დილით საშინლად კარგ ხასიათზე გამეღვიძა ლუნა დავურეკე და მითხრა რომ უკვე სასწავლებელში იყო. გამიკვირდა ასე ადრე იქ რა უნდოდა თუმცა როცა საათს დავხედე მე დამიგვიანია. სწრაფად ავდექი თავი მოვიწესრიგე და ტანსაცმელი ისე გადავიცვი ზედ არც დამიხედავს.
(სახეს არ ვიმჩნევთ ოკ? 😂)
ქვემოთ ჩავირბინე და გაკვირვებული დედა შემეჩეხა ალბათ არ ელოდა ჩემს სახლში ყოფნას
- მია? შენ რა უნივერსიტეტში არხარ?
- ჩამეძინა დედა მეჩქარება კარგად - ვაკოცე ჩანთას ხელი დავავლე და გარეთ გასაქცევად მოვემზადე სანამ უკვე მამაჩემის ხმა არ გავიგონე
- ჯინი წაგიყვანს ძვირფასო, დღეს შენს სასწავლებელში გადმოვიდა ერთი გზა გაქვთ - მითხრა და თბილად გამიღიმა
- არ არის საჭირო ფეხით წავალ - ვუთხარი და გავიღიმე
- მე წაგიყვან - მითხრა ჯინმა და ხილის ასორტიდან ერთ-ერთი ხილი აიღო - წავედით დაიკო - მითხრა დ აგვერდი ამიარა მეც საზარელი გამომეტყველებით გავყევი. მის შავ მდიდრულ მანქანაში ჩავჯექი, ღვედი უემოციოდ გადავიკარი და მივაშტერდი გზას. ხმა თავიდან არცერთს არ ამოგვიღია სანამ ჯინის ხმაურიანი ჩაცინება არ გავიგე.
- მომენატრე იცი? - მითხრა და რამდენიმე წუთი გზას თვალი მოაშორა
- მოკეტე - ვუთხარი ისე რომ არც შემიხედავს მისთვის
- კარგი რა ასეთი უხეში არასდროს ყოფილხარ ჩემს მიმართ - თქვა და უცბად გვერდით გადაუხვია და მანქანა გააჩერა - ხომ იცი რომ მაგიჟებ? - მითხრა და ღრმა სუნთქვით ჩემს კისერს მიუახლოვდა და ჩემი სურნელი ხარბად შეისუნთქა
- გეყოფა - ვუყვირე და მოშორება ვცადე მაგრამ ხელები დამიკავა
- ცელქი გამხდარხარ - ჩაცინებით მითხრა და ამჯერად კისერზე მაკოცა - ვიცი რომ შენც გინდა ყველაფერი ძველებურად იყოს - მითხრა ღრმა სუნთქვით და კიდევ ერთხელ მაკოცა. ვხვდებოდი რომ უკვე კონტროლს ვკარგავდი და ჩემზე მანიპულირება კარგად გამოდიოდა ჯინს როგორც ყოველთვის.
- გითხარი გეყოფა მეთქი - ვუთხარი და ხელი ვკარი. სწრაფი მოძრაობით გადავხტი მანქანიდან და ფეხით გავაგრძელე გზა. ჯინმა კი როგროც ჩვევია თავისუფლად დაძრა მანქანა ის იდიოტური სიფათი კი სახიდან არადა არ შორდებოდა რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებდა. ტაქსი მალევე გავაჩერე და ვუთხარი რომ სწრაფად წასულიყო. მივედი თუმცა ძალიან დავაგვიანე კარში შევაბიჯე და ლექტორს ლაპარაკი გავაწყვეტინე
- მია რატომ აგვიანებ? ეს უკვე მერამდენე ამ თვეში? - ყვირილი დაიწყო ამ ქალმა როგორც ჩვევია
- მე უბრალოდ.......
- არმაინტერესებს!!! დაჯექი და ხელს ნუ მიშლი - ეს ქალი ყოველთვის მაღიზიანებდა მისი აუტანელი ჩხუბით. გაბრაზებული მივუჯექი გვერდით ლუნას.
- რაშვები?
- როგროც ხედავ ვიტანჯები - ღიმილით მითხრა ლუნამ და ისევ ამ საზარელ ქალს დაუგდო ყური. უკან გავიხედე და დავინახე ჯინი რომელიც ირონიულად მიცინოდა, თვალები ავატრიალე და მოსაწყენი ლექციის მოსმენა დავიწყე.
როგორც კი დამთავრდა პირველი მე და ლუნა გავარდით. კაფეში ჩავედით და მოშიებულზე რაც ვნახეთ ყველაფერი ავიღეთ და ჭამა დავიწყეთ როცა ჩემი ,,ძამიკო" მომიახლოვდა.
- გასუქდები დაიკო
- ეგრე ნუ მეძახი
- თორე რა? - მითხრა და სახე დაასერიოზულა მე კი ფეხზე ავდექი და გავუსწორდი
- თორე კარგი დღე არ დაგადგება - ვუთხარი სრული სერიოზული სახით და თვალებში ჩავხედე
- შენი ადგილი იცოდე გაფრთხილებ - მითხრა და კიდევ რაღაც უნდა ეთქვა როცა ვიღაც სიმპათიური შავ თმიანი, შავ თვალება საყვარელ ტუჩება და კარგი სხეულის მქონე ბიჭი დადგა ჩემს წინ
- თორემ რას იზამ? დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე უსუსურ გოგოსთან? - სრული თავდაჯერებულობით უთხრა ამ ტიპმა ჯინს
- შენ ვინხარ? რატო ეჩრები ჩვენს საუბარში? შენ გკითხო ჩემს შეყვარებულს როგორ ველაპარაკო? - შეყვარებულს????!? ამ სიტყვის გაგონებაზე კინაღამ იმ სახეში ჩავარტყი
- ყოფილი - ჩავუსწორე და ღიმილით შევხედე
- გოგოს არ უნდა შენთან ლაპარაკი აქედან დაიკარგე - უთხრა ჯინს. მან კი უკმაყოფილო სახით შემომხედა და თითქოს თვალებით მითხრა რომ ამით არ დასრულებულა.
- ეს ტიპი მართლა შენი ყოფილია? - მითხრა ბიჭმა და სკამზე დაჯდა
- კი სამწუხაროდ - ვუთხარი და საჭმელს დავხედე - შენ რატომ დამიცავი?
- უბრალოდ - ღიმილით მითხრა და ჩემი საჭმლის ერთი ნაწილი აიღო - მია გქვია ხო?
- ხო...შენ?
- ჯონგუკი - მითხრა და საყვარლად გაიღიმა
- სასიამოვნოა შენი გაცნობა - ვუთხარი და ხელი გავუწოდე მანაც ღიმილით ჩამომართვა. ბიჭი ლამაზი სახის მქონე იყო. პატარა დაბუშტული ტუჩები ქონდა, შავი ყველაფრის მცოდნე თვალები რომელშიც მთელ გალაქტიკას დაინახავდი და მასში ჩაიძირებოდი.
YOU ARE READING
ჩემი ყოფილი, ჩემი ნახევარძმა (დასრულებული)
Fanfiction- მოკეტე შენი ნერვები არ მაქვს - როგორც ჩანს დედაშენმა არ იცის ჩვენზე....მე კი მეგონა დედიკოს გოგო იყავი - ამაზე ნერვები მომეშალა ახლოს მივედი და კბილებში გამოვცარი - მოგკლავ იცოდე ჩემგან თავი შორს დაიჭირე - რამდენიმე საათის წინ სანამ დავშორდებოდით...