15

682 73 15
                                    

2 თვის შემდეგ :
- მოიცააა უკვე ბევრჯერ აარიდეთ ამ კითხვას თავი - დავიჭირე ხელით ელი რომელიც მუდმივად გაურბის ამ კითხვას
- სხვა დროს იყოს
- გამუდმებით ამას ამბობ.....ახლა კი მითხარი რა ქვია იმ ბიჭს........გაიხსენე ის!!! იქნებ ცოცხალია იქნებ კარგადაა?
- შენ არ გესმის!! - ამოიხვნეშა ისევ ადგილს დაუბრუნდა -, ის ვერ გადარჩებოდა
- რატომ?
- მე კლდესთან დავტოვე.........ბოლოს როცა მის ,,მოჩვენებებზე" ვლაპარაკობდით კლდესთან ვიდექით......ისევ დაეწყო შემოტევები....მე კი.....ჯანდაბა....
- გააგრძელე - ხმამაღლა ვუთხარი
- მე კი შემეშინდა......შემეშინდა რომ მეც თან გამიყოლებდა......შემეშინდა მისი და მოჩვენებების. ამიტომ უკან მოუხედავად გავიქეცი...მივრბოდი თან ვტიროდი, არვიცი სად მივდიოდი მაგრამ გავრბოდი იმ ადგილას აღარ მივსულვარ....მაგრამ ვფიქრობ რომ ის გადავარდა მას შემოტევები ქონდა
- ვის??? ვის რატომ არ ამბობ მის სახელს?? თქვი
- ვერ ვიტყვი!!!
- თქვი ელი - დავეჯინავე და ხელები მძიმედ დავარტყი მაგიდაზე
- ნამჯუნს - თქვა და ტირილი დაიწყო - ნამჯუნი მივატოვე გაიგეეე??? - იყვირა და თავი ხელებში ჩარგო - მე კი მასთან მივედი და ჩავეხუტე
- დარწმუნებული ვარ ცოცხალია - ვუთხარი და უფრო მჭიდროდ ჩავეხუტე. როცა ოდნავ დამშვიდდა ლოგინში ჩავაწვინე და მშვიდად ძილს მიეცა. მე კი ჩემს ოთახში ავედი. ლოგინზე დავწექი და ჭერს ავაშტერდი
,,ნამჯუნი?" ჩავილაპარაკე და ფიქრი დავიწყე ,,ნუთუ ისაა ვისაც მე ვიცნობ?" ვთქვი და ტელეფონს დავხედე სადაც ნამჯუნის მესიჯი მეგულებოდა

ნამჯუნი
გამოხვალ?

მე
კიი......აუცილებლად

ვთქვი და ტელეფონი დავხურე ქვემოთ ჩავირბინე და ელი გავაღვიძე.
- ჰეიი ადექი - ჯაყჯაყი დავუწყე ელის - მიდი მიდი გაიღვიძე გავისეირნოთ
- არმინდა - მითხრა საბანი გადაიფარა და მეორე მხარეს გადაბრუნდა
-, მე გკითხე? ადექიიი ჰეე - ვთქვი და საბანი გადავხადე.
- ოოოოო არმინდა რა - ზოზინით ადგა და ტანსაცმლის კარადა გამოიღო. რაღაც ჩაჩაჩულს იცმევდა მაშინვე გამოვგლიჯე ხელიდან და საყვარელი კაბა მივეცი - რა??
- ეს ჩაიცვი ეგ რასგავს - ვუთხარი და მისი არჩეული ტანსაცმელი უკან გადავყარე. რამდენიმე წუთში უკვე მზად იყო გარეთ გავედით და ნამჯუნის გამოგზავნილ მისამართზე წავედით. არცისე მალე მოვსულვართ. დავინახე ნამჯუნი ზურგით იდგა და ზღვას შეჰყურებდა
- აქ რატომ მოვედით? - მითხრა ელიმ და გაკვირვებულმა მოავლო თვალი გარემოს
- ვიღაც უნდა განახო
- რაა? - წინ გავათრიე და ნამჯუნს მივუახლოვდი უკვე ეტყობოდა რომ ძალიან უკვირდა ელის ჩემი საქციელების.
- ნამჯუნ - უცბად დავიძახე ელის შემოხედვა და ნამჯუნის შემოტრიალება ერთი იყო.
- მია - ღიმილით შემოტრიალდა ნამჯუნი მაგრამ როცა ჩემს გვერდით მყოფი ელი დაინახა სახეზე ღიმილი შეახმა - ეს.....
- მია სახლში წასვლა მინდა - მითხრა ელიმ და წასვლა სცადა მაგრამ ამის უფლება არ მივეცი.
- გაჩერდით ორივე.......კარგად ვიცით რომ ერთმანეთი ისევ გიყვართ - ვთქვი და მათ შევხედე
- კი მართალია ისევ მიყვარს - თქვა ნამჯუნმა და ელის შეხედა - იმის მიუხედავად რომ მან გასაჭირში ზურგი მაქცია მაინც მიყვარს.......იმის მიუხედავად რომ ჩემი ეშინოდა მაინც მიყვარს.....ყველაფრის მიუხედავად მიყვარს - თქვა ნამჯუნმა და ისევ ელის შეხედა რომელსაც თვალები აცრემლიანებული ქონდა. ნელ-ნელა უკან ვიხევდი. ცოტახანში კი მათ მოვშორდი დარწმუნებული ვარ სალაპარაკო ბევრი ექნებათ. წყვილი მარტო დავტოვე მე კი ადამიანებით სავსე ქუჩას გავუყევი პარკი დავინახე და იქ შევედი ერთ-ერთ სკამზე დავჯექი და მომღიმარ ბავშვებს დავუწყე ცქერა.

ჩემი ყოფილი, ჩემი ნახევარძმა (დასრულებული)Where stories live. Discover now