8

1K 86 45
                                    

დილით სკამზე მიბმულები ვიყავით ისევ. ხელები და კისერი საშინლად მტკიოდა. სკამზე ძილი საზიზღრობაა!! თვალები ნელა გავახილე და დავინახე რომ ნორა მხოლოდ საცვლებში იყო შემდეგ საკუთარ თავს შევხედე და მეც იგივე მდგომარეობაში ვიყავი. ჯანდაბაა ეს რა არის??? გამოძრავება ვცადე მაგრამ ისევ არაფერი. არაფერი გამომდიოდა.
- აჰჰჰ ჯანდაბაა თქვე იდიოტებო - ვიყვირე და სკამი გავაქანავე. ხმაურზე კი ნამჯუნი შემოვიდა ჩვენს დანახვაზე თვალებზე ხელი აიფარა და ირონიული ლაპარაკი დაიწყო.
- ოჰჰ ეს რა დავინახე....მაპატიეთ...მაპატიეთ არ მინდოდა ეს შემთხვევით მოხდა - თქვა და სიცილი დაიწყო - აჰჰ როგორ მიყვარს  როცა ვხალისობ - ისევ გაიცინა მისი სიცილი უკვე ნერვოზსს მართებს. მალევე ნორასაც გამოეღვიძა და მისი თავი ასე რომ დაინახა ყვირილი ატეხა
- აააა!!!! ჯანდაბა!!!! ჯანდაბაა!!! რამჭირს - ყვიროდა და არ ჩუმდებოდა როცა ერთ-ერთი ტიპი მასთან მივიდა და სახეში გაარტყა
- ოჰჰ მემგონი დამაყრუა ამ ჭინკამ - თქვა ნამჯუნმა და ყურებზე ხელი დაიდო. - დღეს ცოტა გართობა მინდა მოგიწყოთ - თქვა და ჩაიცინა. უამრავი სახის იარაღები დააწყო ჩვენს წინ მდგარ მაგიდასთან. - აბა რომლით დავიწყოთ?
- რაა? შენ რა?? - ბურტყუნი დაიწყო ნორამ - რას?? რას აპირებ?
- ოუუ შეგეშინდა? - ისევ დაიწყო სიცილი ნამჯუნმა - ისეთს არაფერს უბრალოდ ცოტა გატკენთ მე კი გავერთობი - თქვა და ერთ-ერთი ბასრი დანა აიღო - აქ მოდი - დაუძახა იმ ტიპს რომელიც ჩემს დათრევას ცდილობდა - მოდი ნორათი დავიწყოთ
- რაა? არა!! მას არაფერი დაუშავოთ მე აქვარ გთხოვთ - ვთქვი და თვალებში ცრემლები ჩამადგა
- გამბედავი ხარ მაგრამ შენ მე მოგაყენებ ზიანს - მითხრა და ხელები გამიხსნა - ჩემთან ოთახში - ტუჩებზე ენა გადაისვა და ოთახიდან გამიყვანა. მალევე მომესმა ნორას ყვირილი.
- რა?? რას უკეთებენ ნორას???
- დამშვიდდი! - მიყვირა და ოთახში შემაგდო. ძირს დავეცი ხელი საშინლად მეტკინა. ნელ-ნელა მიახლოვდებოდა მე კი უკან ვიწევდი საბოლოოდ მაგიდას შევეჯახე. ძლიერად დამავლო ხელი და ფეხზე ამაყენა.
- პატარა! სუსტი! სულელი გოგო ხარ. ნამდვილად გავხდებოდი შენი სხეულის მფლობელი - მითხრა და ახლოს მოიწია უნდა ეკოცნა მაგრამ ამის საშუალება არ მივეცი
- ახლა კარგად მომისმინე!! - ოდნავ ხმამაღლა ვუთხარი. - ჩემს სხეულზე დაპატრონების უფლება მხოლოდ ჯიმინს აქვს!!! მე კი მხოლოდ ჯიმინს ვეკუთვნი! გასაგებია??
- ჯიმინს? რა გააკეთა ასეთი პაკ ჯიმინმა შენი გული რომ მოიგო? მაგრამ გახსოვს?? გუშინ სულ სხვა რამეს ამბობდი ,,ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს"
- ჯანდაბა - ჩავილაპარაკე და უკან დავიხიე
- ოუ ოუ პატარა მინჯის ცალმხრივი გრძნობები აქვს?
- ეს შენი საქმე არ არის!! შემეშვი!!
- ეს ასეთი მარტივი არ არის. როცა შენს პატარა სხეულს ვხედავ....როცა შენს პატარა სახეზე, პატარა ცხვირსა და ტუჩებს ვხედავ ძნელია გაგიშვა. მაშინვე მინდება შეგეხო და შენით დავტკბე - მითხრა და წელზე ხელი შემომხვია
- რეებს ბოდავ? - უხეშად მოვიშორე და თვალები ავატრიალე - გაგვიშვი!!! მე თუ არა ნორა მაინც გაუშვი
- არა - მკაცრად მითხრა და ხელი მაგიდას დაარტყა - ნუ ნერვიულობ ხვალ გადაწყდება გადარჩები თუ არა - მითხრა და გაიცინა. - ახლა კი დროა სასჯელის - მის მაგიდას მიუახლოვდა ერთ-ერთი უჯრა გამოაღო და დანა ამოიღო ჩემთან მოვიდა და ხელზე გადაიტარა ისე რომ ერთი ნაკაცრიც არ ქონოდა. - მგონი არ ჭრის მოდი შენზე ვცადოთ - მითხრა და ხელზე გამისვა - მტკივნეული იყო! მაგრამ არ დავუშვებ რომ ჩემი ტკივილი ამ იდიოტს დავანახო. ახლა ლოყაზე გამისვა საშინლად მეტკინა!! ეს უბრალოდ.......საშინელება იყო თვალები მოვხუჭე ტკივილისგან ცრემლები თავისით მომდიოდა. რამდენიმე ჭრილობა დამიტოვა გადაიხარხარა ხელი დამავლო და ოთახში დამაბრუნა. იქ შესულს ნორა გათიშული დამხვდა
- ცხოველებო რა გაუკეთეთ??? როგორ შეგეძლოთ? - ნორასთან მივვარდი მაგრამ ერთ-ერთმა ხელი დამავლო და სკამზე მიმკოჭა. -- ნორა - თვალებიდან ცრემლებმა დაიწყეს სვლა ტკივილისგან!! ყველაფერი მტკიოდა ვდარდობდი ნორაზე ჩემზე და ჯიმინზე. ახლა როგორ არის? იქნებ მასაც მიაგნოს ნამჯუნმა? ნელ-ნელა ტირილში ჩამეძინა.

იძულებითი სიყვარული? ( დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя