6

1.1K 86 39
                                    

- გაიღვიძე? - გოგონა მის ძმას უკნიდან ჩაეხუტა - მიდი გაიღვიძე!! შუგიტოოოოოო
- ჰმმმ??? - ბიჭმა ამოიხვნეშა და გვერდი იცვალა
- მიდი ადექი თორე მოგხვდება - დაემუქრა გოგონა და კიდევ ერთხელ სცადა ძმის გაღვიძება
- მღვიძავს ჰო - შუგა მიასკენ გადატრიალდა და ღიმილით შეხედა. ტკბებოდა ამ სანახაობით რომელიც დიდი ხანია არ უნახავს. მიას აპუწული თმა, ძილისგან გაბერილი სახე, დაბუშტული ტუჩები და ცხვირი აწითლებული.
- რაა?? ადექიიი!!! მალე - იყვირა მიამ და ბალიში უთავაზა შუგას
- მოგხვდება

∆\∆\∆\∆\∆\∆\∆\∆\∆\∆\∆\∆\∆\∆\∆\∆\∆\∆\∆\∆
მთელი ღამე ვფიქრობდი თვალი არ მომიხუჭავს. ვფიქრობდი მიაზე და იმ ტიპზე რომელიც მიას გვერდით მშვიდად წევს. რატომ ვფიქრობ გამუდმებით მათზე? რატომ მაგიჟებს ის ფაქტი რომ სხვა უყვარს???
დილით გამოუძინებლობის გამო ცუდ ხასიათზე ვიყავი, თავი მოვიწესრიგე და ოთახიდან გავედი. მიას ოთახიდან სიცილის ხმა გამოდიოდა
- ადექი თორე მიიღებ - ეს მიას მომცინარი ხმა იყო.
- მაკოცე და ავდგები - უთხრა იმ ტიპმა. ძალიან მომეშალა ნერვები გაბრაზებული ქვემოთ ჩავედი და გაშლილ სუფრას მივუჯექი.
- დილამშვიდობისა - მითხრა სარამ და თბილად გამიღიმა
- დილამშვიდობისა - ჩუმად ვთქვი და თეფშს დავხედე უაზრო სახით
- რა გჭირს ძვირფასო? უძინარი ხარ? - მითხრა სარამ და საჭმელი გადმომიღო.
- არაფერია - მშვიდად ვუთხარი და ჭამა განვაგრძე რამდენიმე წუთში კი ,,წყვილიც" ჩამოვიდა.
- დილამშვიდობის - მხიარულად თქვა მიამ და ადგილი დაიკავა
- შიგა ძვირფასო როგროც გეძინა? - უთხრა ჩემთვის უცნობს სარამ და ხელზე მოეფერა
- მადლობა კარგად - მომღიმარმა თქვა და მაგიდასთან დაჯდა
- იქნებ მეც გამაცნოთ ვინაა ეს ტიპი? - ყველას ინტერესით შევხედე.
- ეს....- დაიწყო საუბარი სარამ მაგრამ გააჩუმეს
- მე შუგა ვარ მიას შეყვარებული - ვითომ არ ვიცოდი გავიფიქრე და ვითომ გავუღიმე.
- კარგია გილოცავთ წავედი - ვთქვი ავდექი და ჩანთა მოვიკიდე
- ასე ადრე რატომ მიდიხარ ჯინ?
- მადა დამეკარგა - ვუთხარი მამას და გარეთ გავედი. საშინლად ცუდ ხასიათზე დავდექი ჯანდაბა!!! რატომ ვარ ასე??

ჩემი ყოფილი, ჩემი ნახევარძმა (დასრულებული)Where stories live. Discover now