9

893 77 31
                                    

ყველაფერი საშინლად მიდიოდა. დღითიდღე უფრო ხშირად მელანდებოდა ჩემთვის ამოუცნობი ადამიანი რომელიც არ ვიცი რას მერჩის....არ ვიცი კეთილი განძრახვა აქვს თუ პირიქით უნდა რომ მოვკვდე??? რა ჯანდაბაა მჭირს?? თვალები მოვჭუდე და ჯინს შევხედე რომელიც ახსნას ითხოვდა თუ რატომ მიმდის სულ გული
- გისმენ - მითხრა ჯინმა და ხელები გადააჯვარედინა
- არდამიჯერებ - საწყლად ვუთხარი და გვერდით გავიხედე - გიჟად ჩამთვლი
- მითხარი მია რას მალავ? რატომ შეიცვალე? საერთოდ რა გჭირს?? - იყვირა რაზეც შევხტი და თვალები ჩამიცრემლიანდა ის კი მიხვდა რომ თავი ცუდად ვიგრძენი და ჩემთან ჩაიმუხლა მისი ხელი ჩემს სახეზე მოუტანა და თავი ამაწევინა - თუ არ მეტყვი შენს დახმარებას ვერ შევძლებ მია უბრალოდ მითხარი რომ ყველაფერი ერთად მოვაგვაროთ
- მპირდები რომ დამიჯერებ?
- კი მიდი გისმენ
- არვიცი ამას რა დავარქვა......ეს დღეებია რაღაც ხმები მესმის ვიღაც შავებში ჩაცმული კი მელანდება. არვიცი რავქნა საშინლად ცუდად ვგრძნობ თავს. მეშინია ჯინ. გიჟი არვარ.....მართლა არვარ გიჟი მაგრამ არვიცი რა მჭირს. გეფიცები გიჟი არვარ - ტირილი დავიწყე და ხელებში ჩავრგე თავი - გიჟი არვარ
- ჩშშშ....- ახლოს მოვიდა და ჩამეხუტა  - ნუ ტირი ყველაფერი კარგად იქნება
- ხომ ისევ გიყვარვარ ჯინ??? - თვალებ აცრემლიანებულმა შევხედე მან კი ოდნავ გაიცინა
- რათქმაუნდა მიყვარხარ ძვირფასო

ლუნას POV
- რატომ? - თვალებში ჩავხედე ჯონგუკს - რატომ უნდა მოგისმინო? - შევხედე ახლახან მოსულ ჯონგუკს რომელიც დაჟინებით მთხოვს რომ მოვუსმინო
- მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრა
- არმაინტერესებს ჯონგუკ - გასვლა ვცადე მაგრამ მისი ძლიერი ხელი5 შემაჩერა
- გითხარი სალაპარაკო მაქვს მეთქი - მისგან ასეთი მკაცრი ნათქვამი არასდროს გამიგია. უკან მომქაჩა და კედელზე მიმახეთქა
- მე კი გითხარი რომ არ მაინტერესებს - ეს ვუთხარი თუ არა არაფერი აღარ უთქვამს პირდაპირ ჩვენი ბაგეები შეაერთა ეს მოულოდნელიც იყო და სასიამოვნოც. ვაღიარებ რათქმაუნდა არ მინდოდა ეს კოცნა შეწყვეტილიყო. რადგან ახლა ნამდვილად კარგად ვგრძნობდი თავს
- ლუნა....მიყვარხარ......მაპატიე ვიცი როგორ გატკინე გული მაშინ როცა გითხარი რომ მია მომწონდა.....იცი...სინამდვილეში სრულიადაც არ მომწონს მია უბრალოდ მაინტერესებდა იმ დღეს რა რეაქცია გექნებოდა...რადგან არაფერი უცნაური მიგრძვნია შენგან ვიფიქრე რომ არაფერს გრძნობდი ამიტომ შევეშვი მაგრამ შემდეგ გავიგე რომ მოგწონდი. მიყვარხარ ლუნა სიგიჟემდე მიყვარხარ შეიძლება ამას ერთი ნახვით სიყვარულიც კი დავარქვათ - მისი შავი საყვარელი თვალებით  შემომხედა. ამას კი ნამდვილად ვერ გავუძელი რადგან მის თვალებში მყოფი გალაქტიკაში მუდამ ვიძირები.
- ჯონგუკ - ვუთხარი და გავიღიმე. მან კი იმედიანი თვალებით შემომხედა მე კი უბრალოდ ჩავეხუტე. მის მკერდს მივეხუტე მან კი მისი დიდი ხელები ჩემს წვრილ წელზე მოაქცია ცხვირი კი ჩემს თმაში ჩარგო და ჩემი სუნამოს ჰაეროვანი სუნი ხარბად შეისუნთქა.
- მიყვარხარ - მითხრა და ლოყაზე ვნებიანად მაკოცა.

ჩემი ყოფილი, ჩემი ნახევარძმა (დასრულებული)Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz