გადაარჩინე მინ იუნგი...

869 79 166
                                    

ჩემი რუტინული ცხოვრება იმაზე მოსაწყენია ხოლმე,ვიდრე თქვენ წარმოიდგენთ მეგობრებო.რა თქმა უნდა იმ ნაწილს არ ვთვლი,როცა ჩემს ოთახში ვიკეტები და მთელ ხმაზე ბითიესის ალბომებს ვაბღავივარ.იმის მიუხედავად რომ კორეაში ვცხოვრობ,მაინც რთულია მათი ნახვა,განსაკუთრებით ჩემნაირი გოგოსთვის.პატარა ქალაქში ვცხოვრობ.აი ისეთში ყველა ყველას რომ იცნობს.მამაჩემი სეულში მუშაობს და სახლში იშვიათად ჩამოდის ხოლმე.ჩვენი გადაყვანაც უნდოდა,მაგრამ ზედმეტი ხარჯი იქნებოდა,ამიტომ გადაწყვიტა,სანამ უნივერსიტეტში ან კოლეჯშია არ ჩავაბარებდი,აქ გვეცხოვრა.

იმ პერიოდის მანძილზე,რაც არმი გავხდი,ვაგროვებ ფულს.რისთვის?რა თქმა უნდა მათი კონცერტისთვის.(მართალია ალბომებზე და მათ სათამაშოებზე მეხარჯება ხოლმე,მაგრამ მაინც მაქვს საკმარისი)უკვე ავაგროვე კიდეც.მაგრამ რადგან ჯერ დამოუკიდებელ ცხოვრებას ვერ ვეწევი,არ გამომდის!არ მიშვებენ.

ჩემს მშობლებს ძალიან ეშინიათ ჩემთვის დამოუკიდებლობის მოცემა.ფიქრობენ რომ თუ სეულში ჩავალ,იქ ვიღაც რამეს დამიშავებს...ნუ როგორც ყველა მშობელი,მათაც აწუხებთ პათეტიკური აზრები.

***

თვალებს ნელა და ფრთხილად ვახელ.სინათლეს ვხედავ,ყველაფერი თეთრია....თვალებს რამოდენიმეჯერ ვახამხამებ რომ უკეთ დავინახო ყველაფერი.ზურგზე ვწევარ და ცას შევყურებ.

წამოვიწიე რომ სიტუაციაში გარემოს მეშვეობით მაინც გავრკვეულიყავი.სახურავზე ვარ,მაგრამ არ მახსენდება აქ როგორ მოვხვდი.კარგად მახსოვს ჩემს ლოგინში როგორ დავწექი,პირველის ნახევარზე.ძალიან დაღლილი ვიყავი ბევრი სამეცადინო მქონდა.

ახლა კი შენობის სახურავზე ვარ,უცნობი შენობის.სხეულზე ვიხედები და სკოლის ლურჯ და თეთრ ფერებში გაწყობილ ფორმას ვხედავ.გულმკერდზე წარწერას ვუყურებ სადაც ჩემი სახელი უნდა იყოს წესით ამოტვიფრული.

წითელი დღიური/Red Note📕(დასრულებული)Where stories live. Discover now