11

903 80 132
                                    

და ყველა ჩვენი მეგობარი სახლში შემოვარდნენ.
- რახდება? - ვთქვი და კარები დავკეტე
- დღეს უნდა გავერთოთ ამიტომ დრო ერთად გავატაროთ - თქვა მხიარულად ჰოსოკმა და ჩიფსი ჩაიდო პირში. ჯიმინი ჩემთან მოვიდა წელზე ხელი შემომხვია და ჩუმად მიჩურჩულა.
- ესეც ჩვენი მარტობაა - ამაზე გამეცინა ლოყაზე ვაკოცე და ბავშვებთან მივედი.
- აბა რა ვქნათ?
- როგორც ჩანს ფილმს უყურებდით ამიტომ ჯერ ფილმს ვუყუროთ და შემდეგ მოვიფიქროთ
- კარგი გოგონებო წამოდით სასუსნავებზე - რამდენიმე წამში ყველაფერი მისაღებ ოთახში მაგიდაზე ეწყო. ყველა შევიკრიბეთ ზოგი ძირს დაჯდა ზოგიც დაწვა. დივანზე კი რამდენიმე თუ ვიჯექით. ყველგან შუქები ჩავაქრეთ გარშემო ბალიშები მოვყარეთ და პლედები მოვიფარეთ.

არაჩვეულებრივი იყო! ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად მყუდროდ ვიყავი. ამაზე კარგი განა რა არის? ჯიმინს ვეხუტებოდი და მის სახეს ვუყურებდი რომელიც ფილმის გამო ემოციებს ვერ მალავდა. ხშირად წამოიყვირებდნენ ხოლმე.

,,მანდ არ შეხვიდე"

,,მოგკლავს"

,,ეს გოგო ნამდვილი სულელია"

,,ასე უნდა სიკვდილი?"

,,ოოო ხო ვაფრთხილებდი"

ამაზე კი ყველა სიცილით ვიგუდებოდით. რამდენიმე ფილმს ვუყურეთ ფილმის ბოლოს კი კინკლაობა დაიწყო ჯონგუკსაა და ჰოსოკს შორის
- ამდენი სპრაიტი რამ დაგალევინა?? ეს ჩემთვის იყო - იყვირა ჰოსოკმა
- შენ რომ რძე დამილიე?? ახლა იყავი ეგრე - ენა გამოუყო ჯონგუკმა და სხვა მხარეს გაიხედა
- მე არ დამილევია
- ხოდა არც მე არ დამილევია სპრაიტი
- შე ლაწირაკო - დაიძახა ჰოსოკმა და ბალიში ესროლა ჯონგუკს. რათქმაუნდა არც ჯონგუკი დარჩა ვალში და ორი ბალიში ერთად ესროლა და აი როცა შუგას მოხვდა მეორე ბალიში მაშინ დაიწყო ბალიშებით ბრძოლა. ყველა ერთმანეთს ვესვროდით. ძალიან კარგად გავერთეთ. მთელ ოთახში თეთრი ბუმბულები ეყარა. ბიჭები კი არადა არ ჩერდებოდნენ.

იძულებითი სიყვარული? ( დასრულებული)Where stories live. Discover now