14

769 75 48
                                    

ბიჭი განადგურებული იყო. მასაც ქონდა რამდენიმე ნაიარევი ექიმები კი თხოვდნენ რომ უფლება მიეცა მათთვის ჭრილობები დაემუშავებინათ მაგრამ ბიჭი მუდამ უარით ისტუმრებდა და ექიმებს ელოდებოდა როდის ეტყოდნენ გოგონას მდგომარეობას.
წუთები და წამები იწელებოდა გეგონება საუკუნეა. ასე ზის ჯიმინიო. ყოველ წამს ელოდება ექიმის გამოსვლას და აი როგორც იქნა გამოვიდა კიდევაც.
- რახდება ექიმო?
- ორივე მათგანის გადარჩენა მოვახერხეთ თუმცა გოგონა კომაში ჩავარდა რადგან ძლიერად დაარტყა თავი.
- ორივე მათგანის? - ბიჭის გონებაში არეულობა ხდებოდა ორივე? რას ნიშნავს ორივე?
- გოგონა ფეხმძიმედაა საბედნიეროდ ორივეს გადარჩენა მოხერხდა.
- ფეხმძიმედ? - ბიჭს თან ეღიმებოდა და თან წუხდა - შეიძლება მინჯი ვნახო?
- დიახ პალატაში გადაიყვანენ და შეგიძლიათ მოინახულოთ
- მადლობთ.

პალატაში გადაიყვანეს თუ არა მინჯი მაშინვე მასთან მივიდა ჯიმინი და მისი ცივი ხელი ხელებში მოიქცია.
- მალე გაიღვიძე კარგი? ძალიან მინდა შენთან საუბარი - თქვა ბიჭმა და ცრემლი ჩამოუგორდა - რატომ არ მითხარი პატარა თუ გვეყოლებოდა? - თქვა და მინჯის მუცელზე ხელი მოუსვა - ნეტავ გოგოა თუ ბიჭი? გოგო რომ იყოს შენნაირი ლამაზი იქნება. - ბიჭი მთელი საღამო ელაპარაკებოდა მინჯის ისე თითქოს ყველაფერი ესმოდა.

ყოველ დღე მის საყვარელ ადამიანს ნახულობდა. ყოველ დღე ვიღაც იყო მინჯის პალატაში. არასდროს იყო მძინარე მინჯი მარტო. მეგობრები, ნათესავები და ჯიმინი! მუდამ მასთან იყო. აკვირდებოდა მინჯის. რომელიც ნელ-ნელა ორსულობის გამო იმატებდა. ასევე მის მუცელს რომელიც საყვარელ ბურთს მოგაგონებდა. მუცელზე ეფერებოდა და მათ პატარა შვილს რაღაცეებს უყვებოდა. ახლა ისევ ისე ზის და მის პატარა ოჯახს ესაუბრება. მოულოდნელად შეჩერდა და მინჯის ხელს შეხედა რომელმაც ჯიმინს ხელი დაადო.
- მინჯი? - ხმადაბლა თქვა ჯიმინმა და მასთან ახლოს მიიწია თუმცა მინჯის თვალები ჯერ კიდევ დახუჭული ქონდა - გამოფხიზლდი? - ისევ ჩუმად გაუმეორა ჯიმინმა
- ჯიმინ - ხმადაბლა თქვა მინჯიმ და ამოიოხრა.
- აქვარ....აქვარ მინჯი  - თქვა დ აგოგონას ხელზე მსუბუქად მოუჭირა - აქვარ პრინცესა.  -  და აი გაახილა მინჯიმ თვალები გარშემო მოჭუტული თვალებით მიმოიხედა და ჯიმინს შეხედა რომელსაც თვალები ჩაწითლებული ქონდა - კარგად ხარ?
- კი....კარგად ვარ....ბავშვი როგორ არის?
- კარგად საბედნიეროდ
- დიდი ხანი მეძინა?
- ხუთი თვეა
- კარგი - ჩუმად თქვა მინჯიმ და მუცელს შეხედა. ამის შემდეგ ხმა არ ამოუღია მინჯის ჯიმინს კი ეს სიჩუმე აგიჟებდა. ამიტომ მანვე ამოიღო ხმა.
- რაგგჭირს მინჯი? რატომ არ იღებ ხმას? მე ხომ ამდენი ხანია არ მინახიხარ?
- და რატომ ხარ ახლა აქ?
- რას ნიშნავს რატომ ვარ აქ?? ვერ ხვდები?
- ვერ ვხვდები რატომ ხარ იმ ქალთან ვინც აღარ გიყვარს!!!! - ზედმეტად ხმამაღლა წარმოთქვა ეს სიტყვები მინჯიმ რამაც ჯიმინში გაკვირვება და გაბრაზება გამოიწვია
- საერთოდ რეებს ბოდავ?? საერთოდ რა გჭირს??
- რა მჭირს?? ეს მე უნდა გკითხო იმ მივლინებაში იმისთვის წახვედი რომ ჩემთვის გეღალატა? იმისთვის მომიშორე თავიდან რომ ვიღაც გოგოსთან გართობილიყავი იმ დღეს??? გეკითხები ჯიმინ!!!
- ხო გიღალატე მაგრამ ეს განძრახ არ გამიკეთებია.
- შენი აზრით ამ სისულელეს დავიჯერებ ჯიმინ??? ან როგორ დავიჯერო იმის შემდეგ რაც ფოტოები და ვიდეოები ვნახე!
- რაა?
- რაც გაიგონე!!! აქედან წადი შენი დანახვა აღარ მინდა
- მინჯი მომისმინე
- წადი! - იყვირა  მინჯიმ ჯიმინმა კი გამწარებული სახით დატოვა პალატა და ნორას დაურეკა რომ მინჯისთან მისულიყო. რათქმაუნდა ნორაც მალე მივიდა მინჯისთან გოგონა კი ცხარე ცრემლებით ტიროდა.
- კარგი დამშვიდდი იქნებ მართლა შემთხვევით მოხდა ყველაფერი?
- კარგი რა შენ რა მაგის გჯერა? - უემოციო სახით წარმოთქვა მინჯიმ და მუცელს დახედა - საერთოდ არ გვჭირდება მე და ჩემს პატარას  ჯიმინი.
- მაგრამ მინჯი
- არავითარი მაგრამ! როგორც კი გამწერენ აქედან წავალ
- წახვალ? სად?
- ბილეთებს დავჯავშნი დღეს და  საფრანგეთში წავალ ასე უკეთესი იქნება ჩემთვისაც და მისთვისაც არ მინდა ბავშვის გამო იყოს ჩემთან
- არ ინანო შემდეგ მინჯი
- არ ვინანებ  - მტკიცედ თქვა გოგონამ და კარებს მიაშტერდა.

