პასუხი და ყველაფერი თავიდან🌗

693 72 232
                                    

1993-2011
ლი იუნა
კარგი მეგობარი
და მოსიყვარულე
შვილი.

ჩემთვის ზედმეტად უხერხული აღმოჩნდა აქ დგომა.იუნას საფლავი მოვლილი იყო,დიდი ფიჭვის ხის გვერდით განცალკევებით დაეკრძალათ და სათუთად შეენახათ.მისი სამუდამო სასუფეველი....სამუდამო.....

-შენ ეს შეძელი იუნა-ვჩურჩულებ და ცრემლებს ვიწმენდ,საფლავზე ავდივარ და ქვის წინ ვიჩოქები,წარწერებს ხელს ვუსვამ-შენ ეს შეძელი,ის ვარსკვლავად აქციე-კონცერტის ორ ბილეთს ვიღებ,იუნას საფლავთან პატარა ორმოს ვაკეთებ და ბილეთს შიგნით ვმარხავ-ეს შეძელი, მაგრამ სიცოცხლის ფასაᲓ...მე ვერ ვხვდები-ცრემლები თვალებს თავისით სწყდება-ვერ ვხდები ამდენად შორს რატომ შეტოპე.იუნგისთან რატომ შემახვედრე და ჩემი ცხოვრებაც გააუბედურე-ქვას აცრემლიანებული თვალებით შევხედე-გეგონა ბედნიერი ვიქნებოდი?გეგონა შენი მადლიერი ვიქნებოდი?ცდები!აქამდე სამყაროს მადლობას ვუხდიდი რომ ეს ჩემს ცხოვრებაში მოხდა,ახლა კი ვლოცულობ რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყოს-თავს დაბლა ვხრი და ცრემლებს ვიწმენდ-მე ის შემიყვარდა,ისე შემიყვარდა როგორც ბიჭი და ეს იმაზე ძლიერი გრძნობაა ვიდრე ფანობის დროს იყო...მე...მე ის  მენატრება..-ვჩუმდები და ტირილს ვაგრძელებ სანამ ჩემი ტელეფონის ხმა არ მაფხიზლებს.

დედა

ცრემლებს ვიწმენდ და ტელეფონს ვიღებ.

-გისმენ დედა-ვცდილობ გულღია და მარტივი დიალოგი მქონდეს,მაგრამ ის დედაჩემია.

-საყვარელო ხმაზე რა დაგემართა?მუნს მოუვიდა რამე?-ჰვანგ სინ მუნი ჩემი მეგობარი,რომელიც სკოლის ბოლო წელს ბუსანში გადავიდა.სკოლის დასრულების შემდეგ დედაჩემმა როგორღაც უფლება მომცა მასთან გამეტარებინა ზაფხული,რადგან მომავალი წლიდან სეულში ვგეგმავდით გადასვლას.ბუსანი კი სეულიდან ძალიან შორსაა და ხშირად ვეღარ ვნახავდით ერთმანეთს,მე და მუნმა კი გადავწყვიტეთ ზოგიერთი ქალაქი დაგვეთვალიერებინა.აქ ჩამოსვლა ჩემი იდეა იყო.

წითელი დღიური/Red Note📕(დასრულებული)Where stories live. Discover now