ის ვარსკვლავი გახდება...✨

444 59 200
                                    

წვიმის მელოდიურ და მშვიდ ხმას კარებზე ბრახუნი არღვევს.დენდარტყმულივით ვვარდები ლოგინიდან და პიჯამას ამარა მივრბივარ მისაღებში, შემდეგ კი შემოსასვლელ კართან.

-ვინ არის?-ღამის სამი საათია ასეთ დროს ვინ უნდა იყოს?სინა?

-მე ვარ-ისმის იუნგის ხმა.კარებს მაშინვე ვაღებ და გალუმპულ იუნგის ვხედავ.მთლიანად სველი ჩემ წინ დგას,თვალები ჩაწითლებული აქვს.თავიდან ვფიქრობ რომ წყალი თვალში ჩაუვიდა,მაგრამ მერე ვიაზრებ რომ ნამტირალევია.ერთ ნაბიჯში ჩემთან ჩნდება და გულში მიკრავს.

ვკრთები მაგრამ არ ვიშორებ.სველ მკლავებზე ხელებს ვხვევ და ვეხუტები.იმის მიუხედავად რომ ჩემი მაისური მთლიანად გაილუმპა მისი მოშორების სურვილი ოდნავადაც არ მაქვს.

-მითხარი რომ არ შევცდი,მითხარი რომ სწორად მოვიქეცი-ჩურჩულებს ჩემს კისერში.

-რა მოხდა?-მხარზე ხელს ვუსვამ.-ყველაფერი რიგზეა?-იუნგი თითქოს უეცრად გონს მოდის და მშორდება.

-ბოდიში...

-არა არაუშვას-თავს დაბლა ვხრი და ოდნავ ვიღიმი.

-სახლიდან წამოვედი-მაგრამ იუნგის ნათქვამი მაფხიზლებს და გაოცებული ვუტურებ.

-რატომ?

-მამაჩემი...მან ჩემი რვეეული იპოვა....სიმღერების-დაიჩურჩულა ბოლოს.

-იუნგი...-და ახლაღა შევამჩნიე იუნგის გამსკდარი ტუჩი და აწითლებული ლოყა.

ნუთუ მას...

-შემოდი-ვთქვი დაუყოვნებლივ-ასე თუ იდგები გაცივდები-იუნგიმ მზერა გამისწორა და თვალებში კარგად დამაკვირდა.შემდეგ ოდნავ გაიღიმა და თავი დამიქნია.

-კარგი.

***

ცხელი კაკაოს ორ ჭიქას დაბალ მაგიდაზე ვდებ და დივანზე ვჯდები.სწორედ ამ დროს იუნას მშობლების ოთახიდან იუნგი გამოდის,თმის მშრალებით და მე მიყურებს.იღიმის და ჩემსკენ მოდის.იუნას მამის სპორტულები ეცვა,ცოტა დიდი ჰქონდა,მაგრამ არც ისე შესამჩნევი იყო,აი ისე ჰქონდა როგორც მაშინ ნამჯუნის ტანსაცმელს რომ იცმევდა.

წითელი დღიური/Red Note📕(დასრულებული)Where stories live. Discover now