მათ წინ კი ისევ ,,ის" შავებში ჩაცმული ტიპი იყო რომელსაც ხელში ნაჯახი ეჭირა და საზარელად იცინოდა თანაც საშინელ ხმებს გამოსცემდა ეს ყველაფერი წივილის და წუილის ხმაში ერთად ირეოდა რაც უფრო საშინლად მხრიდან და მაიძულებდა ბოლო ხმაზე მეყვირა!!! მეტირა!!!
ასეც მოხდა შუა გასახდელში წივილი და ტირილი ავტეხე. ხელებს აქეთ-იქით ვიქნებოდი და თვალების გახელას არც კი ვცდილობდი. მეშინოდა თანაც როგორ.....
- გამოფხიზლდი აქვარ - ჩამესმა ელის ხმა მაგრამ ვერ ვახერხებდი ამ საშინელებისგან თავის დაღწევას ,,გაჩუმდი!! შეწყვიტე!!!"
ვყვიროდი და ვტიროდი მაგრამ წივილის და წუილის ხმა უფრო და უფრო იმატებდა როს გამოც მეც ვყვიროდი ,,საკმარისია" თავი მუხლებში ჩავრგე და ისტერიული ტირილი დავიწყე. - აქვარ გონს მოეგე - ხელი გამარტყა ელიმ ნელ-ნელა კი რეალობას დავუბრუნდი და ჩაცრემლიანებული თვალებით შევხედე ელის
- ის ისევ დაბრუნდა - ტირილით ვუთხარი და ჩავეხუტე - მოვიდა გესმის??
- ჩჩშშშ ყველაფერი კარგად არის მე შენთან ვარ - მითხრა და უფრო მომეხუტა. ოდნავ დავმშვიდდი თუ არა სახლში დავბრუნდით ელიმ ლოგინში ჩამაწვინა და თვითონ გვერდით დამიჯდა - უკეთ ხარ?
- კი......მაგრამ მეშინია მას რაუნდა ჩემგან?
- არვიცი.....მაგრამ გპირდები მისგან თავს დააღწევ
- იმ ბიჭმა დააღწია მისგან თავი?
- არვიცი...- თვალი ამარიდა - არვიცი მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ რომ შენ ეს ყველაფერი გადალახო
- რა მნიშვნელობა აქვს? - ვთქვი და მას შევხედე - მშობლებს გიჟი ვგონივარ.....ჩემი შეყვარებული.სხვასთან ერთობა....მე კი?? მე ვიღაც გაურკვეველ არსებას ვებრძვი დაე მომკლას თუ ასე უნდა.....თუ უნდა ნაკუწებად მაქციოს დავიღალე
- რას ამბობ? გესმის მაინც??
- არავის ვჭირდები
- მე მჭირდები - მითხრა ელიმ და ჩაცრემლიანებული თვალებით შემომხედა - წლებია მარტო ვარ შენში კი მეგობარს ვხედავ......მინდა დაგეხმარო რადგან მე ჩემს შეყვარებულს ვერ დავეხმარე.....არმინდა იგივე გავიმეორო......
- მადლობა - ვუთხარი და ჩავეხუტე - მაპატიე....
- არაფერია ახლა დაიძინე - მშვიდად მითხრა და შუბლზე მაკოცა - ტკბილი ძილი - შუქი ჩააქრო და ოთახიდან გავიდა. მე კი გვერდი ვიცვალე და კედელს მიავშტერდი. ნეტავ როგორ არის ახლა ლუნა?? ნეტავ როგორ გრძნობს ჯონგუკთან თავს?? როგორ არიან ჩემი მშობლები?? გაიგეს რომ გავიპარე?? როგორ არის შუგა? ან ჯინი? ჯინი!! მომენატრა თანაც ძალიან მაგრამ ალბათ მას უკვე სხვა ჰყავს....თუმცა არ არის ჯინი გასამტყუნებელი განა ვის სჭირდება შეყვარებული რომელიც შენი ნახევარდაა??? რომელიც გაურკვეველ არსებებს ხედავს??? ვის უნდა ისეთი შეყვარებული რომელსაც გიჟს ეძახიან??არავის!! ამიტომ ჯინი საერთოდ არ არის დამნაშავე აქ დამნაშავე მხოლოდ მე ვარ რადგან მიყვარს!!! ისევ მიყვარს!!! თვალები მოვნაბე და ტკბილ სიზმრებში გადავეშვი.ჯინის POV
კაფეში ვიჯექი და ყავას ვსვამდი როცა ჩემთან ჰანა მოვიდა და ჩემს წინ დაჯდა. ვეცადე ყურადღება არ მიმექცია მაგრამ საუბარი დაიწყო.
- გავიგე მია გაქცეულა
- სწორად გაგიგია
- ვწუხვარ
- საჭირო არ არის - მოკლედ ვუთხარი და თავი გვერდით გადავწიე
- შემიძლია დაგეხმარო?
- არა
- იცი მია ერთ-ერთ სასტუმროში შეამჩნიეს...- ეს გავიგე თუ არა მაშინვე მას შევხედე
- რა?? სად??
- ეს არის მისამართი - მითხრა და რაღაც ქაღალდი მომაწოდა - საღამოობით მიდის ხოლმე ამიტომ შენც შვიდი საათისკენ მიდი ასე უკეთესია
- ამას რატომ აკეთებ? - ვკითხე და მისამართს დავხედე
- უბრალოდ დახმარება მინდა - ადგა გაიღიმა და მისი კალუნებით გაკაკუნდა. ჰანას არ ვენდობი მაგრამ შესაძლოა მართალიც იყოს ამიტომ.უნდა შევამოწმო აუცილებლად.7 სთ :
უკვე ყველანაირად მზად ვიყავი. იმის იმედიც მქონდა რომ მიას ვნახავდი და გულში ჩავიკრავდი სასტუმროს დიდ მარში შევედი და გარემო შევათვალიერე. მდიდრული და კარგად მოწყობილი სასტუმრო იყო. ფურცელს დავხედე სადაც ოთახის მისამართი ეწერა მეც პირდაპირ იმ ოთახისკენ ავიღე გეზი. მალე მივედი და კართან დავდექი არვიცოდი უნდა დამელაკუნებინა თუ არა ვნერვიულობდი მეშინოდა რომ იმედი გამიცრუვდებოდა. მაგრამ მაინც გავბედე კარებზე დავაკაკუნე რამდენჯერმე მაგრამ პასუხი არ მიმიღია ამიტომ სახელური ჩამოვწიე და შიგნით შევედი. არავის ხმა არ გამიგია ამიტომ კარი დავკეტე და ოთახების თვალიერება დავიწყე ყველა კუთხე-კუნჭული მოვიარე მხოლოდ ერთი ოთახი საძინებელიღა მქონდა დარჩენილი კარი შევაღე.
- შენ???----------------------------------------------
ესეც შემდეგი 💜V o t e.
C o m m e n t.
YOU ARE READING
ჩემი ყოფილი, ჩემი ნახევარძმა (დასრულებული)
Fanfiction- მოკეტე შენი ნერვები არ მაქვს - როგორც ჩანს დედაშენმა არ იცის ჩვენზე....მე კი მეგონა დედიკოს გოგო იყავი - ამაზე ნერვები მომეშალა ახლოს მივედი და კბილებში გამოვცარი - მოგკლავ იცოდე ჩემგან თავი შორს დაიჭირე - რამდენიმე საათის წინ სანამ დავშორდებოდით...