***: - რამდენი ხანია რაც ძინავს?***: - სადღაც 5 საათია უგონოდ სძინავს
***: - სად იპოვე? - ორი ადამიანი საუბარი მესმოდა მაგრამ თვალებს ვერ ვახელდი
***: - მთავარ კარებში. კარებს ვაღებდი ის კი მეორე მხარეს იყო, კარი გავაღე და უგონოდ ხელებში ჩამივარდა
***: -საწყალი ნეტა რა მოუვიდა
***: - არ ვიცი მაგრამ ჩვენი ძმები რას იტყვიან?
***: -მოდი ჯერ არ ვუთხრათ
***: -ისინი ხომ რამეს არ დაუშავებენ? რატომ არ უნდა ვუთხრათ
***: - და რა საჭიროა? რომ გამოჯანმრთელდება ოჯახთან დაბრუნდება
***: - ხო მართალი ხარ... მაგრამ სოჰიონ ის აქ დარჩება? არამგონია დღეს წასვლა შეძლოს
სოჰიონი: - მართალი ხარ... დღეს ჩემს ოთახში დარჩეს... შემდეგ იმედია კარგად იქნება და წავა - გოგონას სოჰიონი ერქვა ხოლო ბიჭის სახელი არ ვიცი. როგორც ჩანს და-ძმა არიან, მაგრამ თვალებს რატომ ვერ ვახელ? ვერც ვინძრევი...
***: -მე წავალ, თუ რამე დამიძახე
სოჰიონი: -მიდი მიდი არ ალოდინო - თქვა და ჩაიცინა, შემდეგ კი კარის გაღების და დახურკვის ხმა გავიგე. - ნეტავ რა მოგივიდა? ან აქ როგორ მოხვდი? დაცვას გვერდი როგორ აუარე? ეს ფაქტობრივად შეუძლებელია... როგორ მოაღწიე მთავარ კარებთან? ვინ ხარ? - შემდეგ კი სიჩუმე ჩამოვარდა. სად მოვხდი? გასაღები?! სად არის გასაღები?! ვინ არის ეს გოგო ან თუნდაც მისი ძმა?
სოჰიონი: -გაიღვიძე? - ნელა თვალები გავახილე და გოგონას სილუეტი დავინახე, ახალგაზრდა გოგონასი რომელიც ანერვიულებული სახით მიყურებდა
ჯისუ: - ვინ ხარ? მ-მე სად ვარ? -ოთახს თვალი მოვავლე და ძალიან დიდი და მდიდრული ოთახი იყო. შემდეგ გოგონას გავხედე, ლამაზი და ახალგაზრდა იყო. კარგი ადამიანი ჩანდა.
სოჰიონი: - მე კიმ სო ჰიონი ვარ? ნუთუ არ იცი ვინ ვარ? უცხოეს არ გავხარ...
YOU ARE READING
სამყაროს გასაღები
Fantasyრა მოხდება მაშინ როდესაც შენს მიერ შექმნილ სამყაროში მოხვდები? რა გელოდება წინ? გოგონა სახელად ჯისუ მოხდება მის მიერ შექმნილ სამყაროში. ნუთუ შეძლებს იქედან თავის დაღწევას?და საერთოდ სურს უკან დაბრუნება..?