შაქარივით ტკბილი არომატი.

406 58 80
                                    

რკინის კარს ვაღებ და სუფთა ჰაერს ღრმად ვისუნთქავ.

-ახ აქაურობა მაგარია-სახურავზე აქეთ-იქით ვიყურები ვინმე ხომ არ არის და თან ტერასაზე გავდივარ.უკან კი კარს ვკეტავ.

თუ ჩემი ვარაუდი სწორია და წესით ასე უნდა იყოს.ლი იუნა იუნგის აქედან უთვალთვალებდა.მეც მის სხეულში სწორედ აქ მოვხვდი,თუ დროს აქ მარტო გავატარებ იქნებ მის ქვეცნობიერთან დაკავშირება შევძლო.მეეჭვება მაგრამ მან რამე მაინც უნდა იცოდეს ამ დროის მარყუჟზე,ან იუნგის სიკვდილზე მაინც.

-ვითომ აქ?-ვცდილობ ის დღე გავიხსენო იუნგიმ თავის მოკვლა რომ სცადა,სად ვიწექი მე?

დაახლოებით ადგილს ვნიშნავ და მიწაზე ვწვები.

-ჯანდაბა მცივა-თებერვლის დასასრულია,მაგრამ ისე ყინავს გეგონება ვინმეს ციმბირში გავეშვიო.

მაგრამ უნდა მოვითმინო,კონცეტრანცია ლი იუნაზე მოვახდინოთ.

არა არა!ისე მცივა ვერანაირ კონცეტრაციას ვეღარ მოვახდენ
ვითომ იუნგის გადასაფარებელი რომ ავიღო რამე პრობლემა იქნება?

არა არა იონსო ეს არ გააკეთო,შენ ყველაფერი ისე უნდა გაიმეორო როგორც მაშინ.

კვლავ ვწვები და ყველანაირად ვცდილობ სიცივისგან ყურადღება იუნაზე გადავიტანო.ნელ-ნელა კი გარშემო ყველაფრის გრძნობა წყდება.

ავტორია პ.ო.ვ

იუნგი თავის კლასში მშვიდად ზის.ყურსამენები აქვს მორგებული და გარეთ იყურებქა.ახლა იმდენი საფიქრალი აქვს.

მას მოწონს მუსიკა,უნდა მომავალი სწორედ ამ პროფესიას დაუკავშიროს,მაგრამ მშობლები?ისინი მას ამის უფლებას არ მისცემენ.

"შენ ამას შეძლებ იუნგი"

გოგონას ხმა ბრუნავი წრესავით ტრიალებს იუნგის გონებაში.იუნგის ეცინება.ეს მომაბეზრებელთან ერთად სასაცილოა და....საყვარელიც?

წითელი დღიური/Red Note📕(დასრულებული)Where stories live. Discover now