დილით მაღვიძარა მაღვიძებს და თვალების ფშვნეტით ვდგები.როცა გარშემო ვიყურები,ვიაზრებ რომ ეს ყველაფერი რეალობაა და არა სიზმარი.მე კვლავ ლი იუნას სხეულში გავიჭედე.
-შესანᲘშნავია!-ლოგინიდან ვდგები და სააბაზანოში კბილების გამოსახეხად გავდივარ.როგორც კი თავს ვიწესრიგებ სკოლის ფორმას ვიცვამ და სარკეში ჩემს თავს ვაკვირდები.მუხლებზე გასწორებული კაბა,Შავი გეტრები, კაბაში ჩაკეცილი ᲗეᲗრი პერანგი და ლურჯი ჰალსტუხი!ზემოდან კი ერᲗი ზომიᲗ დიდი პიჯაკი.გეფიცებით ვიტირებ,კაბა რომ დავამოკლოᲗ არ შეიძლება?ან პიჯაკი გოგოს ტანისᲗვის რომ ᲨევკეროᲗ არა?
ახლა განსხვავებული მოდაა,მაგრამ რაღაც ბრჭყვიალებს და უბედურებებს ჩემ თავზე ვერ ავიტან,ამიტომ უბრალოდ თმებს ვიშლი და მოკლე თმას ყურს უკან ვიწევ.ჩოლკას კი ვისწორებ და ოდნავ ტუჩსაცხს ვისვამ.უფერულის პოვნა გამიჭირდა,ვარდისფერი და პრჭყვიალებიანი ვიპოვე,ამიტომ მომიწია ვარდისფერი გამჭირვალე ბლესკი წამესვა.ტუჩები გამომშრალი რომ არ მქონდეს,ამასაც არ წავისვამდი.
სახლიდან გასვლისთანავე წინ სინა მეჩეხება,როგორც ჩანს მელოდებოდა.
-პირველი შემთხვევაა,როცა შენზე ადრე გამოვდივარ სახლიდან-მითხრა ნიშნის მოგებით და ხელმკლავი გამომსდო.
-დილამშვიდობისა-ვუთხარი ღიმილით და სკოლის გზასაც ერთად გავუყევით.
-შენი ვარცხნილობა მომწონს,მაგრამ ლამაზ თმისამაგრს რატომ არ იყენებ? ზედმეტად უბრალოა.
-უბრალოდ უბრალოება მომწონს-"უბრალოდ ეს დახვეწილი მოდაა მომავალში",გავიფიქრე ჩემთვის,მაგრამ ამ პერიოდში ეს უბრალოებაზეც შეგვᲘძლია გავიყვანოთ.
-ნუ ეგ შენს სტილშია-მითხრა ღიმილით.
სკოლის გზაზე კვლავ სინას დავუთმე ლაპარაკის უპირატესობა.ის კი ისტორიის დავალებაზე წუწუნებდა, რომელიც დღეისთვის გვქონდა.
YOU ARE READING
წითელი დღიური/Red Note📕(დასრულებული)
Romanceროგორია არმისთვის თავის ბიასთან შეხვედრა,როცა ის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა რომ მილიონობით გოგოს გულს დაიპყრობდა და მათ შორის მისსასაც.შეხვდე მას მანამ სანამ ის შენთვის მიუწვდომელი ვარსკვლავი გახდება?ალბათ ღმერთის საჩუქარი...