დღეს არავითარი გეგმები არ მაქვს, თავისუფალი ვარ, ამიტომ გარეთ ხეტიალი გადავწყვიტე.
ჯისუ: - ქაი, მე გავდივარ!ქაი: - სად მიდიხარ? ან რომელზე დაბრუნდები? მარტო მიდიხარ?
ჯისუ: - ოჰო მზრუნველი ძამიკოს როლს თამაშობ?
ქაი: - არა, უბრალოდ მინდა მეგობარი გოგო დავპატიჟო
ჯისუ: - აჰჰ მეც არ გამიკვირდა, კარგი შეგიძლია დაპატიჟო მაგრამ სახლში რომ მოვალ არ დამხვდეს
ქაი: - კარგი. მაშინ ექვსამდე არ მოხვიდე - გამომძახა და ღიმილი აიკრა
ჯისუ: - ექვსამდე?! და მთელი შვიდი საათი გარეთ რა ვაკეთო
ქაი: - ანუ შევთანხმდით. კარგად დაიკო! -ხელის კვრით კარი გამიღო და გარეთ გამომაგდო, კარი კი ცხვირწინ მომიხურა
ჯისუ: - ოხ ეს... - მეც ქუჩაში გავედი და მივდიოდი, მაგრამ სად მივდიოდი არ ვიცოდი. უეცრად ჩემი ტელეფონი აწკრიალდა
__________________________
ჯისუ- გისმენთ
შინჰე- ჯისუ რას აკეთებ?
ჯისუ- არაფერს, მოვიწყინე და ვსეირნობ
შინჰე- მშვენიერია ძვირფასო! ახლავე ჩემთან მოდი!
ჯისუ- საავანდყოფოში?
შინჰე- ამ... საავანდყოფოს ახლოს რომ კაფეა მანდ მოდი
ჯისუ- კარგი
__________________________ტაქსში ჩავჯექი და კაფეში წავედი, სხვა საქმე მაინც არ მქონდა. ნეტავ რა უნდა შინჰეს? ისევ თუ რამე წამოიწყო... ახ ეს გოგო ამჯერად რას აპირებს... გავიფიქრე და ფანჯრიდან გავიხედე. მალე მივედით კაფეში, მეც ჩამოვედი და კაფესკენ გავემართე, უეცრად კი ვიღაცას მხარი გავკარი
ჯისუ: - უკაცრავად - კაცისკენ არც გამიხედავს ისე შევაბიჯე კაფეში, ისიც ჩემს უკან დადგა და ისიც შემოვიდა
შინჰე: - აქეთ! - თქვა და ხელი დამიქნია - ოჰ ორივე ერთად მოსულხართ! - თქვა და გაიღიმა. რა იგულისხმა? უკან შევტრიალდი და ის ტიპი იდგა რომელსაც შევეჯახე, ტანსაცმლით ვიცანი. შინჰეს უღიმოდა, სახეზე დავაკვირდი და...
YOU ARE READING
სამყაროს გასაღები
Fantasyრა მოხდება მაშინ როდესაც შენს მიერ შექმნილ სამყაროში მოხვდები? რა გელოდება წინ? გოგონა სახელად ჯისუ მოხდება მის მიერ შექმნილ სამყაროში. ნუთუ შეძლებს იქედან თავის დაღწევას?და საერთოდ სურს უკან დაბრუნება..?