თავი 33

141 25 10
                                    


ჯიმინი: - ჩამოვედით, ჯისუ უკვე სეულში ვართ - ჯიმინის ამ სიტყვებზე გამოვფხიზლდი. არემარეს თვალი მოვალე, ისევ იმ უზარმაზარ სასახლეში დავბრუნდი. სასახლეს თავალი მოვაშორე და ჯიმინს გავხედე.

ჯისუ: - არ მსურს ჯინმა დამინახოს. შეგიძლია ჩემი აქ ყოფნა დამალო? მსურს ჯინის გარდა ყველა ვნახო, არ მსურს მასთან პირისპირ შეხვედრა - ჯიმინმა თავი დამიკრა. მანქანიდან ჩამოვედით და სასახლეში შევედით

თეჰიონის ფოვ*

ნამჯუნი: - თეჰიონ! ხომ გაგაფრთხილე დაკაკუნების გარეშე არ შემოხვიდე მეთქი! - დაიყვირა ნამჯუნმა და თან ხალათი მოიცვა. მე კი სავარძელზე მოვკალათდი

თეჰიონი: - კარგი ნუ ყვირიხარ

ნამჯუნი: - ღამის ცხრაა საათი აქ რა დაგრჩენია? - მკითხა მშვიდი ტონით

თეჰიონი: - არ ვიცი. უბრალოდ მოვიწყინე - ვთქვი და გავიღიმე. ნამჯუნი მოვიდა და მოპირდაპირედ დამიჯდა

ჯუნი: - მე კი ვერ ვიძინებ... მას შემდეგ რაც სასახლეში დავბრუნდით თავს მარტოსულად ვგრძნობ ამ კედლებში. თითქოს_

თეჰიონი: - თითქოს სასახლე გითრევს, თითქოს გასასვლელი არ არსებობს. გრძნობ რომ სამუდამოდ აქ მოგიწევს ყოფნა. მხოლოდ და მხოლოდ სასახლეში... მარტოსულად

ნამჯუნი: - როგორც ჩანს შენც იგივეს გრძნობ

თეჰიონი: - ნამჯუნ, ალბათ ხვდები საუბარი საითკენაც მიმყავს...

ნამჯუნი: - ვიცი თეჰიონ, ვიცი რომ მის გარეშე თავს მარტო გრძნობ. მეც მენატრება. მენატრება მისი დარიგებები და სულელური გამოხტომები. ნეტავ აქ იყოს ჩვენს გვერდით... მაგრამ მან არჩია თავისუფალი ცხოვრებით ეცხოვრა

თეჰიონი: - ის ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო ნამჯუნ და მე... - უცებ დავდუმდი. შემდეგ ისევ გავაგრძელე საუბარი - აქ კი იმისთვის შემოვედი რომ რაღაც გითხრა... მის მოძებნას ვაპირებ. სათვალთვალოდ კაცი გავგზავნე და გაიგო რომ ის დეგუშია. მინდა რომ ჯისუ ვიპოვო

სამყაროს გასაღებიWhere stories live. Discover now