გუშინ საკმაოდ უცნაურად დასრულდა დღე. მე და იუნგის ერთმანეთისთვის სიტყვაც არ გვითქვამს.როგორც კი მადლობა გადამიხადა,სინაც მაშინვე გამოჩნდა.იუნგიმ კი გვერდი ისე ამიარა თითქოს ერთმანეთი არც კი გვინახავს.ეს რა თქმა უნდა გამაღიზიანებელია მაგრამ რას ვიზამთ.
დილით შხაპის მიღებისა და საუზმობის შემდეგ,ჩანთის ჩალაგება დავიწე.გუშინ ისე ვიყავი იუნგიზე გადართული მეცადინეობა გვიანობამდე მომიწია,ამის გამო ჩანთის ჩალაგებაც დამავიწყდა.
-ეს რა არის?-მაგიდაზე დადებულ დღიურს დავაკვირდი შიგნით ერთი გვერდი ჩაკეცილი იყო,მეც მაშინვე იმ გვერდზე გადავშალე და წარწერა ვნახე,ჩემი კალეგრაფიაა.
"მე ის გადავარჩინე"
რა?როგორ თუ გადავარჩინე?ან ეს როდის დავწერე?
თითქოს ჩემს კითხვაზე პასუხს გონება თვითონვე მცემს. გუშინ იუნგის გადარჩენის შემდეგი მოვლენები,ჩემს გონებაში ატივტივდა..
"მე ის გადავარჩინე! "
ნუთუ დღიურმა ის შეინახა? ეს შესაძლებელია?
მაგრამ მოდი იმ ფაქტს ნუ დავივიწყებთ,რომ დროში ვიმოგზაურე და ჩემი ბიასის პარალელური კლასელი ვარ😶
არა ეს ყველაფერი ზედმეტად ალოგიკურია.
"შენი ცხოვრება ამ მომენტისთვის ისედაც ალოგიკურია"
მესმის ჩემი გონების ხმა.
-რას იტყვი მას რომ დავუახლოვდე?-ვიკითხე ხმა მაღლა და ტვინმაც მალევე მიპასუხა ირონიული ხმით.
"ნებისმიერ დროში ის მინ იუნგია. შენი აზრით მასთან დაახლოებას შეძლებ? ახლა ალბათ შეშლილი,გიჟი გოგო ჰგონიხარ! "
არა,არა ეს არ მომწონს.არ მინდა იუნგიმ ეგეთ გოგოდ ჩამთვალოს.მინდა მასთან ახლოს ვიყო და მინდა ეს შანსიც გამოვიყენო.ახლა მასთან ახლოს ყოფნას ვერავინ დამიშლის.ის ფაქტი,რომ ეს ჩემი სხეული არაა და შეიძლება მალევე დავბრუნდე უკან,ხელს ვერ შემიშლის მასთან რაც შეიძება მეტი დროის გატარებაში.
YOU ARE READING
წითელი დღიური/Red Note📕(დასრულებული)
Romantizmროგორია არმისთვის თავის ბიასთან შეხვედრა,როცა ის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა რომ მილიონობით გოგოს გულს დაიპყრობდა და მათ შორის მისსასაც.შეხვდე მას მანამ სანამ ის შენთვის მიუწვდომელი ვარსკვლავი გახდება?ალბათ ღმერთის საჩუქარი...