თავი 34

144 25 8
                                    

ქორწილის დღე*
ჯისუს ფოვ*

ღამე სოჰიონის ოთახში გავატარე. დიდხანს ვისაუბრეთ. მასაც მოვუყევი ჩემს სიზმარზე და იმაზეც თუ რატომ არ უნდა ვენახე ჯინს სინამდვილეში. მთელი საღამო ვსაუბრობდით და ვეცადეთ მალე დაგვეძინა. მაგრამ საუბარში დრო გაგვეწელა.

სოჰიონი: - აბა, საათმა 12 დარეკა შენ კი ისევ გძინავს!

ჯისუ: - ვდვები! - ვთქვი და ზანტად წამოვდექი

სოჰიონი: - კარგი სამი საათი გვაქვს. ქორწილი ოთხზე იწყება. აბა დავტრიალდეთ! - თქვა მხიარულად. მე კი ახალად ავდექი საწოლიდან. ნაბიჯი გადავდგი მაგრამ ისევ საწოლზე დავებერტყე. საშინლად მეძინებოდა. მაგრამ უეცრად თავში ბალიში მომხვდა. ამ უეცარი მოქმედებისკან კი საწოლიდან გადმივვარდი. თავი წამოვყავი და სოჰიონი დავინახე, რომელიც ბოლო ხმაზე იცინოდა. ამიტომ მეც ავიღე ბალიში და ვისროლე, მაგრამ სოჰიონს აცდა და გვერდით მდგარ ლარნაკს მოხდა. ამაზე სოჰიონმა კიდევ უფრო უმატა სიცილს. მეორე ბალიშს დავავლე ხელი და პირდაპირ თავში გაბუქანე. ასე დავიწყეთ ომი! სულ რამოდენიმე წუთში ოთახი მთლიანად ბუმბულით იყო დაფარული

სუზი: - აბა... - კარი სუზიმ და ჯუიანგმა შემოაღეს მაგრამ ამ სანახაობის დანახვაზე პირდაღებული გვიყურებდნენ - აქ რა ჯანდაბა ხდება - ამ დროს კი სოჰიონის ნასროლი ბალიში მისი მიმართულებით გაფრინდა მაგრამ სუზიმ დახრა მოასწრო და პირდაპირ ჯუიანგს მოხდა

ჯუიანგი: - ახლა გაჩვენებთ სეირს! - ჯუიანგი მივარდა ბალიშს და სოჰიონს გაუქნია. აი უკვე ორი მებრძოლიც დაგვემატა.
ერთად ძალიან კარგად ვერთობოდით. ვიცინოდით და ვკიოდით. ეს მომენტი სამუდამოდ დარჩება ჩემს გონებაში. როგორ მინდა რომ მათთან დავრჩე... ნეტა ეს შესაძლებელი იყოს...

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
სამყაროს გასაღებიWhere stories live. Discover now