თავი 16

183 32 1
                                    

სოჰიონი: - რაა?! - უეცრად წამოვხტი რაზეც დაფეთებული სუზი უკან გადაიწია წაბორძიკდა და საჯდომით იატაკზე დაეხეთქა

სუზი: - მეტკინა!

სოჰიონი: რა? სად? როდის? რატომ? - წამით დავფიქრდი და ისევ გავაგრძელე - ჩემთვის არაფერი უთქვამთ! შენ ვინ გითხრა?

სუზი: - დილით ჯისუსთან ვიყავი და არ იყო. შემდეგ გავიგე მსახურეების საუბარი რომ პრინცი ნამჯუნი და ჯინი წავიდნენ სადღაც რამოდენიმე დღით. შემდეგ თეჰიონთან მივედი. მაგრამ ისიც წასულაა!
იქნებ ჯუიუნგმა ან სოჯუნმა იცოდნენ! - მეც დავეთანხმე, მოვემზადე და ქვევითა სართულზე ჩავედით სადაც სრული სიცარიელე დაგვხდა.

სოჰიონი: - დავიჯერო ამ ზარმაცებმა უკვე გაიგეს რომ პრინცები არ არიან და ისვენებენ?!! - ბრაზისგან ბოლო ხმაზე ვიყვირე. მსურს გავიგო სად გაქნენ ჩემი ძმები და ჯისუ

სასაუზმოდ დავჯექით ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. მხოლოდ 4 სკამი იყო ცარიელი. სუზი მალე ადგა და სადღაც გავიდა. მეც მალევე ავდექი და გარეთ გავედი იქნებ ლი ჯონ სუკი ან ვინმე ვიპოვო ვისაც ეცოდინება.

რანგი: - ვინმეს ეძებ?

სოჰიონი: - არავის... უბრალოდ ვსეირნობ

რანგი: - კარგი! მაშინ ერთად გავისეირნოთ!

სოჰიონი: - მარტო მსურს ყოფნა

რანგი: - წარმოიდგინე რომ აქ არ ვარ - თქვა და გვერდით დამიდგა. მეც დავნებდი. გვერდი-გვერდ დავდიოდით ბაღში

რანგი: - ძალიან ლამაზი ყვავილებია

სოჰიონი: - ჰმ... - ფიქრებში წასულმა უაზროდ დავეთანხმე

რანგი: - ამინდიც კარგია

სოჰიონი: - ჰმმ...

რანგი: - შენც ლამაზი ხარ

სოჰიონი: - ჰმმ...

რანგი: - ცოლად გამომყვები?

სოჰიონი: - ჰმმ... მოიცადე რა? არა! - უცებ გამოვფხიზლდი და გავოცდი. არა! გავბრაზდი!

სამყაროს გასაღებიWhere stories live. Discover now