Happy birthday 😽👧🏻🎂

423 62 146
                                    

დილით კვლავ მზის სხივების დახმარებით ვიღვიძებ.იუნას ოთახს პირველი ურტყამს მზე,მე კი ფარდების ჩამოფარება მავიწყდება,ხანდახან კი სპეციალურად ვტოვებ ხოლმე.

-დღეს შაბათია-სიხარულით ვდგები და კარადას ვასკდები-მგონი ცუდი არაა-ჯინსის კაბას,კომბინიზონს ვიღებ და ვიცვამ.შიგნიდან უბრალოდ თეთრ ზედას.თმას მაღლა ვიწევ და წინ მხოლოდ ჩოლკას ვიტოვებ.

უფერული ბლესკი,რომელიც როგორღაც მოვახერხე და ვიყიდე,ტუჩებზე თხლად გადავისვი.თვალიც ავიპრიხე(ბოლოსდაბოლოს დღეს მინ იუნგის დაბადების დღეა და ამ დღეს მე მასთან ერთად ვარ)

სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე.

-ცუდი არაა-ტუჩი მოვიკვნიტე.რაღაც მაინც მაკლდა,მაგრამ რა არ ვიცოდი.

იუნას დედის ოთახში შევედი და სარკიან კამოდს დავხედე-არამგონია ამის გამო მეჩხუბოს-სუნამოს ვიღებ და ოდნავ ვიბკურებ, სახეზე კი თხლად ვიტარებ პუდრს, ლოყები ისედაც ვარდისფერი მაქვს სოუ ყველაფერი კარგადაა აწყობილი.

ჩანთას ვიღებ და გარეთ გავდივარ.გასაღებს კი ლურჯი ქოთნის ქვემოთ ვტოვებ.

ჭიშკრის გაღების თანავე ცხვირწინ იუნგი მეჩეხება.

-ააა!-გაოცებისგან წამოვიყვირე.

-შეგაში...-უეცრად ჩუმდება და მზერა ჩემს ჩაცმულობაზე გადმოაქვს.ფეხებიდან სახემდე მათვალიერებს და მხრებში სწორდება-მაღაზიაში სამუშაოდ ასე უნდა გამოწკეპილიყავი?-მე მხრებს ვიჩეჩ.

-დღეს შენი დაბადების დღეა იმედი მქონდა სადმე წავიდოდით-იუნგიმ ხელი აიქნია.

-არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე,ეს დღე როგორც სხვა ყოველ...-ვაწყვეტინებ.

-ყოველ წელს დᲒება,ვიცი!-ვუბღვერ და ხელმკავს ვდებ-მაგრამ მე მაინც მიყვარს ეს დღე!-იუნგის ეცინება და ჯიბეებში ხელჩაწყობილი ქუჩას მიუყვება.

-და რატომ?

-იმიტომ რო ღმერთის მადლობელი ვარ, ამ დღეს ქვეყანაზე შენ მოევლინე,ამაზე მეტად რა უნდა მახარებდეს?-იუნგი ჩერდება და წარბაწეული მიყურებს.მზერაზე ეტყობა,რომ ვერ გადაუწყვეტია გაიცინოს თუ არა.

წითელი დღიური/Red Note📕(დასრულებული)Where stories live. Discover now