რემონტი👩‍🎨🧑‍🎨🖌

422 60 80
                                    

ოთახიდან ნივთები ვაი-ვაგლახით გამოვიტანე და უკვე მთლიანად გასუფთავებულ და ცარიელ ოთახს შევხედე.

-იმაზე დიდი ყოფილა ვიდრე ჩანდა-როგორც გახსოვთ ჩემი ოთახის ფერი ვარდისფერია.

ჯინ ოპასთან ბოდიში,მაგრამ მე ვარდისფერი არ მიყვარს,ამიტომ,ან თეთრში გადავღებავ,ან ღია იასამნისფერში.შეიძლება ნაღების ფერშიც კი გადავღებო.

იუნას ჩანაწერებში მისი ბანკის ნომერი აღმოვაჩინე,რისი წყალობითაც ბებიამისის გამოგზავნილ ფულს ვიყენებ.მაგრამ როგორც აღმოჩნდა მშობლების გარდაცვალების შემდეგ იუნას საკმაო ქონება დარჩა,ამ ანაბრის წყალობით კი ფული მაქვს.

იუნას ბებიასთან ლაპარაკი ერთხელ მომიწია,უცხოეთიდან ზარი რთული განსახორციელებელია და ამავდროულად ძვირი,ამიტომ მხოლოდ მოკითხვით შემოვიფარგლეთ.

ცოტათი მრცხვენია მის შვილიშვილად, რომ ვასაღებ თავს და იუნას ფულსაც ვიყენებ, მაგრამ ახლა იუნას ცხოვრებით მე ვცხოვრობ და ფულსაც უაზროდ არ ვფლანგავ.

ზარის ხმამ ფიქრებიდან გამომაფხიზლა,ბედნიერი გავვარდი მისაღებში და კარი გამოვაღე.

ჯიბეებში ხელჩაწყობილი იუნგი დამხვდა,აშკარად ახალი გაღვიძებულია.დღეს კვირაა,იუნგის ძმას ვთხოვე რომ იუნგი გაეთავისუფლებინა,რადგან სახლის შეღებვაში დახმარება მჭირდებოდა.იუნგის გასაკვირად და ჩემდა გასახარებლად ის დამთანხმდა.

-მითხარი რომ მარტო ერთი Ოთახია-ამბობს ბუზღუნით.ძველი კომბინიზონი,რომელიც ფეხებთან აეკეცა,ძალიან უხდებოდა.ოდნავ დიდი ჰქონდა,რაც იმას ნიშნავს რომ მამამისისაა.

-მარტო ერთი ოთახია,ჯერ არ გადამიწყვეტია რა ფერში შევღებო, იქნებ ორი კედელი თეთრად და ორიც ღია იასამნᲘსფრად?

-მე პირადად მრავალფეროვანი ფერები თავს მტკენს-მე თვალები ფადავატრიალე.

-ნუ ხარ რა შენ ეგეთი-ოთახში შესულმა ოთახს თვალები კარგად მოავლო.

წითელი დღიური/Red Note📕(დასრულებული)Where stories live. Discover now