10

1K 84 132
                                    

- დღეს მინჯის დაბადების დღეა - სიხარულით ვთქვი და ნორას შევხედე
- და მე რა მევალება?
- უბრალოდ მინჯი სახლიდან წაიყვანე საღამომდე დანარჩენს მე მივხედავ
- კარგი კარგი - მითხრა და მეორე სართულზე ავიდა მინჯისთან მე კი უცებ ბიჭებს დავურეკე და ვთხოვე მოსულიყვნენ

მინჯის POV
დღეს უცნაურად ვიყავი. ჩემი დაბადების დღეა მაგრამ არავის არ ახსოვს.......ცოტა საწყენია და რათქმაუნდა მწყინს კიდევაც. ახლა კი ჩემს დაბადების დღეზე ლოგინზე ვწივარ და უემოციოდ ვუყურებ კედელს. ასე ვფიქრობდი სანამ ჩემი ოთახის კარი არ გაიღო და ნორა არ შემოვიდა.
- ჰეი გღვიძავს? - მეც ღიმილით  წამოვდექი იმის იმედით რომ  მას მაინც ემახსოვრებოდა ის ხომ ყველაზე კარგად მიცნობს.
- კი მღვიძავს რამე გინდოდა?
- ამმ.....სახლში ძალიან მოვიწყინე არ გინდა სასეირნოდ გავიდეთ?
- აა ეგ უნდა გეთქვა?
- ხო
- კარგი წავიდეთ - ვთქვი და ფეხზე ავდექი. ტანსაცმელი ჩავიცვი და მასთან ერთად ქვემოთ ჩავედი იქ კი ჯიმინი იყო.
- ჰეი რა გჭირს? ცუდ ხასიათზე ხარ? - მითხრა და ლოყაზე ხელი მომისვა
- ცოტა - ვუთხარი და ხელი ჩავაწევინე. რადგან მასზეც გაბრაზებული ვარ ბოლო-ბოლო ჩემი ქმარია არ უნდა ახსოვდეს? - მე და ნორა სასეირნოდ მივდივართ
- კარგი მიდით - გაგვიღიმა და ლოყაზე მაკოცა. საერთოდ დღეს რა სჭირს?
- წავედით მინჯი - მითხრა ნორამ და ხელი დამავლო.
- ხო წავედით.

მე და ნორა კაფეში შევედით და ნამცხვრები ავიღეთ შემდეგ ერთ-ერთ მაგიდასთან სვაიკავეთ ადგილი და საუბარს შევუდექით.
- მინჯი
- გისმენ
- ჯიმინთან რახდება?
- არვიცი....არც არაფერი....მიყვარს მაგრამ ამას მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ის ხომ ფლეიბოი ჯიმინია
- და იქნებ მასაც უყვარხარ
- კარგი რა - ვთქვი და ნამცხვარი ავიღე - შესაძლოა სხვაც ყავს - დავამატე ნაღვლიანად. - შენ რას შვები ჯონგუკთან?
- სიყვარული ამიხსნა ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა
- ძალიან კარგი - ვუთხარი და ჭამა განვაგრძე.

იძულებითი სიყვარული? ( დასრულებული)Where stories live. Discover now