სტუდია🎧🎹📃

413 60 67
                                    

-იუნგი სად მიდიხარ?-იუნგის გვერდით ამოვუდექი,რომელიც სკოლიდან ჩემთან დაუმშვიდობებლად მიიპარებოდა.

-სახლში-მხრები აიჩეჩა.

დღეს ხუთშაბათია.იუნგი ხუთშაბათობᲘთ და სამშაბათობით ყოველთვის სახლში მიდის.რამდენიმეჯერ შევთავაზე კიდეც რომ მისი მუსიკები დაეკრა,ან ჩემი მომზადებული კიმჩის შიქთავსიან ბურთულებზე მოსულიყო ჩემთან,მაგრამ უარი მითხრა(იმის მიუხედავად,რომ ჩემს მომზადებულ სხვადასხვა შიქთავსიან ბრინჯის ბურთულებზე უარს არასდროს ამბობს).

რა თქმა უნდა სხვა არავინ მიაქცევდა ამას ყურადღებას,მაგრამ მე სხვა არ და არც იუნგია სხვა!

-სახლამდე არ მიმაცილებ?-ვკითხე გაკრეჭილმა მან ერთი გადმომხედა,და თავი უარყოფის ნიშნად გააქნია.

-სადღაც უნდა გავიარო-მომიბრუნდა და ხელი მხარზე დამადო-შენ სინა გელოდება და არ ალოდინო-გამიღიმა და თმები ამიჩეჩა-წადი.

მეც უბრალოდ თავი დავუქნიე და ზურგი ვაქციე.

-მოწყენილი რატომ ხარ?-მეკᲘთხება სინა და ხელმკლავს მდებს.

-იუნგი სახლში წავიდა.-ვთქი ბუზღუნით.

-ამით ქვეყანა ხომ არ დაქცეულა?მერე რა რომ სახლში წავიდა?უკვე მგონია რონ ის ჩემზე მეტადაც კი გიყვარს და ვეჭვიანობ-სინა ლაპარაკს აგრძელებს, მაგრამ მე არ ვუსმენ.

იუნგი მატყუებს!

წინა სამშაბათსაც იგივე მოხდა, რაც ყოველ ჯერზე ხდება.მეც გადავწყვიტე მაღაზიაში მიმეკითა,რადგან ვვარაუდობდი რომ მაღაზიაში ეხმარებოდა Მშობლებს და არ უნდოდა მეც მას დავხმარებოდი,ისედაც ყველა დასვენების დღეს იქ ვარ.

მაგრამ იუნგი იქ არ დამხვდა,მისი მშობლებისთვის უთქვამს,რომ მეგობრებთან ერთად წავიდა,მაგრამ იუნგის მეგობრები არ ჰყავს.

რა თქმა უნდა არ მინდოდა მის ცხოვრებაში ზედმეტად ჩავრეულიყვი.ეს მისი პირადი სივრცეა და მე თუ არა სხვამ ვინ უნდა იცოდეს რომ ის ვერ იტანს პირადი სივრცის დარღვევას?

წითელი დღიური/Red Note📕(დასრულებული)Where stories live. Discover now