სახლში მივედი თუ არა მაგიდაზე მჯდომი დედა და მამა დამხვდნენ. დედა ტიროდა მამა კი მას ამშვიდებდა. მათთან ახლოს მივედი და წინ დავუდექი მაშინვე მათი ყურადღება მივიქციე.
- რახდება?
- გაიქცა - მაშინვე მითხრა მამამ და დედას დამშვიდებას ეცადა - მია გაიქცა.
- რაა?? როგორ?? სად??? ჯანდაბაა ვიცოდი რომ რაღაც მოხდებოდა - ყვირილი და ნივთების აქეთ-იქით მოყრა დავიწყე. დედამ კი ამის გამო უფრო უმატა ტირილს ბოლოს კი ჩემთან მოვიდა და ჩასისხლიანებული თვალებით შემომხედა
- ის ჩემი შვილია!!! მეც ვდარდობ მასზე!!! მაგრამ გაიგე!!! გაიგე რომ ის გიჟიააა!!
- მია გიჟი არ არის!!! გაიხსენე!! გაიხსენე რას გეხვეწებოდა როცა იქ უშვებდით რას გეუბნებოდათ ,,მე გიჟი არ ვარ" ხომ ასეა???? არცერთმა დაუჯერეთ.
- და რომელი გიჟი იტყვის რომ გიჟია?? - ამჯერად მამა მოვიდა და წინ დამიდგა - რომელი აღიარებს რომ ფსიქიკურად შეშლილია
- მას ჩვენი დახმარება სჭირდებოდა მამა მაგრამ ზურგი აქციეთ!!! - ვუყვირე და ორივეს გადავხედე
- განა შენც იგივე არ გააკეთე??? განა შენც ზურგი არ აქციე?? სად იყავი როცა თავს ცუდად გრძნობდა??? ან ვის გამო ტიროდა იმ დღეს??? - ამჯერად მეც და მამაც ერთმანეთს დავუპირდით
- ჰო ჩემს გამო. მე ავატირე მაგრამ თქვენგან განსხვავებით მე მისი მჯეროდა!!! მჯერა რომ ის გიჟი არ არის!!! მაგრამ ახლა როგორ ვიპოვო??? ვინ იცის სად ზის მოღუშული სახით.....ვინ იცის თქვენზე რას ფიქრობს??? იქნებ როგორ უჭირს?? მაგრამ თქვენ მას არ დაუჯერეთ. - ბოლო სიტყვები ვუთხარი და გარეთ გამოვვარდი თუმცა გარკვევით მომესმა მამას შეძახილი ,,ის გიჟია" გიჟი!!! გიჟი!!! მია გიჟი არ არის!!!მიას POV
- აიღე - ელიმ ჩაი დამიდო და წინ დამიჯდა - იმედია მოგეწონება - საყვარლად გამიღიმა და ჩაი მოსვა
- ვერ ვხვდები რატომ მეხმარები?? წესით ახლა საპყრობილეში უნდა ვიყოთ და წამლებს მასმევდეთ - ამაზე ჩაეცინა
- მისმინე დიდი ხნის წინათ ბიჭი გავიცანი რომელსაც იგივე სჭირდა.....ნელ-ნელა ერთმანეთი შეგვიყვარდა თუმცა ყოველთვის მისი ,,მოჩვენებები" ხელს გვიშლიდნენ. არავის სჯეროდა მისი გარდა მე. მენდობოდა თუმცა მისი მეშინოდა......ამიტომ მივატოვე......
- მიატოვე? - ლაპარაკი გავაწყვეტინე ელის - როგორ თუ მიატოვე??? მას ხომ შენი დახმარება ასე სჭირდებოდა??? შენი სიტყვების როგორ არ გცხვენია??
- შენ არ გესმის...მე მისი მეშინოდა...მეშინოდა რომ ისიც და მეც მის ,,მოჩვენებებს" შევწირებოდით. ამიტომ ვამჯობინე მისგან წასვლა გესმის? მე არ შემეძლო მასთან ყოფნა
- შენ უნდა დახმარებოდი
- მე ვერ დავეხმარებოდი!! - ხმამაღლა მითხრა რაზეც ცოტა შევკრთი ფეხზე წამოვდექი და ვუთხარი
- გარეთ გავალ. მალე დავბრუნდები - მშვიდად ვუთხარი
- ,,ის" რომმ მოვიდეს? - მითხრა და საწყალი სახით შემომხედა
- როგორმე გავუმკლავდები - ვუთხარი ქურთუკი ავიღე და გარეთ გავედი. ხალხი ერთმანეთში ირეოდა მშვიდად მივდიოდი და ქალაქის ლამაზ ადგილებს ვაშტერდებოდი. რა უნდა ვქნა?? მოგერევი ჩემს ,,მოჩვენებებს?" იქნებ საერთოდ წავსულიყავი??? მომენატრა!!! მაშინვე ჯინი გამახსენდა როცა წყვილი დავინახე რომელიც ერთმანეთს ეალერსებოდა. რამდენიმე წუთი მივაშტერდი და გზა განვაგრძე. ,,ნეტავ ახლა რას შვება?" ჩუმად ჩავილაპარაკე და გზა განვაგრძე მოულოდნელად სიმღერის ხმა შემომესმა მეც იქით წავედი. პატარა სცენაზე წამყვანი იდგა ხელში მიკროფონი ეჭირა და ღიმილით საუბრობდა
- მეგობრებო კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ტარდება კონკურსი ✨ ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია იცეკვოს...ჩვენს რჩეულს კი პრიზები გადაეცემა.....გთხოვთ. - რამდენიმე წუთი სიჩუმე იდგა შემდეგ კი სცენაზე მაღალი ბიჭი ავიდა. თეთრი თმებითა და საყვარელი ღიმილის მქონე.
YOU ARE READING
ჩემი ყოფილი, ჩემი ნახევარძმა (დასრულებული)
Fanfiction- მოკეტე შენი ნერვები არ მაქვს - როგორც ჩანს დედაშენმა არ იცის ჩვენზე....მე კი მეგონა დედიკოს გოგო იყავი - ამაზე ნერვები მომეშალა ახლოს მივედი და კბილებში გამოვცარი - მოგკლავ იცოდე ჩემგან თავი შორს დაიჭირე - რამდენიმე საათის წინ სანამ დავშორდებოდით...