უნივერსიტეტში დღეს ადრე მივედი ლუნაზე ადრეც კი რადგან ვიცოდი ,,მამა" ისევ ჟინს დაავალებდა ჩემს წამოყვანს დღეს კი ნამდვილად აღარ მინდოდა მის გვერდით მგზავრობა. მოსაწყენი იყო ცარიელ აუდიტორიაში მარტო ჯდომა და კედელს მიშტერება. მაგრამ ამავე დროს ეს ყველაფერი სასიამოვნოც კი იყო. თუმცა ვინ დამაცადა? ლუნა შემოვარდა და უკან ჯინი მოყვა რომელიც ამაყად იყურებოდა. როგორც სჩვევია ორივე ხელი შარვლის ჯიბეში მოეთავსებინა, თავი კი მაღლა ჰქონდა აწეული მისი დიდი ტუჩები ოდნავ ღიმილით იყო მოცული, თვალები კი მუდამ მომნუსხველი იყო რომელშიც უთუოდ ჩაიძირებოდი. ერთ წამს ამ სამყაროს მოვშორდი და ჯინს მივაშტერდი სანამ ლუნას ხმა არ გავიგონე
- ალიო....- სახესთან ხელი ამიფრიალა - დაბრუნდი ამ სამყაროში
- შეეშვი ვერ ხედავ ჩემი სიმპათიური სახით მონუსხული რომ არის? - თქვა ჯინმა და მის სახეს ხელი გადაუსვა - მაგრამ როგორ შეიძლება ამ სახით ვინმე მონუსხული არ იყოს? - ღიმილით თქვა და ჩემს წინ გასწორდა. რის გამოც მის თვალებში ისევ ჩავიძირე მაგრამ თავს დავაძალე და გამოვფხიზლდი
- ყოველთვის ასეთი ნარცისი იყავი ჯინ......არასდროს მახსოვს იგივე ჩემზე რომ გეთქვას - ვუთხარი და დაჟინებით ჩავხედე თვალებში
- იმიტორო შენ ლამაზიც კი არ ხარ - თვალებით ამათვალიერა - შენში ქალს ვერასდროს ვერავინ დაინახავს და იცი რატომ? შენზე ბევრად ლამაზი გოგონები არსებობს შენ კი ხელის ჭუჭყი ხარ როგორც ჩემს შემთხვევაში. გაიგე პატარა ქალბატონო? - მითხრა და სიცილით გვერდი ამიარა. მე კი ტირილით გავვარდი აუდიტორიიდან. სად უნდა წავსულიყავი? არვიცოდი ამიტომ სახურავზე ავედი სადაც თავს ყველაზე მშვიდად ვგრძნობ. იქვე დავჯექი და გარემოს თვალი მოვავლე. ყოველ წამს ჯინის სიტყვები მიტრიალებდა თავში ,,ხელის ჭუჭყი ხარ" ნუთუ მთელი ეს დრო ასე ფიქრობდა? ნუთუ ასეთი ნაბიჭვარია? თვალებიდან მარილიანმა წყალმა დაიწყო სვლა. ყველა ჩემი და ჯინის მომენტი გამახსენდა ის მართალია მე მისთვის ყოველთვის ხელის ჭუჭყი ვიყავი. თავის თავზე შეყვარებული იდიოტია. თავი მუხლებში ჩავრგე და ტირილი განვაგრძე როცა ზურგზე შეხება ვიგრძენი მეგონა ჯინი იქნებოდა მაგრამ როგორ შევცდი? ის ხომ ამაყია არა?
- მია? რატომ ტირი?
- ჯონგუკ - ჩუმად ტირილით ჩავიჩურჩულე - რატომ მოხვედი?
- ლექციაზე არ იყავი.......ამიტომ შენი მოძებნა გადავწყვიტე - მითხრა და გვერდით მომიჯდა - ვინ ჩაიდინა ეს?
- რას გულისხმობ?
- ვინ აგატირა? გინდა ვცემო? - საყვარლად მითხრა. მისი პატარა ტუჩები დაბუშტა და თვალები მომაპყრო რომელშიც მთელ გადაქტიკას ვხედავდი.
YOU ARE READING
ჩემი ყოფილი, ჩემი ნახევარძმა (დასრულებული)
Fanfiction- მოკეტე შენი ნერვები არ მაქვს - როგორც ჩანს დედაშენმა არ იცის ჩვენზე....მე კი მეგონა დედიკოს გოგო იყავი - ამაზე ნერვები მომეშალა ახლოს მივედი და კბილებში გამოვცარი - მოგკლავ იცოდე ჩემგან თავი შორს დაიჭირე - რამდენიმე საათის წინ სანამ დავშორდებოდით...