ჯონგინი: - მოვედით, ეს სახლია - დილიდანვე წამოვედით და ახლა კი პატარა, კოხტა, ორსართულიანი სახლში წინ ვდგავართ. ჯინმა ნაბიჯი გადადგა და კარს უფრო მიუახლოვდა, კარზე დააკაკუნა
თაე: - ვნერვიულობ - თქვა და ხელი გულზე დაიდო. მე ზურგზე ხელი მოვუთათუნე და ვანიშნე რომ დამშვიდებულიყო. და აი კარებიც გაიღო
სარა: - დიახ..? ჯ-ჯინ? - კარი დედოფალმა სარამ გაგვიღო. ჯინის დანახვაზე თვალში ცრემლები ჩაუდგა - ჩემო ბიჭო - მაშინვე ჩაიხუტა და მხოლლდ ახლა შეამჩნია მის უკან მდგომი ორი ახალგაზრდა ბიჭი. ჩვენ კი ამას გვერდიდან ვუყურებდით - ნამჯუნ.. თეჰიონ..? - ორივეს გადაეხვია და თან ტიროდა. ვაჟებს ეხუტებოდა და გულამოსკვნილი ტიროდა. ვაჟებს რომ მოშორდა ტირილისგან უკვე ჩაიკეცა და მუხლებზე დადგა. ჯინი მაშინვე დაიხარა და წამოაყენა
ჯინი: - დედა... მომენატრე!
სარა: - როგორ გაზრდილხართ, ჩემი პატარები გაიზარდნენ - მალევე ჩვენ გამოგვხედა - გამარჯობა, თქვენ ალბათ ჩემი ვაჟების მეგობრები ხართ ხომ?
ჯისუ: - დიახ თქვენო უდიდებულესობავ - ვთქვი და თავი დავუკარი, ჩემს უკან მდგომებმაც მომბაძეს და დედოფალს თავი დაუკრეს
სარა: - არა არა ადექით. გთხოვთ სახლში შევიდეთ და ვისაუბროთ - სახლში შევედით პატარა და მოწესრიგებული იყო - აქ რატომ მოხვედით? ლი ჯონგ სომ რომ გაიგოს...
ჯუნი: - მან უკვე იცის... დედა სასახლეში უნდა დაბრუნდე!
სარა: - ნამჯუნ არ შემიძლია... ვერ დავბრუნდები. მე თუ დავბრუნდები ლი ჯონგსო ყველას მოგკლავთ
თაე: - ეს არ მოხდება! სამეფოს ისედაც საფრთხე ემუქრება... - თაემ მოუყვა თუ რა ხდებოდა ახლა სასახლეში
სარა: - ჩემი სოჰიონი... კი მაგრამ როგორ აპირებთ მის დამარცხებას?
ჯინი: - გვანგჯუში მეგულება ადამიანი ვინც დამეხამრება
სარა: - დარწმუნებულები ხართ რომ ჩემი წამოსვლით ყველაფერი რიგზე იქნება?
YOU ARE READING
სამყაროს გასაღები
Fantasyრა მოხდება მაშინ როდესაც შენს მიერ შექმნილ სამყაროში მოხვდები? რა გელოდება წინ? გოგონა სახელად ჯისუ მოხდება მის მიერ შექმნილ სამყაროში. ნუთუ შეძლებს იქედან თავის დაღწევას?და საერთოდ სურს უკან დაბრუნება..?