თავი 37¹

139 26 8
                                    

ჯონგინი: - ჯისუ თვალები გაახილე! - ყურებში ჯონგინის ხმა ჩამესმის. რა მოხდა? თითქოს გონება დამიცარიელესო... თვალებს ნელ-ნელა ვახელ და ჯონგინის შეშინებულს სახეს ვუყურებ

ჯისუ: - რა მოხდა? - თავზე ხელი დავიდე და სავარძელზე წამოვჯექი

ჯონგინი: - ოთახის კარები გამოაღე და გული წაგივიდა. ახლა როგორ ხარ?

ჯისუ: - კარგად ვარ

ჯონგინი: -  ხელები სისხლიანი რატომ გაქვს? ან ეს კაბა რატომ არის ამ დღეში? - მხოლოდ ახლა დავხედე ჩემს ჩაცმულობას და სისხლიან ხელებს. ძალიან დავიბენი. რაღაცას დავარტყი თავი?

ჯისუ: - არ მახსოვს...

ჯონგინი: - კარგი მოწესრიგდი და შემდეგ ვისაუბროთ, ეს წამალი გამომართვი - ხელში აბები მომაჩეჩა - სანამ მოწესრიგდები საჭმეს გაგიკეთებ - მე გავუღიმე, მან კი თავზე მაკოცა და სამზარეულოში გაბრუნდა

ჯისუ: - იცოდე საჭმელი ისევ არ დაწვა! - წამოვდექი და ოთახისკენ წავედი. ოთახში შესვლისას იატაკზე რაღაც გასაღები ვიპოვე - ეს რა არის? - ავიღე და ხელში გადავატრიალე - ლამაზია, აქ რატომაა? - ოთახში შევედი უჯრაში ჩავაგდე და შემდეგ მოვწესრიგდი.

ქაი: - არ მიდიხარ? - საჭმელი რომ ვჭამეთ უცებ მომიბრუნდა და ეს მკითხა

ჯისუ: - სადმე უნდა წავიდე? - ვკითხე და თან თეფშების რეცხვა დავიწყე

ქაი: - შენ არ თქვი რომ ვიღაც ბავშვს უნდა შეხვდე პარკში?

ჯისუ: - მართალია! ჯუნგი. კი მაგრამ რატომ მგონია რომ მას შემდეგ თითქოს დიდი დრო გავიდა? თითქოს გუშინ კი არა რამოდენიმე კვირსწინ ვნახე... - თავზე ხელი მივიდე და ჩავფიქრდი. შემდეგ წინსაფარი მოვძრე და გასასვლელად მოვზადე - კარგი მე წავედი! - ქაის გავძახე და კარი მოვიხურე. რატომღაც უხასიათოთ ვარ... რატომღაც მგონია რომ დიდხანს მეძინა, თითქოს... რაღაც დამავიწყდა. - კარგი ამაზე სულ ტყუილად ვფიქრობ. ალბათ ცუდად მეძინა - ვთქვი და პარკში ფეხით წავედი. მივდიოდი და თან ერთი სული მქონდა ჯუნგის როდის ვნახავდი. მაგრამ ისევ ამაზე დავიწყე ფიქრი რომ რაღაც ისე არ არის... რაღაც ამომივარდა თავიდან... რაღაც დამავიწყდა... უეცრად სახეზე სისველე ვიგრძენი. ხელი ლოყაზე მოვისვი და ეს ცრემლი იყო. მე რა ვტირი? რატომ? რატომ ვტირი?

სამყაროს გასაღებიWhere stories live. Discover now