დილით არც ისე ადრე გამღვიძებია. არც ვჩქარობდი თვალების გახელას მაგრამ ძილი გამიტყდა ამიტომ იძულებული გავხდი. თვალები გავახილე და ბოლო ხმაზე ვიყვირე
- ააა ჯანდაბა - ვთქვი და მკერდთან ხელი დავიდე - გაგიჟდი შემაშინე
- შე გამოქლიავებულო არ უნდა მითხრა რომ ქორწინდები
- ჯანდაბა გეტყოდი ასე შეშინება რასაჭირო იყო ნორა? - დავიჯღანე და ფეხზე ავდექი
- ვის მიყვები ცოლად? - ჩემი დაქალი კითხვების სმას არა და არ წყვეტდა
- გეტყვი ოღონდ კივილი არ დაიწყო
- კარგი მიდი
- პაკ ჯიმინს
- რააა?? - ბოლო ხმაზე იღრიალა - ღადაობ??? აუუ რამაგარია - ჩემთან მოვიდა და ხელზე ჩამეჭიდა უკვე ვიცოდი რაც უნდა ექნა - ჯონგუკთან საქმე ჩამიწყვე რა ხომ იცი ჯიმინის ძმა დიდი ხანია მიყვარს.
- საქმე როგორ ჩაგიწყო? - სიცილი დავიწყე
- ჰოო ეგ შენ მოიფიქრე - მითხრა და კმაყოფილი დავარდა ლოგინზე - იმედია არ ჩატყდა ხო? - სიცილი დაიწყო მეც ავყევი. გარდერობიდან ტანსაცმელი გამოვიღე და თავი მოვიწესრიგე.- აბა სად მივდივართ? - თვალების პარპარით ვუთხარი ნორას.
- ჰმმ იქნებ მოლში სადმე? ვიშოპინგოთ?
- არგეზარება?
- არა წამო კაბები გვაქ ასარჩევი - მითხრა და კარში გამაგდო
- რისთვის?
- შენი ქორწილისთვის - მითხრა და კიბეებზე ჩაიქროლა მეც მას გავყევი.
- დედა გავ.....- სიტყვა ვერ დავამთავრე როცა სამზარეულოში მჯდარი ჯიმინი დავინახე - გამარჯობა - ვუთხარი და დედას შევხედე. არაფერი უთქვამს ჯიმინს ისე წამოდგა ფეხზე შარვლის ჯიბეში ხელები ჩაიწყო და მითხრა
- დღეს საყიდლებზე მივდივართ
- მივდივართ?
- ხო
- ვინ მე და შენ? - ხელით ვანიშნე ჩემზე და ჯიმინზე
- კი - მოკლედ მითხრა და დედაჩემს გაუღიმა
- საჭირო არ არის ნორასთან ერთად წავალ - ღიმილით ვუთხარი და ნორას ხელი დავავლე
- მაშინ მე შენ და ნორა საყიდლებზე მივდივართ - თქვა ღიმილით და წინ წავიდა - მალე მანქანაში - თითქოს ბრძანებითი ტონით გვითხრა. ნორას შევხედე რომელსაც ყურებამდე ქონდა ასული ღიმილი
- წადით ჯიმინი არ ალოდინოთ - გვითხრა დედამ და სახლიდან გაგვაგდო. დღეს ნამდვილად არ მელის კარგი დღე. მანქანასთან მივედით ჯიმინი არ იყო ჩამჯდარი რაც ძალიან გამიკვირდა. ნორა უკან ჩახტა მეც გვერდით ვაპირებდი დავმჯდარიყავი. მაგრამ ჯიმინმა წინა კარი გააღო და ჩაახველა.
- რა? - ვუთხარი და კარს შევხედე
- მანდ არა აქ - მშვიდად მითხრა მე კი ჩავიხვნეშე და წინ დავჯექი კარები მოკეტა და გვერდით დაჯდა. - სიჩქარის ხომარ გეშინიათ?
- არა - უცბად წამოიყვირა ნორამ. შემდეგ ჯიმინმა მე შემომხედა
- ააარრრაა - გაწევით ვუთხარი არადა საშინლად მეშინია სიჩქარის მაგრამ ამ იდიოტს არ ვაფიქრებინებდი რომ მშიშარა ვარ. საშინლად სწრაფად მიდიოდა გული სადაც იყო გადმომივარდებოდა ვცდილობდი არ შემემჩნია გამომდიოდა მაგრამ შინაგანად უკვე ვკვდებოდი. ცოტაც და მიხვდებოდა რომ მეშინოდა მაგრამ უკვე ადგილზე მივედით. სწრაფად გადმოვხტი მანქანიდან და ჰაერი მძიმედ ჩავისუნთქე
- რამოხდა? - ჯიმინი წინ დამიდგა
- არაფერი მანქანაში უჰაერობა იყო - ვუთხარი კი ჩემთან ახლოს მოვიდა და მითხრა
- შენ არიცი ქორწილის მერე რამდენი უჰაერობა გელის - გვერდულად ჩაიცინა. რაოო??? ახლა რომ მოგვარდები და მაგ შავ თმებს გადაგპარსავ მერე ვნახოთ როგორ იქნები იდიოტო. გულში ბოლო დონეზე გავლანძღე თავი დავიმშვიდე და უკან გავყევი.
YOU ARE READING
იძულებითი სიყვარული? ( დასრულებული)
Action- შვილო მე და მამაშენმა ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ რომ უნდა შეუღლდეთ........ - რაა?? - ვთქვი და გაკვირვებული შევხედე ყველას. ეს ჯიმინი კი უბრალოდ კმაყოფილი იღიმოდა რა აცინებს კრეტინს - დამშვიდდი მინჯი ამას შენს სასიკეთოთ ვაკეთებთ - მითხრა მინჰომ და...