ჯიმინის POV
გამწარებული გამოვარდი საავადმყოფოდან და ბიჭებთან მივედი. ვიცი მინჯი არ დაიჯერებს სანამ მტკიცებულებებს არ ვანახებ ამიტომ აუცილებლად უნდა დავუმტკიცო რომ მე ის მიყვარს. არ დავუშვებ რომ ჩემი ოჯახი დავკარგო.
- ბიჭებო გთხოვთ რამე უნდა გავაკეთო - სათითაოდ გადავხედე ყველას.
- იმ სასტუმროს კამერები ქონდა? - ინტერესით იკითხა შუგამ
- კი
- მერე დებილი ხარ? გამოაგზავნინე ჩანაწერები და მინჯის ანახე
- დიდი დრო დასჭირდება სავარაუდოდ - ვთქვი და ვისკი მოვსვი
- და გარბის სადმე მინჯი? - ირონიულად ჩაიცინა შუგამ
- არა
- ხოდა მიდი დღეს თავი განიტვირთე ხვალ კი ჩანაწერები ხელში გექნება - მითხრა ჰოსოკმა და თვალი ჩამიკრა
- მადლობა - ვუთხარი და მთლიანი ჭიქა ვისკი დავლიე.

რამდენიმე დღის შემდეგ :
მინჯის POV
დილით ადრე გამეღვიძა. დღეს კარგად გამოძინებული ვარ  და მიხარია რადგან დღეს საავადმყოფოდან მწერენ როგორ იქნა მოვშორდები ამ საზიზღარ ადგილს და სეულს! დღეს ჩემი ფრენაა ნივთები მზად მაქვს ამიტომ პირდაპირ აეროპორტში ვაპირებ წასვლას.
ჩემს ოთახში ნორა შემოვიდა და ლოგინზე დაჯდა.
- დარწმუნებული ხარ შენს გადაწყვეტილებაში? - ნაწყენი ხმით მითხრა და ამოიხვნეშა
- კი...ხომ იცი ყოველთვის შეგეხმიანები - ვუთხარი და ჩავეხუტე.
- და ბავშვისთვის მგზავრობა რომ არ შეიძლება რატომ რისკავ? - ამაზე პასუხი არ დამიბრუნებია - კარგი წავიდეთ? - თქვა ნაღვლიანმა
- კი - მოკლედ ვუთხარი და პალატა დავტოვე. არმინდოდა წასვლა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა არ მინდოდა იქაურობა დამეტოვებინა. ყველაფერს გაურბიხარ! ვიცი მაგრამ არ შემიძლია მოღალატეს თან ყოფნა. ვიცი დამაკლდება ჯიმინი! ვიცი მომენატრება!! ვიცი მალევე გამახსენდება ყველა ის მომენტი რაც კი გვქონია მაგრამ ყველაფერი დამავიწყდება თანდათან ხომ ასეა?? ყველაფერი წარსულში დარჩება და მე და ჩემი პატარა ბედნიერები ვიქნებით!

---------------------------------------------------------
ჰომ და ჰომ......ესეც ახალი თავი სავარაუდოდ მალე დამთავრდება ❤️

V o t e.
C o m m e n t. 


იძულებითი სიყვარული? ( დასრულებული)Where stories live. Discover now