- აი ახლა ამ პოპკორნს თავზე გადაგაყრი - დივანზე მდგომი დავემუქრე ჯიმინს
- საერთოდ ახლა იცოდე კარგი დღე არ დაგადგება - თითის ქნევით მითხრა ჯიმინმა. მეც აღარ დავუთმე და ჯიმინს თავზე გადავაყარე მთლიანი პოპკორნი.
- ჯანდაბა ახლა მე შენ - მითხრა და მთლიანად წვენი გადამასხა
- იდიოტი ხარ წვენი როგორ გადამასხი? სულელო - ვუყვირე და ხელი ვკარი.*Flashback*
- ეს გოგო ნამდვილი იდიოტია - თქვა ჯიმინმა და ფილმში მონაწილე გოგოზე ანიშნა
- რატომ? უყვარს განა სიყვარული დანაშაულია? - ძალიან მშვიდად ვუთხარი
- საერთოდ სიყვარული და გოგოები ეს ორი ერთად ძალიან სულელურად ჟღერს
- უბრალოდ უგულო ხარ. რომელმაც სიყვარულზე არაფერი იცის - ოდნავ ხმამაღლა ვუთხარი მას კი ჩემი სიტყვები არ ესიამოვნა
- სიტყვები შეარჩიე - მიყვირა მეც არ დავაკელი და ვუყვირე
- თორე რას მიზამ? - მან კი პოპკორნი აიღო და თავზე დამაყარა აი აქედან დაიწყო ჩვენი ჩხუბი*Flashback end*
გარეთ გაბრაზებული გამოვედი საშინლად ციოდა თან სულ სველი ვიყავი. ნორა რათქმაუნდა მე გამომყვა. თითქმის კანკალის პირას ვიყავი ისე ციოდა.
- რატომ არ დაუთმე? - მითხრა ნორამ
- და რატომ უნდა დამეთმო? იდიოტია.
- ნამდვილად ვერ იცხოვრებთ კარგად თქვენ ორნი
- ეს ისედაც ვიცი მისი ატანა უბრალოდ ძალიან რთული იქნება
- აჰჰ - თქვა და ჩამეხუტა.
არცისე მალე მიბსულვართ ფეხით სახლში. რადგან ძალიან გვიანი იყო ნორა ჩემთან დარჩა. მაშინვე აბაზანაში შევვარდი. მე და ნორამ პიჟამოები ჩავიცვით და ლოგინზე დავჯექით.
- არადა ერთი შეხედვით ანგელოზი მოგეჩვენება - თქვა ჯიმინზე ნორამ
- კიდევ არ ვიცით რა იმალება მის ვითომდა ,,კეთილი" სახის მიღმა - ვთქვი და ფეხებს დავაჩერდი რა დროსაც დედა შემოვიდა.
- არ გძინავთ საყვარლებო? - დედა ოთახში შემოვიდა და ისიც გვერდით დაგვიჯდა - როგორი დრო გაატარეთ?
- ამაზე ლაპარაკიც არ ღირს - ვთქვი და თვალები ავატრიალე
- კარგი - ღიმილით თქვა ნორამ სიტუაციის გამოსასწორებლად
- შვილო შაბათს ქორწილია - მითხრა დედამ
- კარგი - ვუთხარი და ლოგინში ჩავწექი - ყველაფერი მზადაა შაბათისთვის ამიტომ მხოლოდ დალოდებაღა დარჩა - თქვა დედამ და უკვე ჩაწოლილ მე და ნორასთან მოვიდა საბანი გაგვისწორა გაგვიღიმა და ოთახიდან გავიდა.
- მშვენიერია ორი დღე და ჩემი ტანჯვა იწყება - ვთქვი მობეზრებულად
- კარგი ეძებე რა - ნორამ ესღა თქვა გადატრიალდა და დაღლილს ჩაეძინა. შუქი გამოვრთე და მეც თვალები მოვხუჭე. მაგრამ ვერაფრით ვიძინებდი რატომ? მეც არ ვიცი იქნებ იმიტომ რომ მალე ქორწილი მაქვს? ან იქნებ იმიტომ რომ ჩემი მომავალი ქმარი პაკ ჯიმინია? არვიცი მაგრამ რაღაც არ მასვენებს. რა იმალება ჯიმინის კეთილი სახის მიღმა? როგორ ვიცხოვრებ მასთან? ,,აჰჰ ჯანდაბა" ჩავიჩურჩულე და გვერდი ვიცვალე. მაგრამ არა და არ მეძინებოდა ამიტომ ინსტაგრამზე შევედი თუმცა კარგი არაფერი დამხვდა ყველგან ერთი და იგივე სტატია იყო.

ESTÁS LEYENDO
იძულებითი სიყვარული? ( დასრულებული)
Acción- შვილო მე და მამაშენმა ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ რომ უნდა შეუღლდეთ........ - რაა?? - ვთქვი და გაკვირვებული შევხედე ყველას. ეს ჯიმინი კი უბრალოდ კმაყოფილი იღიმოდა რა აცინებს კრეტინს - დამშვიდდი მინჯი ამას შენს სასიკეთოთ ვაკეთებთ - მითხრა მინჰომ და...