13

789 73 78
                                    

1 დღით უკან :
ჯიმინის POV
დღეს ჩემთან რამდენიმე მეგობარი მოვიდა და კლუბში წასვლა შემომთავაზეს. ძალიან არ მინდოდა მაგრამ მაინც გავყვევი რადგან საქმეები თითქმის აღარ მქონდა.......როდესაც მივედით იგივე სიტუაცია დაგვხვდა სასმელებისა და სიგარეტის სუნი ერთმანეთში ირეოდა. გოგონები კი ბიჭებს უხტებოდნენ კალთაში.
ჩვენ მაგიდას მივუსხედით ზუსტად მაგ დროს კი მინჯიმ დამირეკა....არმინდოდა ეფიქრა რომ ვატყუებდი ამიტომ ეზოში გავედი სწრაფად ვუპასუხე და სწრაფადვე ვუთხარი რომ არ მეცალა! შიგნით დავბრუნდი და დალევა განვაგრძე....

მეორე დღე :
თავი საშინლად მტკივა ნელა ვახელ თვალებს და სრულიად განსხვავებულ ოთახს ვხედავ?!?! სად ვარ? აქ რა მინდა??? ან რატომ არაფერი მაცვია? გვერდით მივიხედე და დავინახე გოგო რომელსაც ჩემს გვერდით ეძინა. მოიცა გუშინ რა მოხდა??? ნუთუ???.....კი მაგრამ მაგდენიც არ დამილევია!!!! გახსენება ვცადე მაგრამ უშედეგოდ, მხოლოდ ის მახსოვდა როგორ ვსვამდი ბიჭებთან ერთად ხოლო მაგის მერე არაფერი მახსოვს.
იქედან სწრაფად წამოვედი და როცა სამსახურში მივედი მინჯის დავურეკე.
ძალიან უხეშად მელაპარაკა. რა მოუვიდა? გავარკვევ!! მაგრამ ჯერ ის უნდა გავარკვიო რა მოხდა გუშინ.

ახლა :
ჯიმინის POV
სახლში გახარებული მივედი რადგან მინჯი ძალიან მომენატრა კარებზე ზარი დავრეკე კარი კი დედამისმა გამიღო.
- გამარჯობა ჯიმინ - მითხრა და გამიღიმა
- გამარჯობათ - სახლში შემიპატიჟა მე კი მაშინვე მთავარ კითხვაზე გადავედი - მინჯი სად არის?
- ოთახში ძინავს - მითხრა და მეორე სართულისკენ აიხედა. მეც სწრაფად ავიღე საჩუქარი რომელიც მინჯის ჩამოვუტანე და მეორე სართულზე ავედი. კარები შევაღე და შიგნით ღიმილით შევედი მაგრამ მაშინვე შემეცვალა სახე როცა მხოლოდ არეული ლოგინი დავინახე იქ კი მინჯი არ იყო. სწრაფად აბაზანაში შევედი მაგრამ არაფერი! იქაც არავინ იყო ,,სად არის?" ჩავილაპარაკე და ქვემოთ ჩავირბინე.
- რამოხდა შვილო? - მითხრა მინჯის დედამ
- ის ოთახში არ არის! სად არის მინჯი??!!?!! - ხმამაღლა ვიკითხე. ვიგრძენი ბევრი მომივიდა. - მაპატიეთ - ვუთხარი შეშინებულ ქალს და მეორე სართულისკენ გავიხედე - სად არის მინჯი?!??! - ვთქვი და თმებში ხელი შევიცურე.
- შვილო...მე...- ქალმა ატირებული შემომხედა. - არვიცი ოთახში იყო....სად არის ჩემი გოგონა??
- არვიცი არვიცი....- ვთქვი და აქეთ-იქით სიარული დავიწყე

იძულებითი სიყვარული? ( დასრულებული)Where stories live. Discover now