ლი იუნას ცხოვრება

631 65 108
                                    

ჩემდა საბედნიეროდ მე და სინა მეზობლები ვყოფილვართ.ის ჩემ მოპირდაპირე ბინაში ცხოვრობს,ლ.მთელი გზა მელაპარაკებოდა მის შეყვარებულ ჯონგუზე,რომელმაც გუშინ კინოში წაიყვანა.შემდეგ იმაზე წუწუნებდა, რომ მშობლებს მასზე ვერაფერს ეტყოდა,რადგან მამამისი მკაცრი კაცი იყო.

მთელი გზა უბრალოდ ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი.არასასიმოვნო  მომენტია,როცა არაფერი იცი,ჯერ კიდევ ვცდილობ ჩემ რაციონალურ გონებას ჩავეჭიდო,რომელიც თვლის რომ ახლა არაფერი უნდა შევიმჩნიო.

საკმაოდ უცნაურად მიყურებდა სინა, როცა ვკითხე სახლამდე შეეძლო თუ არა მივეცილებინე.

"იუნა კარგად ხარ?შენი სახლის წინ ვდგავართ"

მანᲘშნა მის მოპირდაპირე სახლზე,პატარა დასახლება იყო,ის ლურჯ ჭიშკარში შევიდა მე კი მის მოპირდაპირედ გახუნებულ შავ ჭიშკარში შევედი.

სახში სინათლე ენთო,ეს არც ისე კარგია,ესეიგი ოჯახის წევრებიც მყავს,მე კი არც კი ვიცი მათი ვინაობა.

გასაღები ამოვიღე და კარს მოვარგე,ფეხსაცმელები მისაღებში დავტოვე და სახლში შევაბიჯე.

-სახლში ვარ!-დავიძახე რომ ვინმეს მაიმტც პასუხი გაეცა მაგრამ გაწბილებული დავრჩი,აქ არავინ იყო,საერთოდ არავინ.

სახლის დათვალიერება დავიწყე არც ისე დიდი იყო.სამი საძინებელი,მისაღები,ერთი სააბაზანო და სამზარეულო,ყველაფერი საშუალო ზომის,ნახევრად აგურის,ნახევრად კი ხის ძველებური,მაგრამ მოვლილი სახლი.

ჩემდა გასაკვირად მაცივარშიც ბევრი არაფერი ეწყო,და ჩხირებიც და ჭურჭელიც მხოლოდ ერთი ადამიანისთვის იყო გარეცხილი.

მე რა მარტო ვცხოვრობ?

ჩანთა მდივანზე დავდე და ერთ-ერთ ოთახში შევედი,რომელიც წესით ჩემი უნდა ყოფილიყო,იქაურობა სკოლის წიგნებით და კედელზე გაკრული სტიკერებᲘთ იყო გადაჭედილი,იასამნისფერი გადასაფარებელი და ღია ვარდისფერი კედლები.

წითელი დღიური/Red Note📕(დასრულებული)Where stories live. Discover now